სამსართულიანი მდიდრული სახლი ლოს ანჯელესში
ლოს ანჯელესში არასდროს ყოფილა ძვირადღირებული, მდიდრული, ელიტარული ვილების და სასახლეების ნაკლებობა. ეს სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ამის შესაფერი და სათანადო დადასტურებაა.
მისი საერთო ფართობი შეადგენს 770 კვადრატულ მეტრს; აქ არის სამი დიდი და ფართო საძინებელი ოთახები თავისი ლურჯი განათებებით, ასევე ულტრა თანამედროვე დიდი სააბაზანოები, რა თქმა უნდა არ გამორჩენია ცნობილ იტალიელ დამპროექტებელს ოთახები მოსამსახურე პერსონასათვის და სახლი სტუმრებისათვის, ხოლო მეორე სართულზე დამონტაჟებულია „ბუნებრივი“ ტბორი და აუზი ; მესამე სართული კი საცურაო აუზით და მისი საოცარი ტერასებით დეკორატიულად არის მორთული და მშვიდი დასვენებისა და განმუხტვის სრულ საშუალებას იძლევა ქალაქის მუდმივი ალიაქოთებისაგან და ფაციფუცისაგან;
რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ასეთი მდიდრული სასახლე სახლის კინოთეატრის და მარანის გარეშე , რომლის კოლექცია ითვლის დაახლოებით 5000 ბოთლს…