ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

რუსეთის მოსახლეობა მცირდება


რუსეთის პრეზიდენტმა , ვლადიმერ პუტინმა, პარლამენტს მისცა დირექტივა, რათა შეიმუშაონ გეგმა, რომელიც რუსეთში შობადობის დონეს გაზრდის. პარლამენტში გამოსვლისას, პუტინმა შობადობის შემცირება რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად დაასახელა და სთხოვა პარლამენტს წყვილებისთვის მეორე და მესამე ბავშვის გაჩენის მასტიმულირებელი პროექტები შექმნან.


რუსეთის მოსახლეობამ პიკს ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მიაღწია (საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში) , მაშინ მოსახლეობის რაოდენობა 148 მილიონი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 143 მილიონია. მკვლევარები თვლიან, რომ მოსახლეობის კლების დღევანდელი ტემპის გაგრძელების შემთხვევაში, 2050 წლისათვის რუსეთის მოსახლეობა 111 მილიონამდე შემცირდება. მოსახლეობის კლების მთავარი მიზეზებია : მაღალი სიკვდილიანობა, დაბალი შობადობა, აბორტების დიდი რიცხვი და იმიგრაციის დაბალი დონე.


რუსეთს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში , 15 კაცი ყოველ 1000 კაცზე წელიწადში. მსოფლიოს საშუალო სიკვდილიანობის მაჩვენებლი 9 კაცია 1000 კაცზე. იგივე მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში 8 კაცი 1000 კაცზეა, ხოლო დიდი ბრიტანეთში 10 1000-ზე. სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების შედეგად გამოწვეული დაავადებები სახელდება.


ალკოჰოლიზმის მაღალი დონისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ქალები ხშირ შემთხვევაში იკავებენ თავს ბავშვის გაჩენისაგან. ქვეყნის მოსახლეობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ქალთა ნაყოფიერების საშუალო მაჩვენებელი 2.1-ია, ხოლო რუსეთში კი 1.3, რაც ბუნებრივია ძალიან დაბალია.

დიდი ხანია, რაც აბორტების დიდი რიცხვი რუსეთის უმთავრესი პრობლემაა. ჭარბი აბორტები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირშიც არ იყო უცხო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ზოგიერთ წელს აბორტების რიცხვი შობადობის მაჩვენებელს აჭარბებს. მაგალითად: 2006 წელს დაიბადა 1.4 მილიონი ბავშვი და გაკეთდა 1.5 მილიონი აბორტი.


რუსეთში იმიგრაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, იმიგრანტები ძირითადად არიან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრები ეთნიკური რუსები, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან. რუსეთიდან ყოველწლიურად გაედინება მოსახლეობა დასავლეთი ევროპის ქვეყნებში და მსოფლიოს სხვა ადგილებში, ისინი ცდილობენ უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში იცხოვრონ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close