გართობაკულტურა

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქუჩები

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

1. ლომბარდ სტრიტი.ლომბარდ -სტრიტი სან-ფრანცისკოში ცნობილია უპირველეს ყოვლისა თავისი ცალმხვრივ მოძრაობიანი სექციით   Russian Hill-ზე . ამ ქუჩაზე არის 8 მკვეთრი მოსახვევი, რომელთაც ადგილობრივმებმა უწოდეს ამერიკული გორაკები.  ამის გამო ქუჩამ მიიღო მსოფლიოში ყველაზე უფრო  მიხვეულ-მოხვეულის სტატუსი.

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

2. ები როუდი.

Abbey Road მდებარეობს ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს არის ქუჩა რომელზედაც ლეგენდარულმა ჯგუფმა  Beatles-მა გააკეთა თავისი ჩაწერების  90% . 1969 წელს ისინი შეიკრიბნენ ერთად ,  რათა ჩაეწერათ თავისი ბოლო ალბომი, როგორც ჯგუფს. მას უწოდეს  “Abbey Road”. ეს ალბომი გახდა მათი ყველაზე უფრო გაყიდვადი ნამუშევარი. დღეს ამ ამ ცნობილ ქუჩის გადასასვლელზე, რომელიც გახდა ალბომის გარეკანი, გადადის უამრავი ტურისტი რათა გააკეთონ საკუთარი  abbey Road -ის გარეკანი.

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

3. ჰოლივუდის დიდების ალეა ხეივანი.

დიდების ხეივანი არის ლოს-ანჟელესში, ჰოლივუდის ბულვარის სიღრმეში. ის შედგება ვარსკვლავების სერიისაგან, რომლებიც ჩაწყობილია ტროტუარზე ცნობილი მსახიობების, მომღერლების, რეჟისორების, პროდიუსერების  საპატივცემულოდ, მათი შეტანილი წვლილისათვის ხელოვნებაში. აქ რის 2400-ზე  მეტი ვარსკვლავი.

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

4.  ბულვარი ლა-რამბა.

ბულვარი ლა-რამბა თავისი ჩამწკვრივებული ხეებით წარმოადგენს ბარსელონას ყველაზე უფრო ცოცხალ ქუჩას.   იმ ხალხის უმეტესობა, რომლებიც სტუმრობენ ამ ქუჩას, არიან ტურისტები და არა ადგილობრივი მოსახლეობა.   ხშირად ამ ქუჩას უწოდებენ ლას-რამბას, რადგან სინამდვილეში ეს ქუჩა შედგება თავისი სტილიც სრულიად განსხვავებული რამდენიმე ქუჩისაგან.

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

5.  ორჩარდ-როუდი.

ორჩარდ-როუდი  წარმოადგენს სინგაპურის მთავარ სავაჭრო ქუჩას, რომელსაც ხშირად სტუმრობს ადგილობრივი მოსახლეობა და უამრავი სტუმარი. ორჩარდ-როუდი გარშემორტყმულია ბევრი სავაჭრო ცენტრებით, ღამის კლუბებით და სასტუმროებით. ის აგრეთვე წარმოადგენს სინგაპურის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციის განთავსების ადგილსაც.

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

6. კხაო სან როუდი.

Khao San Road – პატარა ქუჩა, რომელიც მდებარეობს ერთ კვარტალში მდინერე ჩაოპრაიასთან ბანკოკში, ტაილანდი.  Khaosan ითარგმნება, როგორც  “დაფქვილი ბრინჯი”, ეს მეტყველებს იმაზე , რომ ადრე აქ იყო სავაჭრო ქუჩა, სადაც უმეტესად ყიდდენ ბრინჯს. ახლა ეს ქუჩა არის მსოფლიოში ცნობილი და ყოველ წელს იზიდავს სულ უფრო მეტ ტურისტებს. აქ შეიძლება ნახოთ იაფი საცხოვრებელი, ბარები, რესტორნები, სავაჭრო დახლები, მაღაზიები, ინტერნეტ კაფე და ტურისტული სააგენტოები.

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

7. უოლ-სტრიტი.

ოულ-სტრიტი წარმოადგენს ისტორიულ ფინანსურ ცენტრს, აგრეთვე ნიუ-იორკის ფინანსური ბირჟის ადგილსამყოფელს. ვიწრო ქუჩა, რომელიც მიემართება ბროდვეიდან ისტ-რივერამდე, თავისი სახელწოდება მიიღო  კედელის გამო, რომელიც აღმართეს ჰოლანდიელებმა თავისი მზარდი დასახლებების დასაცავად.

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

8. Via Dolorosa.

Via Dolorosa (ლათ. ვნების გზა) —იერუსალიმის  ცნობილი ქუჩა,  რომელზედაც ქრისტე მიდიოდა  ჯვართაცმისათვის.

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki
9.  ლას-ვეგას სტრიტი. ლას ვეგასი არის აზარტული თამაშების მსოფლიო ცენტრი, რომელიც მდებარეობს ნავადას ცენტრში.  ტურისტებს თავისი მომსახურება საუკეთესო ტრადიციებით შეუძლიათ შესთავაზონ  კაზინოებმა, სასტუმროებმა, ბარებმა, რესტორნებმა და სხვადასხვა გასართობმა ცენტრებმა.
mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

10. ელისეის მინდვრები.

უამრავი კინოთეატრებით, კაფეებით, ფეშენებელური მაღაზიებით, ელისეის მინდვრები წარმოადგენს მსოფლიოს  ერთერთ ყველაზე ცნობილ ქუჩას. ეს ელეგანტური ფართო ქუჩა გადის თანხმობის მოედნიდან ტრიუმფალურ არკამდე. ის აგრეთვე წარმოადგენს  პარიზის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ქუჩას.  ზედა სართულები ძირითადად უჭირავს ოფისებს, თუმცა ცოტა ვინმეს თუ შეუძლია მისცეს თავს უფლება ცხოვრობდეს ან ჰქონდეს ოფისი ელისეის მინვრებზე.

mire-ulicy-populyarnye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

jarji

minda viyo erterti avtori blogis

მსგავსი ამბები

Back to top button