საკითხავისასარგებლოუცნაური

თევზი რომელსაც მიწაში სძინავს

96f2d174ffa5
პროტოპტერუსებს შეუძლიათ ამომშრალ მიწაში ჩამძვრალთ, რამდენიმე თვე ეძინოთ.

აფრიკის გათავთხელებულ მტკნარ წყალსატევებში ბინადრობენ უჩვეულო თევზები — პროტოპტერუსები. თუ ის წყალსატევი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ უცებ ამოშრა, მათ შუძლიათ მიწაში ჩამძვრალებს, წყლის გარეშე თვეების საკმაოდ დიდი რაოდენობა გაატარონ ამგვარად.

5856c8ab8676

მშრალი სეზონის დადგომისთანავე პროტოპტერუსები ძილისთვის ემზადებიან. ამ პერიოდში ის ბუდეს ითხრის თავისთვის, სადაც მომავალ 6-9 თვეს გაატარებს ან უფრო მეტ დროსაც, სანამ ისევ არ დაბრუნდება წყალი. პროტოპტერუსი თავის სოროს პირით თხრის, ხოლო დაფქურლ გრუნტს ლაყუჩების ხვრელებიდან ისვრის. მაშინ, როდესაც „საძინებელი“ მზადაა, პროტოპტერუსი მასში ძვრება და ელოდება წყლის დონის დაცემას. ბუდეში ის ისეთ მდგომარეობას იკავებს, რომ დროდადრო ჩასუნთქვისთვის სოროდან ამოწევა შეეძლოს და შემდგომ შეუბრუნებლად უკანვე ჩაბრუნება.

5725ddbc5b8f

ასეთი დგუშური მოძრაობისას, სორო თანდათანობით დაიცობა გრუნტით, სანამ საბოლოოდ არ გადაკეტავს შესასვლელ ხვრელს. როდესაც ეს მოხდება, თევზი შეწყვეტს ზემოთ ამოსვლას, მაგრამ ცხვირით მისცხებს ხოლმე „საცობს“. ასეთგვარად სოროს შესასვლელზე ის თალფაქს შექმნის, რომელიც, როცა მთლიანად გამოშრება, დაიბზარება. მძინარობის მთელი დროის განმავლობაში, სწორედ ამ ბზარების მეშვეობით მიეწოდება ჰაერი თევზს.

5922db54bb54

მას შემდეგ, რაც შესასვლელი ამოიქოლება, პროტოპტერუსი დაიწყებს ლორწოს ძალიან დიდი რაოდენობით გამოყოფას, რათა მისთვის საჭირო სინესტე შეინარჩუნოს.

6c62914c15a4

ამ სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ იჭერენ პროტოპტერუსებს, ტყის ამომშრალი ტბის ადგილას დარჩენილ, გუბეებში. (ზამბია, მდ. ლუანგვის ხეობა).

მსგავსი ამბები

Back to top button