საკითხავისასარგებლოუცნაური

ტბა ზვიგენებით


ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს მსოფლიოში ერთადერთი მტკნარწყლიანი ტბა, რომელშიც ზვიგენები ბინადრობენ.

ტბა ნიკარაგუა მისივე მოსახელე ქვეყანაში მდებარეობს. მისი ფართობია 8264 კმ­², სწორედ ამიტომ ცენტრალურ ამერიკაში ის ყველაზე დიდია. იმისდა მიუხედავად, რომ ტბა ნიკარაგუა მტკნარწყლიანია ის ხერხთევზების, ტარპონებისა და ზვიგენების ბინადრობის ადგილია.

თავდაპირველად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ტბაში ზვიგენების ენდემიკური სახეობა Carcharhinus nicaraguensis ბინადრობდა. თუმცაღა 1961 წელს დაადგინეს, რომ ტბაში მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ხარ-ზვიგენები (Carcharhinus leucas) ბინადრობენ. როგორც ცნობილია, ამ სახეობის თევზებს შეუძლიათ არამარტო ზღვის, არამედ მტკნარ წყალში ცხოვრებაც. მაგრამ მკვლევარებისთვის ერთი რამ ამოცანად ისევ რჩებოდა, ის თუ როგორ მოხვდნენ ეს ზვიგენები ტბაში.

ადრე ამ წყალსატევის ადგილას ყურე იყო, რომელშიც ხარ-ზვიგენები შეცურავდნენ ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ ყურე ხმელეთის ზოლით მოწყვეტილ აღმოჩნდა ოკენისგან, რის შედეგადაც წარმოიშვა კიდეც ტბა ნიკარაგუა, რომელიც შემგომში გამტკნარდა. ტბაში კი დარჩნენ ხარ-ზვიგენები, რომელნიც ოკენაში ვეღარ დაბრუნდენ.

თუმცაღა 1960 წლის ბოლოს გაირკვა, რომ ზვიგენებს ტბაში მოხვედრა სხვანაირადაც შეეძლოთ. გაარკვიეს, რომ ხარ-ზვიგენებს მდინარე სან-ხუანის ჭორომების გადალხვა შეუძლიათ, რომელიც ტბა ნიკარაგუას კარიბის ზღვასთან აერთებს. ეს თევზები ასეთ წინაღობებს ისე „ახტებიან“, როგორც ამას ორაგულები აკეთებენ. ამ მოსაზრების საბუთად ის გამოიყენეს, რომ მკვლევარების მიერ მონიშნული ტბაში ბინადარი ხარ-ზვიგენები, ღია ოკეანეშიც იქნენ აღმოჩენილნი. მალე ცნობილი გახდა, რომ ზვიგენებს „მოგზაურობაზე“ ტბიდან ოკეანემდე (ან პირიქით) დაახლოებით 7-11 დღე ეხარჯებათ.

დღესდღეობით ეს უნიკალური ტბა, მის მახლობლად მდებარე საწარმოების ჩამდინარე წყლებით ბინძურდება. ასე, მაგალითად ეკოლოგების შეფასებით, 37 წლის განმავლობაში ტბა ნიკარაგუაში ყოველდღე 32 ტონა გაუსუფთავებელი ჩამდინარე წყალი ხვდებოდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close