არქივი

ტყის გიგანტი

5b905ef576c8

ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, სიერა ნევადის ქედის სამხრეთ ნაწილში ილანდება უზარმაზარი ხე. მისი ჟანგისფერ-წითელი ტანი ღრმად დაღარული ქერქის ფენებითაა გასქელებული, ძირში 8 მეტრის დიამეტრისაა და თბილისის “რედისონ ბლუ ივერიას” სიმაღლეა. ხის მთლიანობაში დანახვა – სიდიდის გამო – თითქმის შეუძლებელია. 90 წლის წინ მას „პრეზიდენტი“ შეარქვეს. ეს გიგანტური სეკვოიაა,Sequoiadendron giganteum-ის წარმომადგენელი. იგი ერთ-ერთია სეკვოიის გვარის რამდენიმე გადარჩენილი სახეობიდან.

ამ მტკიცე ხეებს ქარი ვერ ერევა. სოკოვანი ლპობისგან ტანინიანი მჟავით გაჟღენთილი ქერქი იცავს. მერქნის მხვრეტელ ხოჭოებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს. ხის სქელი ქერქი ცეცხლგამძლეა. ხანძარი ტყის ქვედა იარუსებში, ფაქტობრივად, კარგიცაა სეკვოიის პოპულაციისთვის, ის მის კონკურენტებს ანადგურებს და სეკვოიის გირჩების გახსნას უწყობს ხელს. შუა საუკუნეებში „პრეზიდენტი“მეხმა დააზიანა, მაგრამ მოკვლა მაინც ვერ მოახერხა. სეკვოიებისთვის მთავარი საფრთხე, მათი გაჩეხვა იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი სეკვოია ემსხვერპლა ცულს. მაგრამ ამ ბებერი გიგანტების მერქანი იმდენად მყიფეა, რომ დაცემისას იმტვრეოდა, ხის მასალად აღარ ვარგოდა და ადამიანებიც შეეშვნენ. ეს ხეები სიცივესაც მშვენივრად იტანენ. მათი უპირატესი საარსებო გარემო მკაცრი ზამთრის ჰაბიტატებია.
c30b50d2d886
ამ მიუწვდომელი და საიდუმლოებით მოცული ხეების საკვლევად მეცნიერი სტივ სილეტი და მისი გუნდი გაემართა. მათ საოცარი რამ ჩაიდინეს: გოლიათ ხეებზე აცოცდნენ, მთელი ხეები მოიძრომიალეს და სანტიმეტრობით გაზომეს ტოტები, კოჟრები, გირჩებიც კი დათვალეს. დაუჯერებელი ფაქტები ერთიმეორეს მოსდევდა. ამ თვალსაზრისით, კვლავ „პრეზიდენტმა“ თქვა მთავარი სიტყვა, რომელიც მასზე მაღალ ხეებსაც კი ჩრდილავს თავისი გრანდიოზული ვარჯით და დედამიწაზე ყველაზე მასიურ ხეებს შორის რიგით მეორეა.

b71f65c978ff

სილეტის ჯგუფმა „პრეზიდენტის“ ვარჯზე ტროსი დაამაგრა, ხეებსა და ტოტებზე საცოცავი თოკები გადაჭიმა, უსაფრთხოების ქამრები და ჩაფხუტები მოირგო და ხეზე ავიდა. კვლევისას დადგინდა: 2 მილიარდი წიწვი, 82 000-ზე  მეტი გირჩა და 534 ტოტი; სულ მცირე 1530 კუბური მეტრი მერქანი. გაირკვა ხის ასაკი – ეს ბებერი მხეცი 3200 წლის ასაკშიც კვლავ ხარბად შთანთქავდა ნახშირორჟანგს. არადა, ნეფერტიტის თანამედროვეა. მაგრამ მთავარი სენსაცია ჯერ „მაღლა“ იყო – აღმოჩენა, რომელმაც ტყის ეკოლოგიაში გაბატონებული წარმოდგენა შეარყია…

სად იზრდებიან გიგანტები

სიერა ნევადის დასავლეთ ფერდობზე ვიწრო, 400 კილომეტრიანი დერეფანი გიგანტური სეკვოიის ეღტადერთი ბუნებრივი ჰაბიტატია. მოცულობით მას არც ეღტი სახეობის ხე არ აღემატება. საბედნიეროდ, ხე-ტყის გაჩეხვა არაპრაქტიკული აღმოჩნდა და 1890 წელს სეკვოიის და იოსემეტის ნაციონალური პარკების შექმნამ ბევრი გიგანტი გადაარჩინა.

4ba80a1e6ee5
სანამ 1900-იანი წლების დასაწყისში მოჭრიდნენ კონვერსიის აუზში ამ გიგანტის ფონზე უამრავი ტურისტი იღებდა სურათს. გაჩეხვასთან დაკავშირებული სირთულეების გამო სხვა ტყეებში არსებული გიგანტური სეკვოიები ამ ხვედრს გადაურჩნენ!

 

 

წყარო : http://www.nationalgeographic.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button