არქივი

ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეძრეს (1)

 поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

მაშ ასე,  აქედან იწყება  ათვლის წერტილი.მართალია ფოტო, რომელსაც თქვენ ხედავთ ძალიან უცნაურია და მასზე რაიმეს გარჩევა ძალიან რთულია.  წარმატებულს მას ვერ დაარქმევ, მაგრამ მისი ფასეულობა განისაზღვრება არა მისი გამოსახულების ხარისხით, არამედ სულ სხვა კრიტერიუმებით:  ის პირველია. მსოფლიოში პირველი ფოტოგრაფია და ამ გაგებით არა მარტო წარმატებული, არამედ შეუფასებელიცაა. როგორც ყველაფერი პირველი, ის  მუდმივი არსებობებისათვის არის განწირული.   ნიეპსმა გააკეთა იგი კამერა-ოსკურის დახმარებით, თავისი სახელოსნოს ფანჯრიდან.  შუქმგრძნობიარე ფენისათვის ის იყენებდა  ასფალტს.  ლავანდის ზეთში გასხნილი ასფალტის ხსნარი თხელ ფენად დაჰქონდა მეტალის ფირფიტაზე, შემდეგ მასზე ამაგრებდა ნახევრადგამჭვირვალე შტრიხულ სურათს და დიდი ხნით ტოვებდა მას შუქზე, რომელიც ამაგრებდა ასფალტის ლაქს განათებულ ადგილებში. შემდგომ ფირფიტა გადაჰქონდა ლავანდის ზეთით სავსე ჭურჭელში, რომელიც ჩამორეცხავდა დაუმაგრებელი ასფალტის ნაწილებს. ამის შედეგად მიიღებოდა რელიეფური გამოსახულება. მისი კლიშედ გამოყენებით შეიძლებოდა ტიპოგრაფიული ანაბეჭდების მიღება ქაღალდზე.

ჟოზეფ ნიეფსი, როგრც ხდება ხოლმე ხშირად უდიდესი გამომგონებლების შემთხვევაში, გარადიცვალა სიღატაკეში.

 

 

поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

მალკოლმ ბრაუნს, 30 წლის ფოტოგრაფს(ასოშიეთიდ პრესი)  ნიუ-იორკიდან,  დაურეკეს ტელეფონზე და მოთხოვეს მეორე დილისთვის ყოფილიყო საიგონის ერთერთ გარკვეულ გზაჯვარედინზე, იქ უნდა მომხდარიყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.

ის მივიდა იქ ნიუ-იორკ ტაიმსის  რეპორტიორთან ერთად. მალე მოვიდა მანქანა და მანქაანიდან  გადმოვიდა რამდენიმე ბუდისტი ბერი.  მათ შორის  – Thich Quang Duc,  რომელიც დაჯდა ლოტოსის პოზით, ასანთით ხელში და სხვებმა დაიწყეს მასზე გაზოლინის გადასხმა.   Thich Quang Duc-მა  გაუკიდა ასანთს და გადაიქცა ცოცხალ  ჩირაღდნად.  გარშემორტყმული მომტირალი ხალხისაგან განსხვავებით, რომლებიც ხედავდნენ თუ როგორ იწვოდა იგი,  მას ხმა არ ამოუღია და არც განძრეულა.

Thich Quang Duc-მა მისწერა წერილი მაშინდელ ვიეტნამის ხელმძღვანელს   თხოვნით, შეეწყვიტა რეპრესიები ბუდისტების  მიმართ,  შეეწყვიტა ბერების დაპატიმრებები და მიეცა მათთვის უფლება აღსარებისა და თავისი რელიგიის გავრცელების, მაგრამ პასუხია არ მიიღო, შედეგად მოხდა ის რაზედაც ვისაუბრეთ ზევით. .

поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

პატარა ბიჭის ალ-დურის სიკვდილი, რომელიც გადაიღო ფრანგმა სატელევიზიო სადგურის რეპორტიორმა იმ მომენტში, როცა ის იქნა მოკლული ებრაელი ჯარისკაცების მიერ, თავისი მამის ხელებში მყოფი.

“შახიდ” ალ-დურის პორტრეტი გავრცელდა წიგნებში, სიმღერებში, და პოსტერებზე.  მაგრამ ევროპელ აქტივისტებს საფრანგეთში ეჭვი შეაქვთ კადრების  რეალობაში  და აწარმოებენ კომპანიას, რომელიც გრძელდება უკვე რამდენი წელია.  ისინი ითხოვენ,  რომ ფრანგულმა ტელევიზიამ გახსნას  კადრების  ის ნაწილიც , რომლებიც არ მოხვდა ტრანსლაციაში,  ის ნაწილები სადაც ჩანს, პალესტინელები როგორ მეცადინეობენ სროლის ინციდენტის ინსცენირებაში, რის შედეგადაც თითქოს დაიღუპა ალ-დურა.

поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

მამაკაცი, რომელიც ხტება ნიუ-იორკის  მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობიდან 11 სექტემბერის ტერაქტის დროს .  Associated Press-ის ფოტოგრაფი რიჩარდ დრიუს  (Richard Drew)  ნამუშევარი.

поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

ქალი წინააღმდეგობას უწევს ირაელის არმიის ოფიცერს, მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპირო, ამონის  ავანპოსტი, 1 თებერვალი, 2006
ებრაელი მობინადრე ქალი წინააღმდეგობას უწევს ებრაულ პოლიციას, რომელთაც სისრულეში მოჰყავთ სასამართლოს განაჩენი, 9 სახლის დემონტაჟის შესახებ, რომლებიც მდებარეობდნენ ამონის ავანპოსტზე, მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, 1 თებერვალს.  მაცხოვრებლებმა , რომელთაც შეუერთდა ათასობით სხვა პროტესტანტიც,   გააკეთეს ეკლიანი მავთულხლართები, რათა დაეცვათ თავიანთი სახლები და  წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას.  200-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 80 პოლიციელი.   კონფრონტაციის ერთი საათის შემდეგ , მოსახლეები ადგილიდან გაყარეს და ბულდოზერებით დაიწყეს სახლების აღება.

поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

ყურადღებით შეხედეთ ამ ფოტოს. ეს არის ერთერთი ღირსშესანიშნავი ფოტოსურათი, რომელიც ოდესმე გაკეთებულა. ბავშვის პაწაწინა ხელი   გაწვდილია დედის საშვილოსნოსაგან,  რათა ჩაეჭიდოს ქურურგის თითს.
ბავშვი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ეჭიდება სიცოცხლეს. ამიტომაც ეს არის ერთერთი საუკეთესო ფოტოგრაფიაა მედიცინაში და  ჩანაწერი მსოფლიოში ყველაზ ეუფრო ექსტრაორდინარული ოპერაციის.  ის გვაჩვენებს 21 კვირიან ნაყოფს დედის საშვილოსნოში, პირდაპირ  ოპერაციის წინ, რომელიც მას უნდა გაკეთებოდა ხერხემალზე , რათა გადაერჩინათ ბავშვი, ტვინის სერიოზული    დაზიანებისაგან. ოპერაცია ჩატარდა  დედის საშვილოსნოზე გაკეთებული პატარა ჭრილობიდან და ის არის ყველაზე პატარა პაციენტი.

поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

ფოტოგრაფმა ნიკ იუტმა გააკეთა გოგონას ფოტოგრაფია, რომელიც ვიეტნამის ომის დროს, გაურბის აფეთქებას. სწორედ ამ ფოტომ აიძულა მთელი მსოფლიო დაფიქრებულიყო ვიეტნამის ომზე.

1972 წლის 8 ივნისს, 9 წლის გოგონას – კიმ ფუკის ფოტო სამუდამოდ შევიდა  ისტორიაში.  პირველად ეს ფოტო კიმმა ნახა მომხდარიდან 14 თვის შემდეგ, საიგონის  საავადმყოფოში, სადაც ის მკურნალობდა საშინელი დამწვრობებისაგან.  კიმს ახლაც ახსოვს ის დღე, თუ როგორ გარბოდა ის თავის ძმებთან და დებთან ერთად და დღემდე ყურებში ჩაესმის ყუმბარების ხმა.  ვიღაც ჯარისკაცი შეეცადა დახმარებოდა მას და გადაასხა წყალი გოგონას და არც უფიქრია იმაზე, რომ ეს უფრო გაართულებდა დამწვრობებს. ფოტოგრაფი ნიკ იუტი დაეხმარა  გოგონას და მიიყვანა ის საავადმყოფოში. თავდაპირველად ფოტოგრაფი ყოყმანობდა ღირდა თუ არა ფოტოს  გამოექვეყნება, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს უნდა ნახოს ეს სურათი.

მოგვიანებით ეს ფოტო დასახელდა  XX საუკუნის საუკეთესო ფოტოდ. ნიკ იუტი ცდილობდა დაეცვა კიმი ზედმეტი, არასაჭირო  პოპულარობისაგან , მაგრამ  1982 წელს, როცა გოგონა სწავლობდა სამედიცინო უნივერსიტეტში , ვიეტნამის ხელისუფლებამ იპოვა იგი და იმ დროიდან მის სახელს იყენებდნენ პროპაგანდის მიზნით.  «მე ვიყავი მუდმივი კონტროლის ქვეშ. სიკვდილი მინდოდა, ეს ფოტო ყველგან თან დამსდევდა», – ამბობს კიმი. მოგვიანებით მან შეძლო გაქცეულიყო კუბაში, რათა გაეგრძელებინა სწავლა. იქ მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე. ისინი ერთად გადავიდნენ კანადაში.  წლეების გასვლის შემდეგ ის  მიხვდა, რომ ვერ გაექცეოდა ამ ფოტოს და გადაწყვიტა, რომ თავისი პოპულარობა გამოეყენებინა მშვიდობისათვის ბრძოლის საქმეში. 

поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

1994 წლის დასაწყისში კევინ კარტერი ყო თავისი პოპულარობის ზენიტში.  მან მიიღო პოლუცეროვსკის პრემია და მოწინავე ჟურნალები ერთი მეორეზე სთავაზობდნენ სამსახურს.

კევინ კარტერმა მიიღო პულიცეროვსკის პრემია ფოტოსურათისათვის “შიმშილი სუდანში” ,  რომელიც მან გადაიღო 1993 წლის ზაფხულში. ამ დღეს კარტერი სპეციალურად ჩაფრინდა სუდანში, რათა გადაეღო შიმშილის სცენები პატარა სოფელში.  შიმშილისაგან დაღუპული ადამიანების გადაღების შემდეგ დაღლილი ფოტოგრაფი გავიდა სოფლიდან და მიუყვებოდა  დაბალ ბუჩქნარს, სადაც მან გაიგონა ჩუმი ტირილი. გაიხედა და დაინახა, რომ იქვე იწვა პატარა გოგონა, რომელიც როგორც ჰგავდა კვდებოდა შიმშილისაგან.  მას უნდოდა გადაეღო მისთვის ფოტო, მაგრამ მოულოდნელად რამდენიმე ნაბიჯში მოფრინდა არწივი. ძალიან ფრთხილად, ისე რომ არ დაეფრთხო ფრინველი,  კევინმა აირჩია საუკეთესო პოზიცია და გადაიღო სურათი.  ამის შემდეგ მან მოიცადა კიდევ 20 წუთი იმის იმედით, რომ ფრინველი გაშლიდა ფრთებს და მისცემდა მას საშუალებას გადაეღო უკეთესი კადრები.  მაგრამ ფრინველი არ ინძრეოდა და ბოლოს მან მიაფურთხადა განდევნა იგი. ამ დროისათვის გოგონამ მოიკრიბა ძალები და წავიდა, უფრო ზუსტად გაფოფხდა.  კევინი კი დაჯდა იქვე ხეზე და ატირდა.  მას მოულოდნელად ძალიან მოუნდა ჩაეხუტებინა თავისი შვილი…

поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

 

 

 

 

ლილი მედინამ  (დაბადებული1933 წლის  27 სექტემბერს, პერუში)  ბავშვი გააჩინა 5 წლის, 7 თვისა და 21 დღის  ასაკში.  ამ მომენტისათვის ის არის მედიცინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დედა. თუმცა მსგავსი ისტორია ცნობილია რუსეთშიც.  ლილია  ექიმთან მიიყვანეს მშობლებმა  5 წლის ასაკში, იმის გამო , რომ მას გაეზარდა მუცელი. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მას ჰქონდა სიმსივნე, მაგრამ ექიმებმა მისი დათვალიერებისას გამოარკვიეს, რომ ის იყო ფეზხმძიმობის მეშვიდე თვეში. ექიმმმა ხერარდო ლოსადამ გოგონა მშობიარობამდე  წაიყვანა პერუს დედაქალაქში, რათა სხვა სპეციალისტებს დაედასტურებინათ, რომ ბავშვი ნამდვილად იყო ორსულად. თვინახევრის შემდეგ 1939 წლის 14 მაისს მან საკეისრო კვეთით დაბადა ბიჭი. ოპერაცია ჩატარდა ექიმების ბუსოლეუს და კოლრეტის მიერ. დაბადებისას მისი შვილი იწონიდა 2.7 კგ.  (5.9 ფუნტი)  მას ექიმის საპატივცემულოდ დაარქვეს ხერადო. ხერარდო გაიზარდა ისე, რომ მან იცოდა ლილია მისი დაა.  იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ის მისი დედაა მან გაიგო, როცა ის იყო 10 წლის. ის გაიზარდა ჯანმრთელი, თუმცა გარდაიცვალა 1979 წელს 40 წლის ასაკში ძვლის ტვინის დაავადებით. უცნობია ვისგან დაფეხმძიმდა ლილია, მას არასოდეს არ დაუსახელებია თუ  ვინ იყო ბავშვის მამა და რა ვითარებაში დაორსულდა იგი. მან  უარი განაცხადა ინტერვიუზე რეიტერის სააგენტოსთვის 2002 წელს . 

поразившие-Фотографии-это интересно-познавательно-картинки

 

 

jarji

minda viyo erterti avtori blogis

მსგავსი ამბები

Back to top button