უცნაური

ყველაზე დიდი სატრანსპორტო საშუალება მსოფლიოში

7cdd824999a9
Bagger 293-ი მსოფლიოში უდიდესი სატრანსპორტო საშუალებაა, იმათ შორის რაც ადამიანს შეუქმნია. მისი სიმაღლე 96 მეტრია ხოლო სიგრძე 225 მეტრია . ამ ტრანსპორტის წონა 14 000 ტონაა.

Bagger 293 უდიდესი ექსკავატორია , რომელიც ააგეს გერმანიაში 1995 წელს. მას ხუთ კაციანი ეკიპაჟი ჭირდება ასამუშავებლად, დღეში კი 2.5 მილიონი კუბური მეტრი მიწა შეუძლია გათხაროს. ანუ დაახლოებით ფეხბურთის სტადიონის ზომის ტერიტორიას ეს აპარატი გათხრის 24 მეტრის სიღრმეზე ყოველდღიურად. მისი დიდი წონის გამო , ბუნებრივია ეს ექსკავატორის ძალიან ნელა გადაადგილდება. 1995 წელს მას მწარმოებელი ქარხნიდან გაზვეილერის მაღარომდე 130 კილომეტრის დასაფარად სამი კვირა დასჭირდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 1 კმ/სთ-ა.
0d6d247111d0
9c0c9e51ddb9
მიწის გასათხრელად Bagger 293 -ი იყენებს დიდ მბრუნავ ბორბალს, რომელიც მის ერთ-ერთ მხარზეა დამაგრებული. ამ ბორბალზე სპეციალური კალათებია დამაგრებული, რომელსაც ამოთხრილი მიწა კონვეიერზე გადააქვს. კონვეიერის საშუალებით კი მიწა სატვირთო ავტომობილებისკენ გადაადგილდება.
dbb127748764
Bagger 293 -ი სულ 5 ეგზემპლარია დამზადებული, მათი დიდი ზომის გამო ეს ექსკავატორები მხოლოდ მაშტაბურ პროექტებზე გამოიყენება
ce103f9c75b5
d163765aaa9c
d62fe2d8a134
2ee2d33a843b
114b6353cabb

Back to top button