ცნობილი მუსიკოსების აუცილებელი მენიუ გამოსვლის წინ
Henry Hargreaves ნამდვილი ნიჭი აქვს ადამიანების ხასიათები გადმოცემის ნივთებისა და საკვები პროდუქტების საშუალებით. ცოტა ხნის წინ მან გამოუშვა სერია Band Riders. Riders – ეს არის ის მოთხოვნილებები რაც გააჩნიათ ცნობილ მუსიკოსებს, რაშიც ასევე შედის: როგორ უნდა იყოს სცენა მოწყობილი, რა ტექნიკა უნდა იყოს განლაგებული, როგორ უნდა იყოს მოწყობილი გარდერობი და ასევე რა საჭმელი უნდა ჰქონდეთ მათ კულისებში კონცერტების განმავლობაში. როდესაც ჰარგრევსი კარგად გაეცნო ამ მოთხოვნილებებიდან ერთ-ერთს და ბევრი მათგანი სასაცილოდც ჩათვალა, მას აზრად მოუვიდა გაეკეთებინა ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების მთელი მსოფლიოდან რაიდერების ფოტოგრაფიული სერია. მან ეს ყველაფერი ნატურმორტის სტილში გააკეთა, ძირითადად შავ ფონზე. წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო ვარიანტებს:
1. ფრენკ სინატრა – თითო ბოთლი ყველაფერი: არაყი აბსოლუტი, Jack Daniel’s, Chivas Regal, Courvoisier, Beefeater Gin, თეთრი ღვინო, წითელი ღვინო. 24 ცივი გიგანტური კიბორჩხალა და ტკბილი ხველების კანფეტები.
2. ექსელ როუზი – ახალი თეთრი პური Wonder და Dom Perignon.
3. ბიონსე – გემრიელი შემწვარი ქათამი ნივრით, ზღვის მარილით, შავი პილპილით და სუნელებით. ბიონსეს შეუძლია დალიოს მხოლოდ Pepsi – ს სასმელები.
4. ბასტა რაიმსი – 24 ნაჭერი კარგად შემწვარი ხორცი, Rough Rider – ის პრეზერვატივები და Guinness – ის პივა.
5. ბილი აიდონი – ერთი ვაზა რაღაცა რაც ძალიან ჰგავს კარაქს, რბილი სახლის შოკოლადის პეჩენიები Pepperidge Farms -ის.
6. ლეიდი გაგა – არცთუ ისე დიდი ჯამი დაჭრილი ყველი (უსუნო) ყინულზე.
7. Nine Inch Nails – 2 პაკეტი სიმინდის კრახმალი.
8. ბრიტნი სპირსი – თევზი შემწვარ კარტოფილთან ერთად, ჩისბურგერი მაკდონალდსიდან ბულკების გარეშე, 100 ცალი ქლიავის ჩირი და ლეღვი.
9. Foo Fighters – ტკაცუნა კალბასები, რომლებიც მამაკაცებს არც თუ ისე არგებს.
10. მერაია ქერი – Crystal – ის შამპანიური და ღუნვადი სასრუპი.
11. მერლინ მენსონი – დათვის ფორმის ჟელიბონები.
12. New Kids On The Block – Häagen-Dazs – ის ნაყინი და Oreo – ს პეჩენიები.
13. Van Halen – თევზი არაჟანში, KY – ს დიდი გელი და M&M’s (გაფრთხილება: აუცილებლად ყავისფრების გარეშე)
14. რიანა – კარგად მოხარშული კვერცხი, ინდაურის ბეკონი, ინდაურის კალბასები, ნებისმიერ დროს დღის განმავლობაში.