საკითხავისასარგებლოუცნაური

წურბელა, რომელიც ცხვირში იკვებება


არსებობენ წურბელები, რომელნიც თავის მსხვერპლებს სისხლს პირიდან, ცხვირიდან ან ყელიდან სწოვენ.

ხანდახან უცხო წყალსატევებში ბანაობისას ჩვენ გულმოდგინედ ვაკვირდებით საკუთარ სხეულს, იმის შიშით, რომ სადმე წურბელა არ აღმოვაჩინოთ. მაგრამ როგორ შევამჩნიოთ წურბელა, რომელიც სისხლს ცხვირიდან, პირიდან ან ყელიდან წოვს?

სწორედ ასე იკვებება წურბელა Tyrannobdella rex, რომელიც თავისი მცირე ზომების გამო მსხვერპლისთვის ძნელად შესამჩნევია. ეს სახეობა 2007 წელს პერუში იქნა აღმოჩენილი, როდესაც მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი გოგონას ცხვირიდან იქნა ამოღებული, რომელიც მანამდე მდინარე ამაზონში იყო ნაბანავები. ზოგადად, Tyrannobdella rex-ი პარაზიტირებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებზეც.

სხვა წურბელებისგან განსხვავებით, ამ სახეობის წარმომადგენლები ტრაპეზის შემდეგვე არ ტოვებენ თავის მსხვერპლს. წურბელა Tyrannobdella rex-ს ერთ ადგილზე დარჩენა რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში შეუძლია. ამ დროის განმავლობაში მას 7 სმ სიგრძის მიღწევა შეუძლია.

წურბელას არაპროპორციული დიდი 8 კბილი აქვს (0,13 მმ), რამაც შთააგონა მკვლევარები, რომ მისთვის სახელი ტირანოზავრ რექსის საპატივსაცემლოდ დაერქმიათ.

საინტერესოა, რომ თუ Tyrannobdella rex-ი ძუძუმწოვარის ცხვირში ჩასახლდება, მაშინ მას შეუძლია მსხვერპლს ძლიერი თავის ტკივილების გამოუწვიოს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close