ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ქვეყანა ქირავდება

965288 383310128455475 1693719454 o

თანამედროვე ეპოქაში არ არსებობს ნივთი რისი ყიდვა ან უკიდურეს შემთხვევაში დაქირავება რომ არ შეიძლებოდეს. ქირავდება ყველაფერი სახლი, მანქანა, კაბები, აგარაკები და მრავალი სხვა უძრავი თუ მოძრავი ნივთი. ამგვარი ბიზნესი ძალზედ მომგებიანი და თან მომხმარებლებისთვის ძალზედ კომფორთული. ვინ არ წასულა სოფელში  მდინარესთან ან ზღვასთან  ახლოს და სასტუმროში ანდა კერძო სახლში არ გაჩერებულა. ეს არის ადამიანთა ერთ-ერთი, მართლაც რომ ქების ღირსი გამოგონება.

943117 383310075122147 211209444 n

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა სენსაციური და ყველაზე არაორდინალური რამ, კერძოდ კი ის, რომ ჯუჯა სახელმწიფო ლინხტენშტეინი, ყველას, ვინც 160.000 დოლარს გადაიხდის, შეუძლია ერთი ღამით დაიქირავოს. ლინხტენშტეინის დედაქალაქია ვადუცი, ყველაზე დიდი ქალაქი კი შაანი(Schaan).მართველობის სისტემა – კონსტიტუციური მონარქია . ქვეყნის რელიგია კი – კათოლიკურია. ოფიციალური ენა – გერმანული.

981089 382393965213758 421177777 o

ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახმა ეს ოფიციალურად განაცხადეს. მეფე მზადაა მიაქირავოს ნებისმიერ მსურველს, საცხოვრებელი სახლი ქვეყნის ნებისმიერ ადგილას, კულტურული და გასართობი ადგილები. უჩვეულო „სასტუმროს“ მომსახურე პერსონალი ქვეყნის მთელი მოსახლეობა იქნება, რა თქმა უნდა მეფის, ჰანს ადამ II-ს  გამოკლებით. ეს ინიციატივა ლიხტენშტეინის კულტურული განვითარებისთვის დაიგეგმა. ამ უცაური ინიციატივით ამ ქვეყანამ ნობელის საპირისპირო პრემია მიიღო. (ამ პრემიას ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ყველაზე სასაცილო და გამოუსადეგარი გამოგონებისთვის გასცემენ). თუმცაღა ვისაც ფული არ ენანება და სურს თავის სიყვარულს, მშობელს, მეგობრებს თუ თვის თავს გაუკეთოს საუკეთესო საჩუქარი, დამეთანხმებით, ამაზე უკეთეს კაცი ვერ მოიფიქრებს.

ეს წინადადება ამ ქვეყნის მაცხოვრებლებმა არცთუ აბსურდულად ჩათვალეს. რადგან ამ ქვეყნის ტერიტორია სულ რაღაც 160 კვადრატული კილომეტრია, ხოლო საზღვრის სიგრძე კი 160 კილომეტრი.

    რას იტყვით მშვენიერი სასტუმროა. არცთუ ურიგო იქნება თაფლობისთვის გატარება ამ დიდ სასტუმროში, სადაც შენი შვეიცარი შეიძლება პრემიერ-მინისტრი ან ,ყველაზე უარეს შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი იქნება.  965288 383310128455475 1693719454 o

 431934 383310098455478 480642652 n

ასევე ამ ქვეყანაზე შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ შემდეგი ვიდოდან რომელიც ეხება ლინხტენშტეინის კულტურას, მართველობას, ეკონომიკას და ა.შ:

მსგავსი ამბები

Back to top button