გართობაუცნაური

მამონტის კვალზე

2ebf8e1a7e67

უძველესი ნადავლის მაძიებელი ციმბირელი მონადირე – კარლ გოროხოვი 5 თვეა დღეში 18 საათი აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში მდებარე უკაცრიელი კუნძულის ყინულოვან ტუნდრაში დაეხეტება. ყინვისგან ლოყებდამსკდარი, გათოშილი, ძალაგამოცლილი და მშიერი, იძულებულია თოლიები ჭამოს. ერთხელ ორი პოლარული დათვი მის ბანაკს დაესხა თავს. როცა დათვები დახოცა და მუცლები დანით გამოუფატრა, ისინიც კი მშივრები აღმოჩნდნენ.  კუნძულ კოტელნიზე, რომელიც არქტიკული წრიდან 1000 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს, გვიანი ზაფხულის ქარბუქი მძვინვარებს. კუნძულებზე მოსახვედრად გაზაფხულზე 50 კმ-იანი ყინულის ხიდი უნდა გადალახო, შემდეგ 6 თვე კუნძულზე დაჰყო, სანამ ოკეანე ისევ არ გაიყინება; სახლში უფრო ადრე დაბრუნების ერთადერთი გზა პატარა ნავია, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხუთმეტრიანი ტალღა დალეწავს. უცნაურია, მაგრამ იქ გოროხოვი დაახლოებით 10 000 წლის წინ გადაშენებული ცხოველის – მამონტის ეშვებს დაეძებს.

e1bf16f52276
063a7abcd162
ბეწვიანი გიგანტი ციმბირის ჩრდილოეთით გვიანი პლეისტოცენის ეპოქაში ბინადრობდა. თუმცა, მცირე პოპულაცია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კუნძულებზე იზოლირებულად შემორჩა და უკანასკნელი წარმომადგენლები დაახლოებით 3700 წლის წინ ამოწყდნენ. გავიდა 5-6 ათასი წელიწადი და ამ უზარმაზარი ცხოველის ეშვებს – რომლებიც მუდმივი ყინულიდან 4 მეტრზეც კი შეიძლება იყოს ამოშვერილი, რუსეთის მთელ არქტიკაში დაეძებენ. ამის მიზეზი კი მისი უზარმაზარი ფასია.
df033831622b
მამონტის ეშვებით ვაჭრობის ისტორიები მე-17 საუკუნიდან გვხვდება, შემდეგ იყო პერიოდი (საბჭოთა კავშირის დროს), როდესაც ეს უძვირფასესი ეშვები „უპატრონოდ“ იხრწნებოდა ციმბირის მზის გულზე. მაგრამ, რაც შემდეგ მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და იმდროინდელი საბადოებისა და ქარხნების დახურვის შემდეგ თითქმის მიტოვებულ რეგიონში (იაკუტია) მამონტის ეშვებით ვაჭრობა ეკონომიკური გამოცოცხლების საფუძველი გახდა. დღესდღეობით, ეშვებით ვაჭრობა არქტიკული ციმბირის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროა. თავისი წინაპრების მსგავსად, ასობით იაკუტელი მამაკაცი ეშვზე მონადირედ გადაიქცა.
456fb35f4c29
ee929956d452
„ეშვების ციებ-ცხელება“ კი განსაზღვრა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: „საზღვარზე მყოფი კაპიტალიზმის“ აღზევება (ციმბირიდან გატანილი ეშვების თითქმის 90%, რაც წელიწადში დაახლოებით 60 ტონას შეადგენს, სწორედ ჩინეთში ხვდება); სპილოს ძვლით საერთაშორისო ვაჭრობის აკრძალვა (თუმცა, დახოცილი აფრიკული სპილოების რიცხვმა მაინც იმატა, 2012 წელს ჰონკონგის საბაჟო სამსახურმა, რეკორდული რაოდენობა, 5,5 ტონა სპილოს ძვალი „დააპატიმრა“);  და გლობალური დათბობაც კი. დღეს გაყინული საფლავების დნობა და ეროზია გვიბრუნებს იმ უძველეს ცხოველებს, რომელთა ეშვზე ფასი, უმაღლესი ხარისხის გამო, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გაორმაგდა და ამ რეგიონის – იაკუტიის დედაქალაქ იაკუტსკში 1 კგ-ზე დაახლოებით $900-ს მიაღწია. ფასი ჩინეთის საზღვართან შესაძლოა კიდეც გაორმაგდეს. ჰონკონგის ერთ-ერთ ანტიკვარიატის მაღაზიაში მამონტის სამმეტრიანი ეშვი, რომელზეც ვაკხანალიის სცენაა გამოსახული, 1,1 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გოროხოვიც მეტად იღბლიანი მონადირეა. მთელი „ნადირობის სეზონის“ განმავლობაში მოგროვებული 500 კგ ეშვისთვის, დაახლოებით $150 000-დან $300 000-მდე მიიღებს. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, როგორ მიმზიდველადაც გამოიყურება.
2eaba4547984
202fdac2b9e5
ეშვებზე მონადირეები დაუნდობელი ტუნდრის გადალახვას დაცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებიანი თოვლმავლებით, წყალქვეშა ფრთიანი ნავებითა და საბჭოთა ყველგანმავლებით ცდილობენ. ეშვების საპოვნელად გაყინულ წყალში ყვინთავენ;  გაშავებული ყინულის კლდოვან ზედაპირს წყლის ჭავლით ხვრეტენ; შიმშილს, პოლარული დათვების თავდასხმებსა და მონადირეებს შორის არსებულ კონკურენციას თვეების მანძილზე უძლებენ (ან ვერც…), და ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლოა მთელი ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ ორი ეშვი იპოვონ, ან სულაც ხელცარიელი დაბრუნდნენ. ეს კი არა მარტო მონადირეების, არამედ მათი ოჯახების მთელი ზამთრის განმავლობაში შიმშილსაც ნიშნავს. მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი. შესაძლოა უმკაცრეს კლიმატსაც გაუძლო, თეთრი დათვებიც მოიგერიო, კონკურენტებსაც დაასწრო, ბედმა გაგიღიმოს და გადააწყდე კარგად შემონახულ მძიმეწონიან ეშვს, რომლის დამზრალი მიწიდან გამოთავისუფლებას ხშირად, საათები ან დღეებიც კი სჭირდება და სახლში გასამგზავრებლად მომზადებულს უცაბედად „თავზე დაგატყდეს“ ისეთი რამ, მამონტის 4 მეტრიანი ეშვით ხარაკირის გაკეთება მოგანდომოს…

 

პოსტი მოძიებულია ჟურნალ “National GeoGraphic საქართველო” -დან!

მსგავსი ამბები

Back to top button