გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო გამოთქმები

  h289i

ამ პოსტში გთავაზობთ საინტერესო გამოთქმებს…

  • ლეონარდო და ვინჩი – სიბერის საკვები სიბრძნეა.
  • ინგლისური ანდაზა – მამა განძია, ძმა საყრდენი, ხოლო მეგობარი – ორივე ერთად.
  • „სიმართლე ძალიან მახინჯია“- ეს სიტყვები ეკუთვნის ზარატუსტრას.
  • ,,ნახევრად ებრაელი ნახევრად ამერიკელი და თანაც ლოთი“ – ასე ახასიათებდა ჰიტლერი ჩერჩილს.
  • ბელგიელი მწერლის ჟულიენ დე ფოლკინარეს სიტყვებია ,,თუკი ყველა გაქებთ ე. ი. თქვენი  დასაფლავების დღეა“.
  • აბრაამ ლინკოლნი –  საარჩევნო ბიულეტენი ტყვიაზე უფრო ძლიერია
  • კონფუცი ადამიანები შეცდომებს უშვებენ არა იმიტომ რომ არ იციან არამედ იმიტომ რომ ჰგონიათ იციან.
  • ცნობილი გამონათქვამი: ,,პური და სანახაობა“ რომაელ სასტირიკოს იუვენალს ეკუთვნის.
  • ჩინეთში შურს წითელი თვალების ავადმყოფობას უწოდებენ.
  • სოფოკლეს სიტყვებია: ,,სილამაზე დედოფალია რომელიც ცოტა ხანს ბატონობს’’.
  • კარნაგენის გამოთქმაა: ,,ღიმილი უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს, რასაც მეტს გასცემ მეტს მიიღებ. წამიერია, მაგრამ ხსოვნაში სამუდამოდ რჩება, ვერსად იპოვი მდიდარს, რომელიც უიმისოდ ძლებს და ვერც ღატაკს, რომელსაც ის არ გაამდიდრებს. მას ვერ იყიდი, ვერც თხოვნა-მუდარით მოიპოვებ, ვერც ისესხებ, ვერც მოიპარავ, რადგან თუ ნებით არ გაიცა, გროშია მისი ფასი“.
  • აგათა კრისტი ამბობდა ,,ძალზე დამღლელია ურთიერთობა ადამიანთნ რომელიც ყოველთვის  მართალია“.
  • ჯონათან სვიფტი- ,,პარტია არის მრავალთა სიგიჟე ერთეულთა სასარგებლოდ“.
  • ციცერონი მახსოვრობის სიცოცხლეს უჭოდებდა – ისტორიას.
  • ცნობილი გამოთქმა: „სიბრძნე უძვირფასესი რამაა, თუმცა მასში – გროშსაც არავინ იხდის“.
  • ცნობილი გამოთქმის თანახმად, კითხვის სამი მეთოდი არსებობს:

1.წაიკითხო და ვერაფერი გაიგო 2.წაიკითხო და გაიგო 3.წაიკითხო და გაიგო ისიც კი, რაც იქ არ წერია.

  • ბრძენმა თქვა: „თუ ბევრი ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს, თუ მეგობარი დაკარგე  ბევრი რამ დაგიკარგავს, ხოლო თუ რწმენა დაკარგე ყველაფერი დაგიკარგავს“.
  • დიოგენეს ჰკითხეს: როდის უნდა ისადილოს ადამიანმაო? – „თუ მდიდარი ხარ, ისადილე როცა გინდა, თუ ღარიბი ხარ – როცა ამის საშუალება გაქვს“.
  • თეოფრასტმა უთხრა სტუმარს რომელსაც მთელი ნადიმის განმავლობაში ხმა არ ამოუღია: „თუ სულელი ხარ, ჭკვიანურად იქცევი, ხოლო თუ ჭკვიანი ხარ – სულელურად.
  • იტალიური გამოცანა: რაც უფრო მოკლდება წინ, მოთ უფრო გრძელდება უკან და ესაა – სიცოცხლე.
  • ჰიტლერის სიტყვებია: „არ არსებობს კარგი და ცუდი ადამიანები, არსებობს მხოლოდ, კარგი და ცუდი ურთიერთობები“.
  • მაქს პლანკა: „ჭეშმარიტება არასდროს იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღდეგენი იხოცებიან“.
  • ნაპოლეონი ამბობდა:  „აცალეთ მტერს და ხელს ნუ შეუშლით დაუშვას შეცდომები“.
  • ჯონ გოლსუორთი ამბობდა: „თუ ადამიანი მომავალზე არ ფიქრობს, მას არც ექნება მომავალი“.

თეგები
Back to top button
Close
Close