არქივი

ქართველები კოლუმბის მოგზაურობაში

cristofor columb

ასეთ სენსაციურ(ზოგისთვის არა) მასალას წავაწყდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

ცნობილი ქართველი ნევროლოგი, აკადემიკოსი იური მალაშხია 1972 წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში შემთხვევით წააწყდა ფოტოატელიეს, რომელსაც ამშვენებდა წარწერა: “ფოტოგრაფი მოლაშხია”. ცხადია, ბატონმა იურიმ მოინდომა შეხვედროდა თავის მოგვარეს.

მექსიკელი მოლაშხია ფოტოატელიეს ქსელის მეპატრონე აღმოჩნდა. მის უამრავ სახელთა შორისერია გიორგიც.აი რა თქვა მან თავის გვარის ისტორიის შესახებ: ’ჩემი შორეული წინაპარი ქართველი იყო. მთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა სამი ძმა მოლაშხია, რომელიღაც დიდი ფეოდალი შემოაკვდათ , იქ აღარ დაედგომოდათ და გაქცეულან. უფროსი ძმა მდევარს ჩავარდნია ხელთ, ორი ძმა კი დიდი ხეტიალის შემდეგ ბასკეთში მოხვდა. იმ ხანებში ქრისტეფორე კოლუმბი თავის ექსპედიციისთვის მამაც, ჯანსაღ მეზღვაურებს აგროვებდა. ასე მოხვედრილან ძმები ხომალდ ‘სანტა-მარიაზე’, რომლის კაპიტანი თავად კოლუმბი იყო.ინდოეთის გზის ძიებაში ზმებმა თავი ამერიკაში ამოყვეს.უმცროსი ძმა აქვე დარჩა,მე მისი შთამომავალი ვარ.შუათანა ბასკეთში დაბრუნდა.მისი შთამომავლობა დღესაც იქ ცხოვრობს’.

ბართლომე ლას კასის წიგნს ‘ინდოეთის ისტორიას’დართული აქვს კოლუმბის ექსპედიციის მონაწილეთა ნუსხა,რომელშიც ქართული წარმოშობის გვარია მოხსენიებული:მოლაშხიები და ლიპუსკუა.

ასე და ამგვარად თურმე ჩვენც მიგვიღია ამგვარ გრანდიოზულ მოგზაურობებში მონაწილეობა, რაც ჩვენთვი ძალზედ სასიამოვნოა.
columb7

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button