არქივი

თანამედროვე ეკო-კომპლექსი სამხრეთ კორეაში

7f695f6d7f2d
სამხრეთ კორეის ეკოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დიდი ზომის ეკო-კომპლექსის გეგმა, რომელიც მოიცავს ულამაზესი არქიტექტურის მქონე მინის ნაგებობებსა და შემეცნებით ცენტრებს.
a66f5d042fab
პროექტის დიზაინი კომპანია SAMOO-ს ეკუთვნის. ეს პროექტი ინოვაციაურია მსოფლიოში, რადგან მოიცავს ათასობით აკრ ღია სივრცეს, ასევე სპეციალურად მოჭყობილ სათბურებს იშვითი მცენარეებისათვის და ვიზიტორთა ცენტრებს. დიდ ბრიტანეთში არსებული Eden Project-ის მსგავსად ამ კომპლექსის დანიშნულება ადამიანებში გარემოს დაცვაზე უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება იქნება. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნების ეკო-სისტემებს ერთ კომპლექსში.
e859a181942f
3bad2d2a832a
SAMOO-ს დიზაინით შექმნილი პროექტი მოიცავს 33000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, სადაც ხელოვნური ნაკრძალები და ასევე ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეებიც იქნება თავმოყრილი. კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში აშენდება სპეციალური სათბურები, სადაც იქ თავმოყრილი მცენარეებისათვის საჭირო კლიმატი შეიქმნება. სათბურების დიზაინი ულტრათანამედროვეა, ის შექმნილია რკინის პანელებისა და მინისაგან.
f303074cba79
f5e3af8a0696
9a2a77acb60a
სამხრეთ კორეის ნაციონალური ინსტიტუტის მიზანი, ადამიანებისათვის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაა. როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ამბობს, ამ პროექტში მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილი იქნება ჩართული.
c673fed7409a
b3c39cd4861b
0d3d89e9a915

მსგავსი ამბები

Back to top button