ბარლეე-ნასაუ და ბარლეე-ჰერტოგი — ორი მუნიციპალიტეტი, რომლებიც ყოფენ ქალაქ ბაარლს ნიდერლანდებისა და ბელგიის საზღვარზე ორ ნაწილად. ნასაუ მდებარეობს სამხრეთ ნიდერლანდებში, ბრატანტის ჩრდილოეთ პროვინციაში, ხოლო ჰერტოგი მდებარეობს ბელგიის პროვინცია ანტვერპენში. ორივე ქალაქს აქვს საერთო საზღვარი, მაგრამ ეს საზღვარი არ გადის პირდაპირ და არც მიხვეულ-მოხვეულად…
ამის ნაცვლად არის 26 მიწის ცალკეული ნაწილები – ნიდერლანდების და ბელგიის პატარ-პატარა ნაწილები, რომლებიც მიმობნეულია ბარლეეს ირგვლივ. არის მთავარი ნაწილი სახელწოდებით Zondereigen, რომელიც მდებარეობს ბელგიური ქალაქის მერკსპასის ჩრდილოეთით, 22 ბელგიური ექსკლავი ნიდერლანდებში და კიდევ სამი ნაწილი ნიდერლანდ-ბელგიის საზღვარზე. ყველაზე დიდ ბელგიურ ექსკლავზე არის აგრეთვე ექვსი ჰოლანდიური ექსკლავი. ამ ყველაფერმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ და ვერც გაერკვეთ რომელ ტერიტორიაზე იმყოფებით, თვით ადგილობრივ მოსახლებასაც კი უჭირს ნორმალურად იმის გარკვევა თუ სად არის ერთი ქვეყანა და სად მეორე.
საზღვარი მონიშნულია თეთრი ჯვრებით ტროტუარზე და მეტალის ნიშნებით გზებზე, ამ ზიგზაგებით მოხატულია მთელი ქალაქი, განურჩევლად სახლებისა, ბაღებისა და ქუჩებისა. ერთი ხაზი გადის პირდაპირ საჩუქრების მაღაზიაში და გამოდის სუპერმარკეტის ბოლოდან. ბევრი სახლი საზღვარით გაყოფილია შუაზე. ამდაგვარად სახლის მობინადრეთა მოქალაქეობა განისაძღვრება იმით თუ სად გადის მთავარი შესასვლელი კარი.
ქალაქები იზიდავს უამრავ ტურისტს. ბევრი წელი მაღაზიები ბელგიაში კვირაობით ღია იყო, ხოლო ნიდერლანდებში დაკეტილი. აგრეთვე გადასახადებიც ნიდერლანდებში და ბელგიაში განსხვავდებოდა, ამდაგვარად შეიძლებოდა ერთ ქუჩაზე გევლოთ მაღაზიებში რომლებშიც მოქმედებდა სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმი. იყო დრო როცა ნიდერლანდების კანონის თანახმად რესტორნები უნდა დაკეტილიყო უფრო ადრე. ზოგიერთი რესტორანისათვის საზღვარზე ეს ნიშნავდა იმას რომ კლიენტები უბრალოდ გადაინაცვლებდნენ ბელგიის მხარეს. თუმცა ბოლო დროს გაუქმდა ეს ზოგიერთი განსხვავებები.