არქივი

აპოკრიფული წიგნები

Apocrypha part of bible 472 314 80
ეს პოსტი შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ და საიდუმლოებებით მოცულ წიგნებს , რომლებიც ატარებენ უცნაურობებით მოცულ მასალებსა და ფაქტებს , რის გამოც ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ბიბლიის კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებთან ერთად არსებობს აგრეთვე აპოკრიფული წიგნებიც. სიტყვა აპოკრიფი (ბერძ. „apokrifos”)ნიშნავს „დაფარულს“,“საიდუმლოს“. აპოკრიფების ორ კატეგორიას გამოყოფენ:

1.აპოკრიფული ეწოდება ისეთ წიგნებს , რომელიც თავისი ღრმა შინაარსის გამო არ უნდა ყოფილიყო ყველასათვის ანუ რიგითი ადამინისთვის წასაკითხი. ასეთი სახის ლიტერატურა მხოლოდ მოძღვართათვის იყო განკუთვნილი , რომელთაც შეეძლოთ მათი ხეროვანი გაგება.

2.აპოკრიფული წიგნების მეორე კატეგორიას კი , მათი ზღაპრული ხასიათის გამო,წმ. ექვთიმე ათონელის ტერმინოლოგიით, ეწოდებოდა „ნატყუარნი“.

ამგვარი ლიტერატურის წარმოშობის მიზეზად მიჩნეულია შემდეგი გარემოება: ბიბლიაში ბევრ რამეზე არ არის საუბარი, რის შესახებაც ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა რომ შეეტყო . ეს შეუძლებელიც არის , რადგან , როგორც იოანე მოციქული წერს, მთელი ქვეყანა ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს(ინ.21:25)ბიბლია მხოლოდ იმ ჭეშმარიტებას შეიცავს , რაც ადამინის სულიერი გადარჩენისთვის არის აუცილებელი.

სწორედ ამ მიზეზით, ცნობისმოყვარე ადამიანებს სურვილები გასჩენიათ როგორმე ამოევსოთ ეს „ცარიელი ადგილები“ და ვინაიდან მათ ამისთვის არავითარი წყარო არ გააჩნდათ , საკუთარი ფანტაზიით შეუთხზავთ სხვადასხვა ამბები. ისინი ხშირად თავისი შინაარსის ერეტიკულნი და , მაშასადამე, ოფიციალური ეკლესიისთვის მიუღებელი იყო.

თუმცა ყველა აპოკრიფზე ამის თქმა არ შეიძლება.ზოგიერთ აპოკრიფს ეკლესია არც განასხვავებდა კანონიკური თხზულებებისგან . ამის დასტურია ის ფაქტი , რომ , მაგალითად, უძველესი ქართული საეკლესიო კრებულები , რომლებსაც „მრავალთავები“ ეწოდება 30-ზე მეტ ასეთ თხზულებას შეიცავენ.ისინი ამ კრებულებში ცნობილი საეკლესიო მამების თხზულებებთან ერთად იყო შეტანილი საეკლესიო ღვთისმსახურების დროს საკითხავად.

ცნობილია გიორგი ჭყონდიდელის თხოვნა წმ.ექვთიმე ათონელისადმი:“ღმერთშემოსილო მამაო , მაუწყე , თუ რომელი წიგგნი არიან, რომელთა იგი წმინდაი ეკლეიაი არა შეიწყნარებს“. ათონის მთაზე მოღვაწე წმ.ექვთიმე კი პასუხს უზგავნის საქართველოში , რომელშიც ასახელებს 11 თხზულებას , რომლებმაც ,მისი სიტყვათ ეკლესია არ შეიწყნარებს.

ახალი აღთქმის წიგნებს მიაეკუთვნება – 100 მდე აპოკრიფი, ხოლო ძველი აღთქმის წიგნებს მიეკუთვნება 113 მდე აპოკრიფი. აპოკრიფული ლიტერატურა მხოლოდ ბიბლიურ თემაზე შექმნილ თხზულებას არ გულისხმობს.აპოკრიფული ნაშრომები არებობს ასევე საეკლესიო მწერლობაშიც : ჰაგიოგრაფიაში , ფომილეტიკაში (წმ.მამების ქადაგებების ერთობლიობა), ეგზეგეტიკაში(წმ.წერილების განმარტების შესახებ შექმნილი განმარტებანი) და მრავალი სხვ.
madbook

 

მსგავსი ამბები

Back to top button