არქივი

კარნაკის კომპლექსი

ec39e47f03f0
კარნაკის ტაძარი, ეგვიპტის ყველაზე მონახულებად ადგილებს შორის მეორე ადგილს იკავებს. გავეცნოთ მას უფრო ახლოს.

კარნაკის ტაძარი ეგვიპტის ერთ პატარა სოფლეში მდებარეობს, რომელსაც ელ-კარნაკს ეძახიან. ის მდებარეობს ლუქსორიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით. დღეს ეს ტერიტორია მუზეუმს წარმოდაგენს, თუმცა ტაძარი თავისი გაბარიტებით მთელ სოფელზე დიდია. როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს ადგილი, გიზის პირამიდების შემდეგ ყველაზე პოპულარულია უცხოელ ვიზიტორებს შორის.
33323debf16c
ტაძარი ოთხი ნაწილისაგან შედგება, მაგრამ ტურისტებისათვის მხოლოდ ერთი ნაწილია ღია. სწორედ ეს ნაწილია მთავარი და ყველაზე დიდი სხვებთან შედარებით. დანარჩენ ტერიტორიაზე კი არქეოლოგები მუშაობენ.
8a763ef89ecd
ტაძრის მშენებლობა ქრისტეშობამდე მე-16 საუკუნეში დაიწყო , და მასში წვლილი 30 მა ფარაონმა შეიტანა. უპირველესი მათ შორის კი სესოსტრის I იყო. კარნაკის ტაძარი ეგვიპტური არქიტექტურუსა და დიზაინის ნიმუშს წარმოადგენს. მისი ერთ-ერთი დარბაზი, მსოფლიო არქიტექტურის შედევრთა შორისაა, ის 134 სვეტს ეყრდნობა, სიმაღლეში კი 21 მეტრია.
931c7d83316a
da37127728a9
კარნაკის ტაძრის შესახებ ინფორმაცია ევროპულ წყაროებში 1589 წლით თარიღდება და ის ერთ ვენეციელ მოგზაურს ეკუთვნის, თუმცა მის წერილში ტაძრის დასახელება არ გვხვდება. 1668 წელს, ფრანცისკანული ორდერის წევრი ორი ბერის სამოგზაურო ჩანაწერებში კომპლექსი უკვე კარნაკად არის მოხსენიებული.
b18a85e534f7
2577d3d73cf8
2ae2e9507bfe
b5206c9d8f1a

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button