კულტურა

შტრიხ კოდის შემოწმება

c9615cd3b7c3

საერთაშორისო ასოციაცია EAN ნებისმიერი სახის ნაწარმს ანიჭებს 13 ციფრიან ნომერს, ეს ყველასთვის ნაცნობი ციფრებია რომლებიც გვხვდება ეტიკეტზე. არ დაგბადებიათ სხვადასხვა კითხვები თუ რას გვიჩვენებს ანდა საერთოდ სწორია თუ არა მოცემული შტრიხ კოდი? ამისთვის გააგრძელეთ კითხვა და მიხვდებით რა ნიშნავს ეტიკეტზე მოცემული თითოეული ციფრი და როგორ შევამოწმოთ იგი.

შტრიხ-კოდის პირველი ორი ან სამი ციფრი განსაზღვრავს პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის კოდს;
შემდეგი ხუთი ციფრი – საწარმოს კოდს;
შემდეგი ხუთი ციფრი – საქონლის კოდს, მის სამომხმარებლო თვისებებს, ზომას, წონას, ფერს;
ბოლო ერთი ციფრი – საკონტროლო კოდს;
მცირე ზომის ნაწარმზე გამოიყენება 8 ციფრიანი შტრიხ-კოდი.

როგორ შევამოწმოთ შტრიხ კოდი?

c9615cd3b7c3

1. შეაჯამეთ ლუწ ადგილებზე მდგომი ციფრები           3+2+4+6+8+0=23

2. მიღებული ჯამი გაამრავლეთ 3-ზე             23*3=69

3. შეაჯამეთ კენტ ადგილებზე მდგომი ციფრები ოღონდ არ დაუმატოთ ბოლო ციფრი         9+1+3+5+7+9=34

4. შეაჯამეთ 2-ე და 3-ე პუნქტებში მიღებული რიცხვები       69+34=103

5. დატოვეთ ერთეული         103 – ერთეულია 3

6. რიცხვ 10-ს გამოვაკლოთ 5-ე პუნქტში მიღებული რიცხვი    10-3=7

საკონტროლო ციფრი 7 უნდა ემთხვეოდეს შტრიხ-კოდის ბოლო ციფრს

ქვეყნების ჩამონათვალი:

პ.ს  შტრიხ კოდის პირველი სამი ან ორი ციფრით განისაზღვრება პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის კოდი :

ა.შ.შ. და კანადა 00-13
შიდა ნუმერაცია 20-29
საფრანგეთი 30-37
ბულგარეთი 380
სლოვენია 383S
ხორვატია 385
ბოსნია-ჰერცოგოვინა 387
გერმანია 400-440
იაპონია 45-49
რუსეთი 460-469
ესტონეთი 474
ლატვია 475
ლიტვა 477
შრი-ლანკა 479
ფილიპინები 480
უკრაინა 482
მოლდოვა 484
სომხეთი 485
საქართველო 486
ყაზახეთი 487
დიდი ბრიტანეთი 50
საბერძნეთი 520
ლიბანი 528
კვიპროსი 529
მაკედონია 531
მალტა 535
ირლანდია 539
ბელგია, ლუქსემბურგი 54
პორტუგალია 560
ისლანდია 569
დანია 57
პოლონეთი 590
რუმინეთი 594
უნგრეთი 599
სამხრეთ აფრიკა 600-601
მავრიკია 609
მაროკო 611
ალჟირი 613
ტუნისი 619
ეგვიპტე 622
იორდანია 625
ირანი 626
ფინეთი 64
ჩინეთი 690-692
ნორვეგია 70
ისრაელი 729
შვედეთი 73
გვატემალა, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, კოსტარიკა, პანამა 740-745
დომინიკის რესპუბლიკა 746
მექსიკა 750
ვენესუელა 759
შვეიცარია 76
კოლუმბია 770
ურუგვაი 773
პერუ 775
ბოლივია 777
არგენტინა 779
ჩილი 780
პარაგვაი 784
ეკვადორი 786
ბრაზილია 789
იტალია 80-83
ესპანეთი 84
კუბა 850
სლოვაკეთი 858
ჩეხეთი 859
იუგოსლავია 860
თურქეთი 869
ნიდერლანდები 87
სამხრეთ კორეა 880
ტაილანდი 885
სინგაპური 888
ინდოეთი 890
ვიეტნამი 893
ინდონეზია 899
ავსტრია 90-91
ავსტრალია 93
ახალი ზელანდია 94
მალაიზია 955
პერიოდული გამოცემები, პრესა 977
წიგნები 978-979

წყარო:   www.wizzardsk.wordpress.com

Back to top button