გამოგონებასაკითხავისასარგებლო

უძველესი ჩინეთის აღმოჩენები და გამოგონებები


ჩინეთი მსოფლიოში სახელგანთქმულია გამოგონებების სიმრავლით. უდავოა რომ ამ ერმა მსოფლიოს დიდი სამსახური გაუწია. ამ პოსტში შემოგთავაზებთ ჩინელი ხალხის ყველაზე ცნობილ გამოგონებებს.

თოფის წამალი, დენთი – დენთის შექმნის პრინციპს პირველად ჩინეთში ჰანის დინასტიის მმართველობის დროს მიაგნეს, დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნეში. ბუნებრივია იმ პერიოდში მას თოფებისთვის არ იყენებდნენ, რადგან ეგეთი რამე არ არსებობდა, მაგრამ დენთს იყენებდნენ ჩინური ფესტივალების ფეიერვერკებით გასაფორმებლად. ერთმანეთში ურევდნენ გვარჯილას, გოგირდსა და ნახშირს, შემდეგ ამ ნარევს ყრიდნენ ბამბუკში და ცეცხლს უკიდებდნენ.


კომპასი – კომპასი ჩინელების ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი გამოგონებაა. ის ქინის დინასტიის პერიოდს მიეკუთვნება. კომპასს თავიდან წინასწარმეტყველები იყენებდნენ და ამის გამო ყოფით ცხოვრებაში არ გამოიყენებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გააცნობიერეს მისი საჭიროება და მნიშვნელობა. თავიდან კომპასის ისრად რკინის შემცველ ქვას იყენებდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ რომ დამაგნიტებული ნემსი უფრო კარგად მუშაობდა. გემებზე ხომალდების გამოყენება პრაქტიკულად შუა საუკუნეებიდან დაიწყო.

აბრეშუმი – ჩინელებმა ისწავლეს აბრეშუმის ჭიის მოშენება და მოვლა. შემდეგ კი მისგან აბრეშუმის ქსოვილის მიღება. ჩინეთში აბრეშუმისაგან შეკერილი სამოსი სამთარშიდან გამოიყენებოდა და ზაფხულშიც. ასევე ის ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი იყო. ჩინეთიდან გავრცელდა შემდეგ აბრეშუმი ევროპაში და მთელ მსოფლიოში.

ქაღალდი – ქაღალდიც ჰანის დინასტიის პერიოდის გამოგონებაა. ქაღალდი იმ პერიოდში კანაფის ან ბრინჯის სპეციალური დამუშავებით მიიღებოდა. ქაღალდის გამომგონებლად ტაი-ლუნი მიიჩვევა რადგან მან წარუდგინა ქაღალდის ნიმუში იმპერატორს, ჩვენი წელთაღრიცხვით 105 წელს. თუმცა მიიჩნევა რომ ქაღალდს უფრო ადრეც ამზადებდნენ.


მიწისძვრის დეტექტორი – ჰანის დინასტია უდავოდ გამორჩეულია ყველა სხვა დინასტიებს შორის. სეისმოსკოპი იგივე მიწისძვრის დეტექტორიც სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა. ამ მოწყობილობას შეეძლო ბიძგების და მიმართულების დადგენა, მაგრამ მიწისძვრის სიძლიერის და კონკრეტული ადგილის დადგენა მას არ შეეძლო.


ფაიფური – სეისმოსკოპი თუ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებოდა, ფაიფური უკვე ესთეტიკური სილამაზის შექმნაზე ზრუნავდა. ფაიფურის დამზადების პირველი მეთოდი ასევე ჩვენთვის უკვე ცნობილი ჰანის დინასტიის დროს გახდა ცნობილი. მაგრამ თეთრი ფაიფური უკვე ტანგის დინასტიის დროს შეიქმნა. ფაიფურის ნაკეთობები შექმნის დღიდან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. დღეს უკვე ფაიფური მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იწარმოება, მაგრამ წარმოების ტექნოლოგია ჩინეთიდან გავრცელდა, ვაჭრებისა და მოგზაურების საშუალებით.


აკუპუნკტურა – ჩინური მკურნალობის ეს სიტემა დასავლეთში პოპულარული მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან გახდა. მკურნალობის ეს მეთოდი დაახლოებით მეორე საკუნეში უნდა იყოს გამოგონილი. თანამედროვე მკურნალობის საშუალებებისაგან კი რადიკალურად განსხვავდება.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Linebet
Close
Close