რეკორდებისაკითხავიუცნაური

უდიდესი ბანკის ძარცვები მსოფლიოში

b18540454c31

ბანკები დაარსების დღიდან იქცევდნენ მძარცველების ყურადღებას. მსოფლიოში არაერთი გახმაურებული ბანკის ძარცვა მომხდარა. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილებს მათ შორის.

2009 წელი, ირლანდიის ბანკი
d005d1f287c7
ეს უდიდესი ძარცვა იყო ირლანდიის ისტროიაში. ბანკში შეღწევის შემდეგ მძარცველებმა ბანკის თანამშრომლები აიყვანეს მძევლებად. მთვლიანობაში ბანკმა 9 მილიონი დოლარი დაკარგა და ეს ყველაფერი სულ რაღაც 15 წუთში მოხდა. კრიმინალები კი მიიმალნენ.

1978 წელი , ოკეანეთის ეროვნული ბანკი
e23258fa1ccc
ეს შემთხვევა, შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ჭკვიანური ძარცვაა, რადგან მძარცველებს არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ. ბანკმა 10.8 მილიონი დოლარი დაკარგა. შემთხვევა ბანკის 55-ე სართულზე მოხდა, სადაც დაცვა არც თუ ისე საიმედო იყო. კრიმინალებმა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოპარული ფული შვეიცარიის ბანკში გადარიცხეს და სწორედ ამის საფუძველზე მოხდა მათი დაპატიმრება.

1976 წელი, ბეირუთის ბრიტანული ბანკი

909865daa91d
ბეირუთის ბრიტანული ბანკი კათოლიკური ეკლესიის გვერდით შენობაში მდებარეობს. სწორედ ეკლესიიდან მოახერხეს კრიმინალებმა ბანკში შეღწევა. მძარცველებმა დაახლოებით 20 და 50 მილიონამდე ღირებულების ოქრო, ძვირფასეულობა, ფასიანი ქაღალდები და ფული მოიპარეს.

2004 წელი , ნორფერნ ბანკი
431fb7e3bd7e
ეს შემთხვევა 2004 წლის შობას მოხდა. მძარცველების ჯგუფმა ბრიტანეთის ნორფერნ ბანკის თანამშრომლები აიყვანეს მძევლად. რის შემდეგაც 50 მილიონი დოლარის მოპარვა მოახერხეს. მძეველბის გათავისუფლების ოპერაციის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

2005 წელი, ბრაზილიის ცენტრალური ბანკი
0d4101feb97d
ამ შემთხვევაში მძარცველებმა საკმაოდ ორიგინალური მეთოდი იხმარეს. მათ დაიქირავეს ბანკის ახლოს მდებარე შენობა მთლიანად. შემდეგ კი დაიწყეს გვირაბის გათხრა. გვირაბის სიგრძე 68 მეტრი იყო. მძარცველება ისე შეუმჩნევლად გაიტანეს ბრაზილიის ცენტრალური ბანკიდან 69 მილიონი დოლარი, რომ საცავის შემოწმებამდე ეჭვიც არავის გაჩენია.

2007 წელი , დარ ეს სალაამი
9624ed60298b
ძარცვა ბაღდადის ერთ ერთ მცირე ზომის კერძო ბანკში მოხდა, თუმცა მასშტაბებით სულაც არ იყო მცირე. კრიმინალებმა მთლიანობაში 300 მილიონი დოლარი მოიპარეს

2003 წელი ბაღდადი, ერაყის ცენტრალური ბანკი
ec7071057690
ეს ძარცვა თავისი მასშტაბებით უდიდესია მსოფლიოში. იმ დროს როცა ამერიკელები ბაღდადს უტევდნენ, მძარცველებმა დრო იხელთეს და 1 მილიარდი დოლარი გაიტანეს ერაყის ცენტრალური ბანკიდან. არსებობს ასევე ვერსია, რომ ეს ყველაფერი სადამ ჰუსეინის ბრძანებით მოხდა.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close