გართობაუცნაური

გერმანელების თავისებურებები

nemcev-osobennosti-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ჩვენ ყოველთვის არ ვიცით სიმართლე ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ქვეყნებისა და ხალხების ტრადიციების და წესების შესახებ. თუ აპირებთ რომელიმე ქვეყანაში სტუმრობას ან ცხოვრებას აუცილებელია იცოდეთ მათი წეს-ჩვეულებების შესახებ, რათა არ მოხვდეთ უხერხულ სიტუაციაში. ის რაც ჩვენთვის ჩვეულებრი რამაა შეიძლება მიუღებელი იყოს სხვა ქვეყანაში. ამ პოსტში ვისაუბრებთ გერმანელების შესახებ მათი ყოველდღიური და სადღესასწაულო ქცევებისა და წესჩვეულებების შესახებ.

თვალებში ყურება!

როცა მართალი გერმანელები შნაპსის ან ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელის დალევისას, ამბობენ ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, მსმელები ვალდებული არიან უყურონ ერთმანეთს თვალებში და არა წავიდნენ თავიანთ ფიქრებში.
გერმანელებს სწამთ, რომ ამ წესის დარღვევა გამოიწვევს სექსუალურ ცხოვრებაში წარუმატებლობას მომავალი 7-8 წლის განმავლობაში.

nemcev-osobennosti-eto-interesno-poznavatelno-kartinki

მკითხაობა გალღობილი ტყვიით

ახალი წლის მიჯნაზე ბევრი გერმანელი მეგობრების კომპანიაში მკითხაობს ტყვიით, მეტალის სანთელზე გალღობით. თხევადი ცხელი ტყვია ისხმება ცივ წყალში და მყარდება. წარმოქმნილი ფიგურის მოხდვით საუბრობენ ცვლილებების შესახებ, რომლებიც მოსალოდნელია მომავალ ახალ წელში.

nemcev-osobennosti-eto-interesno-poznavatelno-kartinki

უცხო ადამიანთან მისალმება!

გერმანულ საზოგადოებაში მიღებულია უცნობ ადამიანებთან მისალმება ლიფტში, მაღაზიაში, მატარებლის კუპეში.

nemcev-osobennosti-eto-interesno-poznavatelno-kartinki

რელიგიურ დღესასწაულებზე არ დალიოთ!

გერმანიაში არის რამდენიმე რელიგიური დღესასწაულეი, რომელთა დღეებში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა მკაცრად შეზღუდულია, ხოლო ბარები და კლუბები დაკეტილია. ამიტომაც ამ დღესასწაულებში სიტყვა-“წავალ გავერთობი” არ ნიშნავს “წავალ დავლევ რაიმეს”

nemcev-osobennosti-eto-interesno-poznavatelno-kartinki

გაზაფხულს ხვდებიან თივის ზვინზე ცეცხლის მოკიდებით

თუკი გერმანული ქალაქის შემოგარენში ან სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტში არის შესაბამისი გორაკი და ხანძარსაწინააღმდეგო ჯგუფი, აღდგომაზე შესაძლებელია გართობა გაზაფხულის შეხვედრის ქრისტიანობამდელი, წარმართული წესით. ცილინდრული ფორმის თივის ტუკს , რომელიც არ იქნა შეჭმული საქონლის მიერ ზამთრის განმავლობაში, უკიდებენ ცეცხლკს და გადმოაგორებენ მთიდან. რიტუალი იმდენად ლამაზია ( თუმცა არც ისე უსაფრთხო), რომ გერმანელები ზოგჯერ ზოგიერთ სხვა დღესასწაულზეც არ იშურებენ თივას გართობისათვის და კარგი განწყობის შესაქმნელად.

nemcev-osobennosti-eto-interesno-poznavatelno-kartinki

მოსმენა და ტაშის დაკვრა!

გერმანიაში ხელისგულებით ტაშის დაკვრა მოწონების ნიშნად, მიღებულია თეატრებსა და კონცერტებზე. სკოლებში და უნივერსიტეტებში მოსწავლეები ტაშს უკრავენ ხელისგულებით მერხებზე ტაშუნით. შენობაში შესვლისას მაგიდაზე დაკაკუნებამ შეიძლება შეცვალოს ტრადიციული “სალამი”.

nemcev-osobennosti-eto-interesno-poznavatelno-kartinki

გერმანელები არ აღნიშნავენ დაბადების დღეს წინასწარ

თუმცა ამ საკითხს ჩვენშიც მოწონებით არ ხვდებინ. არსებობს ცრურწმენა. დაუშვათ ადამიანს დაბადების დღე აქვს ორშაბათს , ხოლო ის ამის აღნიშვნას გადაწყვეტს კვირას. დაპატიჟებულების ნახევარი ასეთ გადაწყვეტილებაზე რეაგირებენ უარყოფითად. გერმანიაში კი ასეთები გაცილებით, მეტი იქნება. საქმე იმაშია, რომ დღესასწაულზე იუბილარი უხვად იხარჯება, შემდეგ კი რისკულობს თავისი ცხოვრების ახალ წელში გადავიდეს დაცარიელებული საფულეთი, რაც არც ისე კარგია.

nemcev-osobennosti-eto-interesno-poznavatelno-kartinki

კიდევ რამდენიმე რჩევა ტურისტებს, თუ რა არ უნდა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ გერმანიაში

მაშ ასე, იმისათვის, რომ არ გააკეთოთ უპატიებელი შეცდომა საჭიროა დაიმახსოვროთ შემდეგი მარტივი ქცევის წესები გერმანიაში. გაცნობისას გერმანელებში მიღებულია ხელის ჩამორთმევა. ეს ვრცელდება ქალებზე და ბავშვებზეც კი. ქალები, რომლებიც ერთმანეთისათვის არიან ნათესავები ან მეგობრები შეხვედრისას ერთმანეთს ეხებიან ლოყებით და კოცნიან ჰაერში. რაც შეეება მამაკაცებს – მეგობრებს შეუძლიათ მხარი მხარს, ან ხელის ზედანაწილი ერთმანეთს მიკრან. ეს პირველებმა თქვენ არ უნდა გააკეთოთ, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ მხოლოდ გერმანელის ანალოგიური ქმედების საპასუხოდ.

გერმანელები განთქმული არიან მთელს მსოფლიოში თავისი პედანტურობით და პუნქტუალურობით. პუნქტუალურობა დევს გერმანელების ბევრი წესების ეტიკეტის საფუძველში , ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ გერმალელები საოცრად ზუსტები არიან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნებისმიერი სახის შეხვედრაზე დაგვიანება, იქნება ეს მეგობრული საღამო თუ სერიოზული საქმიანი მოლაპარაკებები. თუ დაგვიანება გარდაუვალია, საჭიროა წინასწარ დარეკოთ და შეატყობინოთ ამის შესახებ და მოიბოდიშოთ.

არ შეიძლება სტუმრად მისვლა რაიმე საღამოზე ან რაიმე ღონისძიებაზე, მაგალითად საქმეზე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ეს ცუდ ტონად აღიქმება და ცუდი აღზრდის ნიშნად ითვლება.

თუ თქვენ დაგპატიჟებენ ოჯახში სტუმრად, უნდა გაგიხარდეთ, რადგან ეს ითვლება თქვენდამი პატივისცემის სიმბოლოდ. სტუმრად მისვლა მიღებულია საჩუქარით. სახლის დიასახლისს საჭიროა მიართვათ ყვავილების თაიგული , ხოლო ბავშვებს ტკბილეული ან პატარა სათამაშოები. ისევე როგორც ყველა დანარჩენ ადგილებში დაგვიანებით სტუმრობა არავითარ შემთხვეში არ შეიძლება.

9nemcev-osobennosti-eto-interesno-poznavatelno-kartinki

jarji

minda viyo erterti avtori blogis

მსგავსი ამბები

Back to top button