არქივი

იდი ამინი – კანიბალი პრეზიდენტი

amin-eto-interesno-poznavatelno-kartinki

გსმენიათ  რაიმე   კაციჭამია დიქტატორის იდი ამინის შესახებ ,  ის იყო უგანდის პრეზიდენტი, კაცი რომელმაც სამოცდაათიან წლებში შექმნა ერთერთი ყველაზე სასტიკი ტოტალიტალური რეჟიმი აფრიკაში. ის მსოფლიოს დაამახსოვრდა  თავისი სისხლიანი რეპრესიებით  ( პირადად ყავს მოკლული 2000-მდე  კაცი) , ჯილდოების და ტიტულების სიყვარულით  და  კაცი, რომელმაც ომი გამოუცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 

ხელისუფლებაში მოსვლა

მას განათლება პრაქტიკულად არ ჰქონდა მიღებული და ჭაბუკობაში დაკავებული იყო ტკბილი კამპალეში ნამცხვრების გაყიდვით   (როგორი სირცხვილი დიდი დიქტატორისათვის!),  მაგრამ იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ ამ საქმით ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევდა, ის წავიდა ბრიტანულ არმიაში  მსახურობისათვის (შეგახსენებთ, რომ იმ დროისათვის უგანდა იყო ბრიტანეთის კოლონია) .  1962 წელს უგანდა ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო იდი ამინი ხდება კაპიტანი და მეგობრობს პრემიერმინისტრ მილტონ ობოტასთან,  რამდენიმე ხნის შემდეგ ის მასთან ერთად აწყობს სამხედრო გადატრიალებას და ჩამოაგდებს პრეზიდენტს.  შემდეგ ხდება კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება, ამჯერად უკვე იდი ამინი ობოტას წინააღმდეგ.   შედეგად 1971 წელს იდი ამინი გახდა უგანდის სრულუფლებიანი მმართველი.

amin-eto-interesno-poznavatelno-kartinki

პრეზიდენტობა

თავდაპირველად ამინი ორიენტირებდა დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და  რატომღაც ისრაელის მხარდაჭერაზე,  მაგრამ ისრაელში შავკანიან მუსულმან პრეზიდენტს დიდი ეჭვით შეხედეს და მეგობრობაზე (მათ შორის ფულად კრედიტებზეც) უარი უთხრეს. დასავლეთზე გამწყრალი უგანდის პრეზიდენტი ლიბიაში გაემგზავრა და არც შეცდა.   კადაფმა იდი ამინი ჩათვალა ისეთივე იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლად, როგორსაც თვლიდა თავის თავს და  გახდა მისი ერთგული მოკავშირე,  რომელმაც დახმარებით გადააჭარბა საბჭოთა კავშირსაც კი.

“რეფორმების” პროპაგანდის მიუხედავად, იდი ამინი თავის ქვეყანას უმზადებდა ნამდვილ ტერორს. მის მიერ ორგანიზებული, ეგრეთწოდებულმა “სიკვდილის ესკადრონებმა ” ნახევარი წლის განმავლობაში გაანადგურეს  პრაქტიკულად მთელი სამხედრო მეთაურთა შემადგენლობა, 10 ათასზე მეტი ადამიანი.

ამასთან ყოფილი ნამცხვრების გამყიდველი იყო  ძალიან ცუდი ეკონომისტი, თავისი მმართველობის პირველსავე წელს  მან ქვეყანა მიიყვანა სრულ გაბანკროტებამდე. შექმნილი მდომარეობიდან  გამოსავალი მან იპოვა ხალხის მტრების დახვრეტაში, რომელთა დადანაშაულება შიძლებოდა ყველაფერში – პირველი ამას ემსხვერპლენ ქვეყანაში მცხოვრები ვაჭარი აზიელები (50 000 ადამიანი),  რომელთაც შესთავაზეს გადაეცათ მთელი ქონება სახელმწიფოსათვის და დაეტოვებინათ ქვეყანა.  თუმცა ეკონომიკას ამან ვერ უშველა, მაშინ მტრებად გამოაცხადეს ქრისტიანები, რომლებიც შეადგენდნენ ქვეყნის  მოსახლეობის უმრავლესობას…

(ფოტოზე:  იდი ამინისა და კადაფის შეხვედრა)

amin-eto-interesno-poznavatelno-kartinki

პიროვნების შეახებ. 

იდი ამინი იყო ძალიან ექსცენტრული პიროვნება , რაც ნათლად აისახება მისი ბიოგრაფიის ზოგიერთ ფაქტებში:

– ჯერ კიდევ ბრიტანეთის არმიაში  მსახურობისას, ერთერთი ტომის აჯანყების ჩახშობისას, ის ხშირად გასცემდა ბრძანებას მოეხდინათ ყველა მამაკაცის კასტრირება.  ამბობენ მოჭრილ გენეტალიებს ის მიირთმევდა კიდეც და საერთოდ ის არც მალავდა თავის კაციჭამიობას, ინახავდა მაცივარში თავისი მსხვერპლის ნაწილებს და ადამიანების თავებს ტროფეების ნიშნად.

– მას უყვარად თავისი თავისათვის ტიტულების მინიჭება: “მისი აღმატებულება მუდმივი პრეზიდენტი, ალ-ჰაჯის ფერდმარშალი, დოქტორი იდი ამინი, ბრძანებელი ყველა ცხოველისა მიწაზე და თევზისა წყალში, აფრიკაში და კერძოდ უგანდაში ბრიტანული იმპერიის დამპყრობელი” ,  ორდენების კავალერი “ვიქტორიას ჯვარი”, “სამხედრო ჯვარი” და ორდენები ” სამხედრო დამსახურებისათვის” . ამასთან “მეცნიერებათა დოქტორმა” წერაც კი არ იცოდა.

– თავის კუმირად თვლიდა ჰიტლერს, უნდოდა უგანდაში მისთვის დაედგა ძეგლი, მაგრამ საბჭოთა კავშირში მას ეს გადააფიქრებინეს.

– ძალიან უყვარდა ჯილდოები, რის გამოც დაიგრძელა  თავისი მუნდირი. თვით მედლებს და ორდენებს ყიდულობდა კოლექციონერებისაგან  (!).

– ერთხელ ომი გამოუცხადა შეერთებულ შტატებს, მაგრამ ამერიკელებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს (შეენდათ:)) და მეორე დღეს იდი ამინმა გამოაცხადა თავისი გამარჯვების შესახებ.

– ტერორის შდეგად განადგურებული იქნა 300 000-დან 600 000 ადამიანი,  აქედან  2000 მოკლული ყავს თავისივე ხელით.  თავის ქმედებების მოტივაციად ის იყენებდა იმ მიზეზს, რომ სიზმარში ამის შესახებ გადასცემს ალაჰი.

–  1976 წელს მან უფლება მისცა უგანდის ტერიტორიაზე დამჯდარიყო პალესტინელი ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი.  მოლაპარაკებების შემდეგ ის დათანხმდა გაეშვა ყველა არაებრაელი მძეველი.  ისრაელის მოქალაქეების საშველად ჩამოფრინდა  მოსადი (ისრაელის პოლიტიკური დაზვერვის სამსახური) , რომელმაც გაანადგურა უგანდის  ყველა სამხედრო თვითმფრივავი (!)  (“ოპერაცია ენტებე”)

– ჰყავდა 5 ცოლი, რომელთა უმრავლესობასაც გაყრის მაგივრად უწყობდა უბედურ შემთხვევვებს , ლეტალური შედეგებით.  შვილები  – 36 ბიჭი და  14 გოგო (ოფიციალურად)

(ფოტოზე: სამთავრობო გაზეთ “უგანდის ხმაში” ენტებეს ოპერაციის შესახებ ცნობა)

amin-eto-interesno-poznavatelno-kartinki

გადაყენება.

1978 წელს იდი ამინმა გამოუცხადა ომი სოციალისტურ ტანზანიას, რითაც ჩამოიშორა უკანასკნელი მოკევშირეები – საბჭოთა კავშირი, კუბა და  ვიეტნამი.  მიუხედავად ლიბიის სამხედრო დახმარებისა ამინის რეჟიმი იქნა განადგურებული, ხოლო თვით დიქტატორი გაიქცა კადაფისთან, ხოლო შემდეგ გადავიდა საუდის არაბეთში, სადაც მოკვდა 2003 წელს  (ჰქონდა მცდელობა დაბრუნებულიყო სამშობლოში, ვინაიდან თვლიდა, რომ ” ქვეყანას ის კიდევ სჭირდება”) .

(ფოტოზე: უგანდის სატანკო ბრიგადა მიემართება ტანზანიის წინააღმდეგ. )

amin-eto-interesno-poznavatelno-kartinki

P.S.

იდი ამინი ითვლება  XX საუკუნის ყველაზე ოდიოზურ პიროვნებად და ხშირად მოიხსენიება პოპულარულ კულტურაში, კერძოდ კინო-ფილმში “შოტლანდიის უკანასკნელი მეფე” (2006 წელი). მსახიობ ფორესტ უიტაქერს, რომელმაც ითამაშა იდი ამინის როლი, მიენიჭა პრიზი “ოქროს გლობუსი”, მამაკაცის საუკეთესო დრამატული  როლისათვის და ოსკარის პრემია ნომინაციაში “საუკეთესო მამაკაცის როლი”.

ტელესერიალში “ექიმი ჰაუსი”  არის ეპიზოდი მიძღვნილი ყოფილი აფრიკელი დიქტატორის მკურნალობაზე , რომელშიც იგულისხმება იდი ამინი.

(ფოტოზე: პპოსტერი  “შოტლანდიის უკანასკნელი მეფე”)

amin-eto-interesno-poznavatelno-kartinki

jarji

minda viyo erterti avtori blogis

მსგავსი ამბები

Back to top button