საკითხავისასარგებლოუცნაური

ვინლანდის რუკა – X საუკუნეში აღმოჩენილი ამერიკა

ვინლანდის რუკა – X საუკუნეში აღმოჩენილი ამერიკა

“ვინლანდის რუკა” – წარმოადგენს უცნობი წარმომავლობის მსოფლიო რუკას,რომელის შესაძლოა უძველესი რუკა იყოს რომელზეც გამოსახულია ჩრდილოეთ ამერიკა,როგორც ვინლანდიის დიდი კუნძულის გამოსახულება, ისლანდიელ ვიკინგთა, კერძოდ ერიკ წითურის ვაჟის – ლეიფ ერიკსონის (970-1020 წლები), მიერ მიცემული დასახელება ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიისა.(სავარაუდოდ ნიუფაუნდლენდის სანაპიროები).
XX საუკუნის შუა ნახევარში წარმოიშვა მითი, რომელიც დაკავშირებული გახლდათ ამერიკის აღმოჩენასთან. მეცნიერებისათვის აღნიშნული რუკის შესახებ მხოლოდ 1957 წელს გახლდა ცნობილი, მაშინ როდესაც მის შესყიდვას იელის უნივერსიტეტი ცდილობდა, როგორც XV საუკუნის ერთ-ერთი დოკუმენტისა, რომელიც თითქოსდა XIII საუკუნის დოკუმენტის ასლი უნდა ყოფილიყო, გადაწერილი XV საუკუნეში. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაადგინა უნიკალურობა “ვილანდის რუკის” არტეფაქტისა, იგი გადაეგზავნა გამოსაკვლევად და შესასწავლად ბრიტანეთის მუზეუმს.

1965 წლამდე რუკის შესახებ ძალიან ვიწრო სამეცნიერო წრეებმა იცოდნენ. მანამდე კი 1960 წელს, ცნობილი გახდა ვიკინგთა დასახლება – ნიუფაუნდლენდის შესახებ, რამაც ნორმანთა კოლონიზაციის არსებობის შესახებ ამერიკის კონტინენტზე, კიდევ უფრო რეალური გახადა “ვინლანდის რუკა”. ამ უჩვეულო პერგამენტმა აღაფრთოვანა სამეცნიერო სამყარო, რადგან აღნიშნულ რუკაზე დატანილი იყო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის პირველი გამოსახულება, რომელიც ქრისტეფორე კოლუბამდე 500 წლით ადრე იყო შექმნილი. მიუხედავად ამისა მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს ამ საიდუმლოებებით მოცული და გაურკვეველი წარმომავლობის ნივთმტკიცების აღიარება არ სურდა.
vmcmx02c
რუკა დატანილია 28 სანტიმეტრი სიმაღლისა და 41 სანტიმეტრი სიგრძის პერგამენტზე. მასზე გარკვევით არის გამოსახული ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროები. ამასთანავე მასზე დატანილია ჰუძონისა და წმინდა ლავრენტის სრუტეები. მასზე ასევე გამოსახულია აფრიკის, ევროპისა და აზიის რუკა. ევროპის რუკის ჩრდილოეთ ნაწილზე კი შეგვიძლია დავინახოთ სამი კუნძული: ისლანდიის, გრენლანდიისა და ვინლანდის. გარდა ამისა მასზე გარკვევით არის წარწერა გაკეთებული: “Vinilanda Insula a Byarno et leipho sociis”, რაც ითარგმნება როგორც “კუნძული ვინლანდი, აღმოჩენილი ბიარნისა და ლეიფის მიერ”. ლათინური შრიფტით რუკის ზემო ნაწილზე კი წერია მოგზაურთა მიზნები და ის, რომ ღვთის ნებით, მათ ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობის შემდეგ აღმოაჩინეს ახალი მიწა და ისინი ამით ძალიან გახარებული იყვნენ.

map2

სპეციალისტები, რომლებმაც “ვინლანდის რუკას” ჩაუტარეს გამოკვლევები, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ იგი შექმნილ უნდა იყოს 999 წელს, ესე იგი ჩრდილოეთ ამერიკის ოფიციალურ აღმოჩენამდე 493 წლით ადრე. როგორც ირკვევა ორმა სკანდინავიელმა ზღვაოსანმა – ბიარნიმ და ლეიფმა, პირველებმა აღმოაჩინეს აღნიშნული კონტინენტი, თუმცა იგი დანარჩენი სამყაროსათვის, გარდა სკანდინავიელებისა, უცნობი რჩებოდა.

1965 წელს,საბოლოოდ აღიარეს მეცნიერებმა ფართო საზოგადოებისათვის “ვინლანდის რუკის” არსებობა. ამ საკითხს კი სპეციალური კონფერენციაც მიეძღვნა “სმითსონის ისნსტიტუტში” (ამერიკა). 1996 წელს “ვინლანდის რუკა” დაზღვეულ იქნა 25 მილიონ ამერიკულ დოლარად. მიუხედავად მასზე ჩატარებული უამრავი გამოკვლევებისა, მათ შორის ქიმიური ანალიზისა, რომელიც ადასტურებს უტყუარობას არტეფაქტისა, მეცნიერთა გარკვეული ნაწილი მას “ყალბად” მიიჩნევს და დღემდე გრძელდება დავა უნიკალური “ვინლანდის რუკის” ირგვლივ.

 

წყარო : http://iazrovne.com

თეგები
Back to top button
Close
Close