ორიგინალური დეკორატიული მაკიაჟი
წარმოგიდგენთ უჩვეულო და ორიგინალური მაკიაჟის კოლექციას, რომლის შესრულებაზეც ოსტატს დასჭირდა ალბათ საათები; სასიამოვნო დათვალიერებას გისურვებთ, ვინც იცის ამ ხელობის სილამაზე, იმედია არ დაიზარებთ და დაათვალიერებთ დეკორატიულ მაკიაჟს !
სწორად გაკეთებული მაკიაჟი, რა თქმა უნდა თქვენს სახეს უფრო მომხიბვლელს გახდის და მიმზიდველს, როგორც ვიცით, თვალები ანიჭებენ სახეს ინდივიდულურობას და ასევე თქვენს ხასიათსაც, მეობას; თვალებზე მაკიაჟის გაკეთებისას მთავარია გავითვალიწინოთ მისი ფორმა… ამბობდნენ და ეხლაც ამბობენ: თვალები „სულის სარკეაო“ და ის ყველაზე მეტყველი ორგანოა…
უწინ , ეგვიპტური დედოფლების მოხატული თვალები დღესაც შთაგონების წყაროა ;
დღევანდელი მაღალტექნოლოგიით დამზადებული თვალის დეკორატიული კოსმეტიკა დიდ გაქანებას აძლევს უსაზღვრო ფანტაზიის პატრონს,რომ მან თვალის ორიგინალური მაკიაჟი შექმნას.
სადღესასწაულო მაკიაჟი ბევრად მკვეთრი უნდა იყოს, ტუშის უხვად გამოყენებით და აგრეთვე ხელოვნური წამწამების გამოყენებით. სადღესასწაულო მაკიაჟს ვიყენებთ წვეულებებზე, დაბადების დღეზე, დღესასწაულებზე.
ამ ტიპის მაკიაჟი ყველაზე ლამაზად წარმოაჩენს თვალებს და მთლიან სახესაც, ასევე სადღესასწაულო იერს აძლევს გოგონას . შეგვიძლია ნებისმიერი ფერები გამოვიყენოთ, ასევე ვიხმაროთ ბრჭყვიალები და დეკორის ელენმენტები.
სადღესასწაულო მაკიაჟის სახეობებიც არსებობს, მაგალითად პაკისტანური სტილი და თვალები კვამლის ეფექტით…
საკარნავალო მაკიაჟი,როგორც დასახელებიდანაც ჩანს, უფრო თამამი მაკიაჟია, არ ვართ შეზღუდული არც ფერებში და არც მხატვრულ გაფორმებაში.ის ახლოს არის სხეულის მოხატვის ხელოვნებასთან და ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.
ნახეთ ახალი ინოვაცია:
ეხლახანს შემოვიდა თვალის ქუთუთოზე დასაკრობი აპლიკაცია-სტიკერი, რომელიც მყარ მაკიაჟს წარმოადგენს; დააღვალიერეთ ჩრდილო -აპლიკაციები :