გართობაკულტურა

საქართველოს საზღვაო კურორტები (ნ.2)

5a28ffb014f9
სოხუმი,გაგრა,გუდაუთა,ბიჭვინთა,ოჩამჩირე
3d001fff442a
cb8229a44304
e507a970e3a6
სოხუმი — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს. მოსახლეობა 120 ათასი (1991 წ.). სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.
1992-1993 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 სექტემბერს, რუსულმა ჯარმა, ადგილობრივ სომეხ და ჩრდილო-კავკასიელ მოხალისეებთან ერთად, შტურმით აიღო სოხუმი. თითქმის ერთი წლის მანძილზე განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად ქალაქში განადგურდა 10.000-ზე მეტი შენობა.
სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობი 23,3 კმ².
სოხუმში…ბაგრატიონთა ეპოქის (XI ს.) ნანგრევები, ბოტანიკური ბაღი, სტალაქტიტური მღვიმეები სოფელ შრომასთან, უნიკალური ფერმა-ლაბორატორია — პრიმატარიუმი. სოხუმში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
სოხუმთან 5 კილომეტრში, სოფელ ეშერაში განლაგებულია რუსეთის გასამხედროებული ლაბორატორია, რომელიც, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ხელოვნურ გამოწვევაზე ატარებს ცდებს

626f5acc2cdc
0c625a66ee2b
d4e4a0308929
გაგრა — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს. მოსახლეობა 26,9 ათასი (1991 წ.). გაგრა ცნობილი ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, პორტი შავ ზღვაზე. რკინიგზის სადგური.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში გაგარის ფორმით. გაგრა ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მეფის მთავრობამ აღადგინა გაგრის ციხე და იქ რუსული გარნიზონი ჩააყენა.
გაგრაში არის რკინიგზის სადგური, კლიმატური კურორტი, მცირე საწარმოები. გაგრაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.

ae0b92e42874
eaf9ef3f1772
b65ae718b109
გუდაუთა (აფხ. Гəдоуҭа) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან, სოხუმიდან 37 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.). გუდაუთაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.
გუდაუთაში ბომბორის აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა, საიდანაც ცივი ომის პერიოდში სამხედრო ავიაციის 171-ე ან 529-ე დივიზიების სუ-27 ტიპის ავიამოიერიშეები დაფრინავდა.[1] ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას (მე-19 არმია). აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში.
საბთოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს.

a1c53a47e3cf
cfe84ced595a
fc5dd8354208
ოჩამჩირე (აფხ. Очамчыра) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 20,6 ათასი (1991 წ.). ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია, აქედან რკინიგზის განშტოება მიემართება სამრეწველო ქალაქ ტყვარჩელისაკენ.

97eb4992f29a
c25d59aa8fb5
754fc1e3eea0
ბიჭვინთა (ძვ. ბერძნ. პიტიუნტი) — დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს. მოსახლეობა 11,0 ათ. მცხ. (1991).
ბიჭვინთის როგორც ქართული ისე ძველი ბერძნული სახელი პიტიუნტი “ფიჭვიდან” (ბერძნ. Pitios) მომდინარეობა. ბიჭვინთის კონცხზე ახლაც არის რელიქტური ფიჭვის კორომები.

წყარო:ვიკიპედია და მე

მსგავსი ამბები

Back to top button