საკითხავისასარგებლოუცნაური

თანამედროვე ცხოველების საშინელი წინაპრები

დღეს ადამიანზე შეიძლება ითქვას , რომ ის დომინანტი ”მტაცებელია”. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გავლენა მოვიპოვოთ ცხოველებზე და ამის საშუალებას ჩვენი ტექნიკა გვაძლევს. თუმცა 2,3 მილიონი წლის წინ ცხოველები ისეთები არ იყვნენ როგორც ახლა, მათთან შებმა გაცილებით რთული იყო…

ხვლიკი ყველას გვინახავს და ვიცით , რომ ის ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს , თუმცა მისი წინაპარი მეგატერია არც ისე უწყინარი არსება იყო , იგი ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდა , მისი სიმაღლე დაახლოებით ექვსი მეტრი იყო , წონა კი სამ ტონამდე ადიოდა.როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მეგატერია ტავისუფლად გადაადგილდებოდა ხეებზე

როცა ჩვენ გიგანტურ მაიმუნს წარმოვიდგენთ , თვალწინ კინგ-კონგი დაგვიდგება , თუმცა ასეთი არსება მართლა არსებობდა 9 მილიონი წლის წინ, მას გიგანტოპიტეკი ჰქვია და იგი თანამედროვე გორილას წინაპარია , მისი სიმაღლე 3 მეტრი იყო ხოლო წონა ნახევარი ტონა.როგორც მეცნიერები ამბობენ იგი ჭკვიანი ცხოველი იყო და მტაცებლებისგანაც თავს კარგად იცავდა

დღევანდელი პინგვინი ან ქათამი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ , მაგრამ მათი წინაპარი Phorusrhacidae ნამდვილი მტაცებელი იყო , რომელიც ძირითადად სუსტი ძუძუმწოვრებით იკვებებოდა. სიმაღლე 1-3 მეტრი ხოლო წონა ნახევარ ტონაზე ნაკლები. მას მსხვერპლის დაჭერის ორი ხერხი ჰქონდა , მას ან ზემოდან ახტებოდა ან მისდევდა და ნისკარტით ფეხებს უზიანებდა

ნიანგი ჩვენთვის ახლავ არაა უსაფრთხო , მისი წინაპარი გიგანტური რიპერი კი ბევრად საშიში იყო.ზომებით თუ ვიმსჯელებთ მასთან შებრძოლება ადვილი არ იყო და ალბათ ხშირად კრახითაც მთავრდებოდა.რთულია შეება მტაცებელს , რომლის სიგრძეც 6 მეტრია , ხოლო წონა 600-620 კილო , რაც მას სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლებდა.

დღეს გველის მაქსიმალური სიგრძე დაახლოებით 7 მეტრია , მაგრამ 2009 წელს მეცნიერებმა აღმოჩენა გააკეთეს, ადრე გველის სიგრძე 15 მეტრი იყო , ხოლო წონა 1100 კილოგრამი და ისინი ძირითადად კოლუმბიაში ბინადრობდნენ

თეგები
Back to top button
Close
Close