როგორც აღმოჩნდა, თურმე ვარსკვლავებსაც უწევთ პერიოდულად მოკვდავი ადამიანების ცხოვრების სტილი გაიზიარონ და სრულიად ნებაყოფლობით გადასხდნენ მდიდრული ლიმუზინებიდან ხალხმრავალ მეტროს ვაგონში. ვარსკვლავებმა, რომლებმაც თავისი შრომით მილიონები შეაგროვეს, ბუნებრივია რომ მიჩვეულნი იქნებიან ბენტლით და ლამბორჯინით სიარულს, მაგრამ ხანდახან ისინიც ისევე კარგად მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.ამ სტატიაში ვნახოთ ცნობილი ადამიანები, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებიან.
ამ ფოტოში ცნობილი მომღერალი რიანაა ასახული,რომელმაც მეტროთი მგზავრობა გადაწყვიტა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ საკუთარ კონცერტზე აგვიანდებოდა, ნიუ-იონრკის საცობების გამო.
რაც შეეხება ჯესიკა ალბას, მისთვის, როგორც ორი შვილის დედისთვის სანიმუშო დიასახლისისთვის, ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებით ცხოვრება არც ისეა უცხო , ასე რომ მისი მეტროში დანახვა გაცილებით უფრო ნაკლებად შოკის მომგვრელი ფაქტი იყო პუბლიკისთვის.
მომხიბვლელი ენ ჰეტუეი, მეტროს მუდმივი სტუმარია, საკუთარ საქმროსთან ადამ შულმანთან ერთად და მისი დანახვა ალბათ იქ არც არავის უკვირს. თუმცა პოპ-დივა მადონას ამგავრ სამოსში, მით უმეტეს მეტროთი მგზავრობისას, ალბათ ძალიან ცოტა თუ იცნობდა და თქვენ იცანით ფოტოზე მადონა?
კიანუ რივზი იგი იშვიათად სტუმრობს მეტროს, მაგრამ ერთხელ მან მეტროში ქალბატონს ადგილიც დაუთმო.
ალბათ ასეთივე ძნელად საცნობია ხალხისთვის, სელებრითი მამა მაიკლ დუგლასი, რომელიც თავის ქალიშვილ კერისს ყოველ დილით სწორედ მეტროთი ატარებს სკოლაში.
მსახიობი ბრედლი კუპერი კი, რომელიც დღესდღეობით ჰოლივუდის ერთერთ ყველაზე სასურველ მამაკაცად ითვლება, საკუთარ გარეგნობაზე ნაკლებად ზრუნავს, როცა ნიუ-იორკის მეტროთი მგზავრობა აქვს გადაწყვეტილი. შესაძლოა ესეც თავისებური ნიღაბია აბეზარი ჟურნალისტებისგან თავის დასახსნელად, რას გაიგებ?
მეტრო, არც დები კარდაშიანების ვიზიტის გარეშე დარჩენილა. თუმცა როგორც ფოტოდან ჩანს, ქალბატონები არც ისე ხშირი სტუმარი უნდა იყვნენ ტრანსპორტის ამ სახეობის.
2009 წლის «MTV Video Music Awards»_ზე ტეილორ სვიფტმა აღფრთოვანება გამოიწვია.მან თავისი ჰიტი «You Belong With Me» მეტროს ვაგონში შეასრულა.
ოდესღაც მერილ სტრიპიც მგზავრობდა მეტროთი.