არქივი

ბანანის მწარმოებელი ქვეყნები

7cb3f3a52225
ბანანის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში. უდავოდ უნდა აღინიშნოს ამ ტროპიკული ხილის პოპულარობა მთელს მსოფლიოში, რომელიც საშუალოდ 125 გრამს იწონის და სავსეა ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით.

ბანანი ადვილად ტრანსპორტირებადი ხილია, ის მწვანე იკრიფება და ტრანსპორტირების პროცეში იღებს იმ ყვითელ ფერს, რასაც ვხედავთ ხოლმე მაღაზიების დახლებზე. ალბათ ყველასათვის საინტერესოა, სად იზრდება ეს ხილი? რომელ ქვეყნებშია განვითარებული ყველაზე კარგად ბანანის წარმოება?
9d7c1144f493
ბანანის მწარმოებელი ქვეყნების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ინდოეთი – 26.2 მილიარდი ტონა

2.ფილიპინები – 9 მილიარდი ტონა

3.ჩინეთი – 8.2 მილიარდი ტონა

4. ეკვადორი – 7.6 მილიარდი ტონა

5. ბრაზილია – 7.2 მილიარდი ტონა

6. ინდონეზია – 6.3 მილიარდი ტონა

7.მექსიკა – 2.2 მილიარდი ტონა

8.კოსტა რიკა – 2.1 მილიარდი ტონა

9. კოლუმბია – 2 მილიარდი ტონა

10. ტაილანდი – 1.5 მილიარდი ტონა

bb36d02ce185
52637618dfbc
ბანანის წარმოება ინდოეთში მანგოს შემდეგ მეორე ადგილზეა და მას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ქვეყნის ეკონომიკაში. ბანანის წარმოების ტრადიცია ინდოეში ისეთივე ძველია, როგორც ინდური ცივილიზაცია. თავისი სიიაფის გამო ბანანი პოპულარული ხილი იყო ყოველთვის ინდოეთის ყველა ფენის მოსახლეობისათვის და მის წარმოებაში ინვესტიციის გაკეთება საკმაოდ მომგებიანია. ინდოეთის მთავარი უპირატესობა იმ კლიმატის ქონაა, რაც ბანანის წარმოებისათვის აუცილებელი პირობა

c1fc091d3e00

 

მსგავსი ამბები

Back to top button