უცნაური

ჰიდროპოლისი – წყალქვეშა სასტუმრო დუბაიში

12c87d48fd96
სასტუმრო, რომლელიც მსოფლიოში პირველი წყალქვეშა სასტუმროა, ჯერ-ჯერობით მშენებლობის პროცესშია. ის შედგება სამი ნაწილისაგან: ხმელეთზე მდებარე შენობა – სადაც სტუმრებს მიიღებენ; დამაკავშირებელი გვირაბი – სადაც მატარებლის მეშვეობით სტუმრებს სასტუმროში გადაიყვანენ და 220 ნომრიანი სასტუმრო. ჰიდროპოლისი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პროექტია, რადგან ის მთლიანობაში 260 ჰექტარ ტერიტორიას იკავებს.

სასტუმოს დიზაინი იოაკიმ ჰაუზერს ეკუთვნის. მისი ფუტურისტული პროექტი ითვალისწინებს სასტუმროს განთავსებას, წყლის ზედაპირიდან 20 მეტრის სიღრმეზე, სპარსეთის ყურეში. პროექტის ღირებულება 500 მილიონი ფუნტი სტერლინგია. მისი გახსნა ჯერ კიდევ 2006 წლისათვის იგეგმებოდა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ გახსნის დრო რამდენჯერმე იქნა გადატანილი, მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა.
5361b32f6c05
მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილი არსებობს, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი და ჰოლანდიელი არქიტექტორის გადაწყვეტილებით, დუბაი იქნა შერჩეული. იმ ტერიტორიის მფლობელი, სადაც სასტუმრო შენდება, არის შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტოუმი, ეს ადამიანი დუბაის პრინცი გახლავთ . ეს ტერიტორია მის საკუთრებაში მყოფი ბოლო თავისუფალი მიწა იყო, თუმცა პრინცი ფიქრობს, რომ პროექტი ძალიან წარმატებული იქნება, რადგან სამეცნიერო ფანტასტიკა უკვე რეალობა ხდება. პროექტის დასაფინანსებლად ბევრი ფირმა გაერთიანდა, მათი რიცხვი დღეისათვის 150-ს შეადგენს.
3844bf68ab2f
პროექტის არქიტექტორის განცხადების მიხედვით, წყლის საცხოვრებელ ადგილად გადაქცევა სხვა დროსაც ცადეს, მაგალითად იაპონელმა არქიტექტორებმა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მისი აზრით, საუკუნეების განმავლობაში ადამიანების სურვილი, დაესახლებინათ წყისქვეშა სამყარო, რეალობა გახდება.
dbc35dcadd88
756452ebcca9
44ae3c3d1666
43b057b63c07

მსგავსი ამბები

Back to top button