საკითხავისასარგებლოუცნაური

სპილო და მეცნიერება

გამარჯობათ, დღეს მინდა გესაუბროთ სპილოს განსაკუთრებულ და მნიშვნელოვანი თვისების შესახებ.

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ სპილოებს არ შეუძლიათ სირბილი ტრადიციული გაგებით, – როცა ამ ცხოველებს სადმე ეჩქარებათ , მათი უკანა ფეხები ჩვეულებრივ დადის, როცა წინა ფეხებით დარბიან. სტატია მეცნიერების გამოჩნდა ჟურნალ Journal of Experimental Biology .

ამ ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა სპილოები სპეციალურ ხალიჩაზე გაატარეს, ეს ხალიჩა აფიქსირებს თუ როგორ დგამენ ნაბიჯებს.შედეგად მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სპილოს სიმძიმის ცენტრი გადაადგილდება ვერტიკალურად დაახლოებით ერთი სანტიმეტრით, ეს მორბენალი კაცის სიმძიმის ცენტრზე ნაკლებია. ამი გარდა, 18 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სპილო სპეციალურ ხალიჩას 1.4 ცოველის წონით, ადამიანისთვის სირბილის დროს ეს მაჩვენებელი 3 სხეულის ტოლია.

წინა და უკანა წყვილი ფეხების ანალიზმა უჩვენა შემდეგი, – რომ სირბილისას ამ ცხოველის სიმძიმის ცენტრი ცოტათი ვერტიკალურად გადაადგილდება. უკანა ფეხები სირბილისას საკმაოდ მყარად აქვს დადგმული სპილოს ისევე ,როგორც სიარულისას, ამან კი მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა , რომ სპილოები ერთდროულად დარბიან და დადიან კიდეც.

მეცნიერთა თქმით, პირველი მოსაზრება სპილოების სირბილი , რომ არ იციან , ჯერ კიდევ 2003 წელს დაფიქსირდა.მაშინ ცხოველზე დაკვირვება მაღალსიჩქარიანი ფოტოაპარატის მეშვეობით მოხდა. მიუხედავად იმისა , რომ სპილოს ოთხივე ფეხი ერთდროულად არასდროს არ მოწყვეტილა მიწას(ფეხის მოწყვეტა ზედაპირიდან – სირბილის მახასიათებელია), მეცნიერებმა მაშინ შეძლეს იმის თქმა , რომ ამ ცხოველის მოძრაობის მექანიკა ამტკიცებს მათ სირბილუნარიანობას. ასე და ამგვარად ეს უცნაურობა ახასიათებთ სპილოებს.ისინი ყველაზე მეგობრულები არიან თუმცა მათ არ უყვართ როცა აწუხებენ, ამიტომ მოდით ამ ეგზოტიკურ ცხოველეს გავუფრთხილდეთ.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close