სინგაპურის არქიტექტურული კომპანია “WOHA” ცნობილია ბევრი საინტერესო და „მწვანე“ პროექტებით, განხორციელებული როგორც სინგაპურში, ასევე აზიის სხვა ქვეყნებშიც;
სულ ახლახანს, კომპანიამ წარმოადგინა თავისი ახალი არქიტექტურული შედევრი, რომელიც დაპროქტდა და აშენდა სინგაპურში – ეს შედევრია სახელწოდებით – სასტუმრო „ParkRoyal“.
ეს ულტრათანამედროვე სასტუმრო წარმოადგენს მინის შენობას, რომელიც შემკულია აყვავებული ბაღებით;
ცათამბჯენის ყოველი მეოთხე სართულზე არის მიმდებარე პლატფორმა მწვანე ბუჩქებით და პალმის ხეებით, რომელიც ქმნის ნამდვილ ბაღში ყოფნის სრულ შეგრძნებას და ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ცენტრალურ პარკს.