გამოგონებალაშქრობებისურათები

1897 წელს, ეს ველო-ტრასა ტრანსპორტის მომავალი უნდა ყოფილიყო

qF6iyHz
მე-19 საუკუნის მიწურულს, მანქანების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, მდიდარმა ამერიკელმა ბიზნესმენმა კერძო, არაკომერციული ველო-ტრასის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პასადინა, ლოს ანჯელესში უნდა ყოფილიყო განთავსებული. იგი თითქმის აშენდა.

ბრაიან მერჩანტი წერს:

ჰორეს დობინსმა(ამ პროექტის იდეის ავტორი) შეძლო კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის მხარდაჭერის მოპოვება, რომლის პოლიტიკაში მყოფ მეგობრებმა დობინსს უფლება მისცეს რომ ეს ავტობანი აეშენებინა. აი ამ ტრასის განზრახული მარშრუტი ამ რუქაზეა ასახული.

1Dc9J4G

ამ ავტობანი პირველი მონაკვეთი, რომელიც 1.25 მილს გადიოდა პასადინაში, ფაქტიურად აშენდა. გეგმა ის იყო რომ ველოსიპედისტებს გადაეხადათ 10¢ მთლიანი გზის ერთხელ გასავლელად ან 15¢ წინ და უკან წასასვლელად. ეს კი ველოსიპედისტებს თანხის 50%-ს დააზოგინებდა

მოსაზრება, რომ ვინმეს ამ პროექტით მოგება ენახა, ეხლა გიჟური ჩანს. მაგრამ იმ დროს, ველოსიპედი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტის საშუალება. იმ დროს, ლოს ანჯელესის რეგიონში 30,000 ველოსიპედისტი იყო ეს კი ამ ქალაქის მოსახლეობის 6%-ს შეადგენდა. ამ პროექტს ძალიან დიდი პოტენციალი ქონდა, მაგრამ ძალიან ცუდ დროს დაიწყო მისი მშენებლობა. მის აშენებას სწრაფად მოჰყვა მანქანების გამოგონება, ამან კი ველოსიპედი მხოლოდ გასართობი გახადა.

phJOCMw

lukabuz

--empty--

მსგავსი ამბები

Back to top button