ძველი მატარებლები ჩვენს დროში
თქვენ ნახავთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ძველი მატარებლები თანამედროვე ქალაქის ქუჩებში;
როგორც ვიცით , ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ ინგლისია აღიარებული, ხოლო მისი დაწყების თარიღად XVIII საუკუნის 60–იანი წლებია მიჩნეული. პირველი რკინიგზა გაიხსნა ინგლისში 1825 წელს. მატარებელი, რომელიც კურსირებდა სტოქტონს და დარლინგს შორის შედგებოდა 33 ვაგონისაგან.
რუსეთში კი – პირველი რუსული ორთქმავალი შეიქმნა 1834 წელს დემიდოვის ნიჟნე–ტაგილის ქარხანაში მექანიკოსები მამა–შვილის ჩერეპანოვების მიერ. ის ატარებდა ტვირთებს 854–მეტრიან რკინიგზაზე, რომელიც აკავშირებდა საბადოს სპილენძის გადამამუშავებელ ქარხანასთან. ორთქმავალს მიყავდა რამოდენიმე პატარა ვაგონი წონით 3,3 ტ. და სიჩქარით 13-16კმ/ს. თვირთის გარდა მას შეეძლო 40 მგზავრის გადაყვანა. ეს რუსეთის მოქალაქეებმა შეძლეს…
ხოლო მსოფლიოში ყველაზე ძველი მომუშავე ორთქმავალი მდებარეობს ინდოეთში და ატარებს VIP-მგზავრებს ძალიან დიდ დღესასწაულებზე. ეს ორთქმავალი ააშენეს – 1855 წელს.
პირველი მუხრუჭები, რომლებიც გამოიყენებოდა რკინიგზებზე, მოძრაობაში მოყავდა მუშა–მემუხრუჭეებს, რომლებიც იდგნენ მატარებლის ყოველი ვაგონის სამუხრუჭე მოედნებზე.მემანქანეს მემუხრუჭესთან აკავშირებდა გრძელი თოკი, რომელიც გაჭიმული იყო მთელი შემადგენლობის გასწვრივ და მიმაგრებული იყო ორთქმავალის სასტვენზე.
მემანქანის მინიშნებით მემუხრუჭეს მოქმედებაში მოყავდა ხელის მუხრუჭი.მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოება დამოკიდებული იყო რეაქციის სისწრაფეზე და ამ პროფესიის წარმომადგენლების ძალაზე და მოხერხებულობაზე.
ძალიან რთული პროფესიაა, რომელიც მოიცავს ადმიანთა სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ვალდებულების აღებას და პასუხისმგებლობას…
რკინიგზელობა, ერთ–ერთი პირველთაგანია იმ პროფესიების ჩამონათვალში, რომელიც ყველაზე რთულ პროფესიადაა მიჩნეული მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ამავდროულად სახიფათოცაა – ელმავლის მემანქანის და თანაშემწის სამსახური. ძველებური ცნობილი ხუმრობაა – „ღამე არ სძინავს მხოლოდ, მგელს, ყვავს… და რკინიგზელსო“ –- რას ვიზამთ, ეს უსაფუძვლო რეალობაა… საქმეს ართულებს კიდევ ერთი გარემოება: ელმავლის თანაშემწე და მემანქანე, დაახლოვებით 12 საათს ზედიზედ ატარებს 3000 ვოლტი ძაბვის ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამას პლიუს, არანორმალური სამუშაო რეჟიმი. არეული აქვთ დღე და ღამე, მაგრამ…