მეტალ სკოლა ჰოლანდიაში
რამოდენიმე ხნის წინ Revamp-ის და ახლა უკვე Nightwish-ის ვოკალისტმა ფლორ იანსენმა Facebook-ის ოფიციალურ გვერძე დაპოსტა,რომ აპირებდა მეტალ სკოლის გახსნას. სკოლის სახელი იქნება “Metal Factory”
ჰოლანდიაში არსებობს პოპის აკადემია ,როკის აკადემია და ასევე რათქმაუნდა კონსერავტორია,მაგრამ ეს საკმარისი არაა.ჰოლანდიაში იქნება მეტალ სკოლაც,რადგან მეტალი ძალიან განსხვავებულია სხვა მუსიკალური ჟანრებისაგან.ეს იქნება სკოლა ნადვილი მეტალის მოყვარულებისათვის. სტუდიაში,რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები ახლა ჰიპ-ჰოპის შექმნა ხდება,თუმცა რამოდენიმე ხანში აქ მეტალ მუსიკა გაიჟღერებს.სკოლის შექმნის მიზეზი გახდა ის,რომ რომ ჰოლანდიური მეტალ ჯგუფები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.
ფლორ იანსენი : “ყველამ ვიცით ჯგუფები სახელად Within Temtation…Epica…Textures…ჩემი პირადი ყოფილი ჯგუფი After Forever.” “აქ შეგეძლება იმღერო სუფთა ხმით, ხმაურანად ან გააკეთო გრუნტი.შენ ასევე შეგიძლია იმღერო ოპერა.”
თავდაპირვეალდ ფლორ იანსენი თავად იქნება მასწავლებელი მეტალ სკოლაში.სკოლაში ბევრი რამის შესწავლა შეეძლებათ მოსწავლეებს,თუმცა ბასის შესწავლა ოდნავ მოგივიანებით გახდება შესაძლებელი.