იაპონია უდაოდ ძალიან განსხვავებული, საინტერესო ქვეყანაა. ბევრს აინტერესებს ცნობები მის შესახებ , კერძოდ როგორ ცხოვრობენ იაპონელები. დღეს ჩვენ ვიქნებით ოსაკიში ერთერთ ახალგაზრდა იაპონურ ოჯახში სტუმრად . თითქოს არაფერი განსაკუთრებული და ძვირფასი ავეჯი არ დგას. 21-ე საუკუნეში ყველა ჩვენთაგანი ასე უნდა ცხოვრობდეს და არ უნდა იხდიდეს 14-15 % იპოთეკურ სესხში (მაშინ როცა იაპონელი 2% იხდის). სამაგიეროდ ყველაფერი ავტომატიზირებულია , თვით უნიტაზიც კი.
გასაოცარია უბრალოდ წესრიგი და სისუფთავე, განსაკუთრებით საერთო მოხმარების სივრცეში, სადარბაზოში, სადაც იდეალურადაა ყველაფერი და ავეჯიც კი დგას. ამ ფოტოების დათვალიერებისას უბრალოდ ერთი რამ მოგდის აზრად … რა შორს ჩამოვრჩით პროგრესის მატარებელს და როდის გვექნება ასეთი ცხოვრება.
1. მაშ ასე გაიცანით, მარცხნივ კიმურა-სან, ხოლო მარჯვნივ მისი ცოლი ერი ჩანი, ისინი გეპატიჟებიან თქვენ თავიანთ სახლში .
2. მაგრამ დავიწყოთ თვით სადარბაზოდან. გარეთ შესასვლელთან დგას მათი ავტომანქანა — ერთი ციდა Daihatsu.
5. ეს სარეზერვო გასასვლელია. ვიდეოდომოფონი აქაც დგას.
6. სარეზერვო შეასვლელთან განლაგებულია საფოსტო ყუთები და აგრეთვე სასმელების გასაყიდი ავტომატი(!)
7. ეს თეთრი ყუთები კი თავისებური სეიფებია ამანათებისათვის. მათ აყენებენ ყველა ახალაშენებულ სახლში. როგორ მუშაობს ეს სიტემა? მაგალითად თქვენ ხართ # 601 ბინის მობინადრე და თქვენთან უნდა მოვიდეს ამანათი საკურიერო სამსახურიდან Black Cat. თქვენ გახვედით სახლიდან მაღაზიაში და ამ დროს მოვიდა კურიერი. მან დაგირეკათ დომოფონით რამდენიმეჯერმე მიხვდა მ, რომ თქვენ არ ხართ სახლში , ის შეინახავს ერთერთ თავისუფალ ყუთში ამანათს. როცა ის დებს ამანათს ყუთში, ამ დროს კრიფავს თქვენი ბინის ნომერს 601 და წერს შეტყობინებას, მაგალითად: ” მოვედი და არ დამხვდით სახლში და ამანათი ჩავდევი ყუთში #1 ” . თქვენ დაბრუნდით სახლში , კითხულობთ შეტყობინებას მიდიხართ აპარატთან მიადებთ მას თქვენს სადარბაზოს კომპიუტერულ გასაღებს – კომპიუტერი ხედავს, რომ გასაღები არის 601 ბინის და აღებს ყუთს, რომელშიც დევს ამანათი განკუთვნილი ამ ბინისათვის. (ცოტა ხო არ დაინენით:)))
8. გავაგრძელოთ და წავიდეთ წინ… ეს უკვე მთავარი შეასვლელის ინტერიერია. აქ კონდენციონერთან სიგრილეში (ან სითბოში, სეზონის შესაბამისად) შეგიძლიათ დაისვენოთ, დაელოდოთ მეგობრებს.
9. ესეც სადარბაზოს ძალიან ლამაზი ინტერიერი. (ვაიმე მიშველეთ ცუდად ვარ, ჩემი სადარბაზო გამახსენდა :))
10. უფრო მოზრდილი ვიდეოფონი მთავარ შესასვლელთან.
11. სახლის პირველ სართულზე ლიფტთან დგას მონიტორი, სადაც ჩანს თუ რა ხდება ლიფტის კაბინაში, ეს ისე უსაფრთხოებისათვის.
12. გამოსახულება მართლაც კარგი ხარისხისაა.
13. თვით ლიფტი ძალიან კომფორტულია, წარწერები ინგლისურ ენაზეცაა
14. ბინების ზოგიერთი ფანჯრები გადის საერთო აივანზე. რა თქმა უნდა ისინი ჩაკეტილია სპეციალური რკინის დარაბებით, მაგრამ ეს კომფორტს არ მატებს ბინას … ჩვენს მასპინძლებს გაუმართლათ – მათი ყველა ფანჯარა გადის სახლის გარე კედლებზე.
15. ასე გამოიყურება ბინაში შესასვლელი-სანათი ბინის ნომერით, ქვემოთ არის ბრა იატაკის გასანათებლად, დომოფონი. მარცხვნივ სპეციალური საკიდი, რათა ჩამოკიდოთ ჩანთა ან ქოლგა, სანამ აღებთ კარებს. თვით კარები არის მეტალის, მაგრამ არა ისეთი მძიმე და მყარი, როგორც ეს ჩვენთან კეთდება.
16. აი მივაღწიეთ თვით ბინას. შესასვლელში იხდით ფეხსაცმელს და ტოვებთ მას, აქვეა ტანსაცმლის კარადა.
17. ახლა შემოვვრუნდეთ 180 გრადუსით და ვნახავთ, რომ მარცხვნივ არის შესასვლელი პატარა ოთახში და პირდაპირ ტუალეტის კარები.
18. გავაღოთ მერცხენა კარები და შევიხედოთ შიგ. პატარა საცხოვრებელი ოთახი, საწერი მაგიდა , ტელევიზორი, ფუტონი (ძინავთ იატაკზე) . მარცხნივ (არ ჩანს ) დგას პატარა კარადა. სანათები ყველა დიოდურია, დიდი დიამეტრის. მიაქციეთ ყურადღება როზეტს ჭერქვეშ – მშენებლებმა იქაც გაითვალისწინეს ელექტრო და ტელევიზიის როზეტები.
19. ახლა შევიხედოთ იმ კარებში, რომელიც იყო პირდაპირ. აქ როგორც ხედავთ არის ტუალეტი. იაპონიაში ვერსად (გარდა სასტუმროსა) ვერ ნახავთ გაერთიანებულ სააბაზანოს და ტუალეტს. ყველგან ის ცალცალკეა და უფრო მეტიც, არც გვერდიგვერდაა განლაგებული. კიდევ ერთი მომენტი – ყველა ახალ სახლში კეთდება ტუალეტები ღილაკებიანი სამართავი პულტით.
20. კორიდორში კიდევ 3 კარია, კარები მარცხვნივ – ეს არის სააბაზანოს კარები. კარები პირდაპირ გადის სასტუმრო და სამზარეულო ოთახებში. კარები მარჯვნივ- ეს კიდევ ერთი პატარ ოთახია. მოდით შევიხედოთ მასში.
21. კიდევ ერთი საცხოვრებელი ოთახი, თუმცა ის უფრო სხვადასხვა ნივთების შესანახ ადგილის როლს ასრულებს.
22. ახლა შევიდეთ იმ კარებში, რომელიც შედის სასტუმრო და სამზარეულო ოთახში. პირდაპირ კარებთან მარცხენა კედელზე არის მართვის პულტი. შუაში გაზის და ცხელი წყლის მართვის პულტი.
23. აი სამზარეულოც, სადაც დიასახლისი ამზარდებს კერძს. სამზარეულოში არის გასავლელი აივანზე. დიდი მაცივარი side-by-side, გამწოვი გაზქურაზე, არც ისე ბევრი კარადა. სამზარეულოში ჰაერის კიდევ ერთი კარები, რომელიც გადის სააბაზანოში, ანუ სააბაზანოს 2 კარები აქვს ერთი კორიდორიდან და მეორეც სამზარეულოდან შესავლელი.
24. სამზარეულოს აივნის კარები.
25. შევიხედოთ სააბაზანო ოთახში. (გადაღებულია სამზარეულოს კარებიდან). დიდი ნიჟარა, სარკიანი კარადა კოსმეტიკის შესანახად. მარცხნივ არის სააბაზანოს მართვის პულტი – აქედან შეგიძლიათ მართოდ საშრობის, საუნის, ან კონდენციონერის ფუნქციები.
26. შეხედეთ მარცხნივ – აქ დაყენებული სარეცხი მანქანა (სპეციალურ თეფშისმაგვარ სადგომზე) და მარჯვნივ ჩანს კარები, რომელიც გადის ჰოლში.
27. ეს უკვე აბაზანაა, ფანჯრით. მიაქციეთ ყურადღება შხაპის “ყურმილს” და იატაკს – იაპონიაში ჩვეულებრივ შხაპს იღებენ არა თვით აბაზანაში, არამედ დამდგარი (ან დამჯდარი) აქ, ამ პლასტიკურ იატაკზე. წყლის გასასვლელი რა თქმა უნდა გათვალისწინებულია (პატარა ლუქი აბაზანის ქვეშ). სარკეში ჩანს კიდევ სხვა 2 პულტის გამოსახულება – ერთი აბაზანისათვის, მეორე სხვა ფუნქციებისათვის (საუნა და სხვა)
28. დავბრუნდეთ ისევ სასტუმრო ოთახში. თუ თავიდან შეხედავთ 23-ე ფოტოსურათს, აქ არის კიდევ ერთი კარები, რომელიც შედის მთავარ საძინებელ ოთახში. ოთახი დიდია, ფართო. დგას ევროპული საწოლი, კომპოიუტერის მაგიდა , კარადები, აგრეთვე არის გასავლელი ლოჟიაში.
29. მისაღებ ოთახში დგას მომცრო დივანი.
30. დივანისგან მარცხნივ დგას რაღაც ტუმბოსმაგვარი, ოჯახური ფოტოსურათებით, სხვადასხვა დეკორაციებით და საოჯახო საგნებით.
31. შეუღლდნენ ისინი ახლახან, იქამდე კი ხვდებოდნენ ერთმანეთს წელიწადნეხევარი. მუშაობენ სხვათაშორის ერთად, ერთიდაიმავე კომპანიაში მენეჯერებად. გაიცნეს ერთამნეთი სწორედ სამსახურში. თაროზე ჩანს მათი პატარა საქორწინო სურათი.
32. კედელთან დგას სავარძელი და კომოდი სადღესასწაულო ჭურჭელით.
33. დივანისაგან მარჯვნივ დგას ტელევიზორი და Playstation3.
34. რა თქმა უნდა სათაშო აპარეტების გარეშეც არ შეიძლება
35. ტელევიზორის უკან კედელზე არის ვენტილაცისს ხუფი. სხვათაშორის ჰაერი ბინაში ძალიან სუფთაა.
36. კონდენციონერი არის ყველა ოთახში.
37. აქ არის მეორე გასასვლელი დიდ ლოჟში. კარები ყველგან გასაწევია, რაც არც ისე კარგია სუსტი გერმეტიკის თვალსაზრისით, წლის ცივ დროს. (ეჰ სამწუხაროა ამოშენება არ შეიძლება, თორემ ერთი ოთახი მოემატებოდა. აბა თბილისი იყოს:))
38. ახალაშენებული სახლების ყველა აივანზე, ან ლოჟში არის ნიჟარა ონკანით, რათა უფრო ადვილი იყოს ყვავილების მოვლა.
39. ესეც უსადენო რობოტი-მტვერსასრუტი.
40. მოვიდა სადილობის დროც. გვიმასპინძლდენიან სუშის დიდი ასორტიმენტით, წყალი ყინულით.
41. ასე გამოიყურება კერძი
42. საკმაოდ გემრილელია
43. იაპონელებს უყვართ სხვადასხვა ნივთების დაკიდება ტელეფონებზე.
44. ბინა სრულიად ახალია და ის იყიდეს კრედიტით და საერთოდ პრაქტიკულად ყველა ახლაშენებული ბინები იაპონიაში იყიდება კრედიტზე, 30 წლის ვადით. პროცენტი არც ისე მაღალია, საშუალოდ 3 % წელიწადში და უფრო ნაკლებიც 2-2.5%. ბინის საერთო ფართი არის დაახლოებით 90 კვადრატული მეტრი. ღირებულება ყიდვის მომენტში იყო დაახლოებით 35 მილიონი იენი. ახლა ის ღირს უფრო ნაკლები, დიახ დიახ არ გაგიკვირდეთ, ყიდვის შემდეგ იაპონიაში უძრავ ქონებას ააქვს ფასის კლების ტენდენცია.
45. მადლობთ და მომავალ შეხვედრამდე!