საკითხავისასარგებლოსაქართველო

საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის XVII ს-ში

post 23 1132854734

საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის XVII ს-ში.

დასავლეთ და სამხრეთ საქართველო XVII ს-ში
მთელი XVII საუკუნე,ირანის შაჰების ცალკეულ უშედეგო მცდელობებს თუ არ ჩავთვლით, დასალეთ საქართველოში ოსმალეთი დომინირებდა.
საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთმა გურიისა და სამეგრელოს დამორჩილების მიზნით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროების ბლოკადა მოაწყო. შეწყდა მარილისა და რკინის შემოტანა. ქართული სამღავროები, ისე როგორც იმერეთის სამეფო, იძულებულნი იყვნენ, ოსმალეთის მოხარკეები და მისი ვასალები გამხდარიყვნენ. მიუხედავად ამისა, სამეფო-სამთავროები საშინაო პოლიტიკაში დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ. ამასთან ერთად ისინი დაუსრულებელ ბრძოლას აწარმოებდნენ ერთმანეთში.
ოსმალეთის დომინირებას თან ერთვოდა ჩრდილო კავკასიიდან მთიელთა თავდასხმებიც, რამაც ბაგრატი აიძულა დასავლეთიდან საეკლესიო ცენტრი ბიჭვინთიდან გელათში გადაეტანა.
რაც შეეხება სამცხე-საათაბაგოს, ის ოსმალეთის ხელში გადავიდა და მიწათსარგებლობაც ოსმალური წესებით დაიწყო. ამ ქართულ ისტორიულ პროვინციაში შეიქმნა ჩილდირის(ახალციხის) საფაშო.
მიწისმფლობელობა ითვალისწინებდა სამხედრო ვალდებულებას. მიწის მფლობელი უნდა ყოფილიყო მუსლიმი, თუ არ იქნებოდა მუსლიმი მას მიწა ჩამოერთმეოდა ან უნდა მიეღო ისლამი და უნდა ყოფილიყო ოსმალთა სამსახურში.
ოსმალები დევნიდნენ ქართულ ეკლესიასაც. მისთვის ჩამორთმეულ მიწებს გამუსლიმებულ ფეოდალებს აძლევდა, ხოლო ეკლესიებს მეჩეთებად აქცევდა. რეგიონებში კი ცდილობდა სხვა ხალხების ჩამოსახლებას.

ქართველები ირანში
საქართველოდან ირანში გადასახლებულთა დიდი ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევდა. ამასთან, XVI საუკუნის მიწულიდან ქართველები თანდათანობით მოწინავე პოზიციებს იკავებენ სპარსეთის არმიასა და სამოქალაქო ადმინისტრაციაში. ქართლი ელემენტი განსაკუთრებით დაწინაურდა შაჰ აბას I-ის ეპოქაში.
გამუსლიმებული ქართველი ჭაბუკები სათანადო მომზადების შემდეგ არმიაში ან სამეფო კარის ადმინისტაციაში იწყებდნენ მოღვაწეობას. აღსანიშნავია, რომ შაჰ აბასის დროს მიღებული წესის თანახმად, ყულარაღასი, ყულის ჯარის მეთაური აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო.
1588 წელს აბასმა შექმნა პირადი დაცვა, რომელიც შედგებოდა 12 ათასი ქართველი მეომრისაგან. საერთო ჯაბში, XVII ს-ის განმავლობაში სხვადასხვა დროს ქართველთა კავალერიის რიცხვი სპარსეთის არმიაში 8 ათასიდან 40 ათასამდე აღწევდა.
შაჰ აბასის მიერ შექმნილი ქართველებისა და სხვა კავკასიელებისაგან შემდგარი ახალი საჯარისო ფორმირებების მთავარი ღირსება იყო ის, რომ ისინი ტომობრივ კავშირებს და ყიზილბაშ ამირებს კი არ ექვემდებარებოდნენ, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებას. უფრო მეტიც, მათ ჯამაგირს უხდიდნენ სახელმწიფო ხაზინიდან და არა სამხედრო ნადავლიდან, როგორც ამას უწინ ყიზილბაშები აკეთებდნენ,
შაჰ აბასის სამეფო კარზე წარმატებული კარიერის თვალსაზრისით, მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ალავერდი ხან უნდილაძეს. ის იყო პირველი ყულარაღასი, ფარსის პროვინციის მმართველი და 1598 წელს დაინიშნა მთლიანად ირანული შEიარაღებული ძალების მთავარსარდლად. ამავე დროს ის იყო ირანის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. ალავერდი ხანი და მისი შვილები ფლობდნენ ბაზრებს, ფუნდუკებს, ქარვასლებს. აქტიურად მონაწილეობნენ საერთაშორისო ვაჭრობაში, რადგან აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო-სატრანზიტო გზები იმ დროს ისჰაფანსა და ფარსის პროვინციის ქალაქებზე გადიოდა. ისინი ეწეოდნენ აქტიურ სამშენებლო მოღვაწეობასაც. ცენტრალურსა და სამხრეთ ირანში აგებნენ კაშხლებს, არხებს, ხიდებს, ქარვასლებს, მედრესეებს. ალავერდი ხანის მიერ ისფაჰანში აგებული ხიდი დღემდე ითვლება სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად.
ალავერდი ხანის ქართველი მეუღლის სახსრებით გაიყვანეს გზები და გადასასვლელები ცენტრალურიო ირანის მთიანეთის უღელტეხილებზე.
მისი ვაჟის, იმამყული ხანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გრანდიოზული საირიგაციო ნაგებობების მშენებლობა ისფაჰანის მახლობლად. იმამყული ხანი და მისი ძმა, დაუთ ხანი აქტიურად იYვნენ ჩართულნი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
შაჰ აბასმა ქართლიდან და, კერძოდ, თბილისიდან გადაასახლა ვაჭრები ირანში და ისინიც, ჯულფელი სომეხი ვაჭრების მსგავსად, ისფაჰანის ერთ-ერთ გარეუბანში დაასახლა.
ქართული სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები და დიდებულები ინიშნებოდნენ სეფიანთა სახელმწიფოს უმაღლეს ადმიონისტრაციულ თანამდებობებზე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის მუსლიმი წარმომადგენლები ას წელზე მეტხანს ასრულებნენ სეფიანთა სატახტო ქალაქის, ისფაჰანის გამგებლის მოვალეობას.
ქართველები ჩართულნი იყვნენ სეფიანთა სახელმწიფოს კულტურულ ცხოვრებაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ქართული წარმოშობის მხატვრის სიაოშ ბეგის მოღვაწეობ.

წყარო: XI კლასის ისტორიის სახელმძღვანელო.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

მსგავსი ამბები

Back to top button