არქივი

ყველაზე საშიში გზები მსოფლიოში

da96cf896659
დედამიწაზე არაერთი ისეთი საავტომობილო გზაა, რომლებზეც გავლა საკმაოდ სახიფათოა. ამ პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

ბოლივია, ,,სიკვდილის გზა”
7e5be5e41d8b
ეს გზა 1930 წელს პარაგვაელმა ომის ტყვეებმა ააშენეს. მისი დასახელება გამომდინარეობს იქედან, რომ ამ გზამ უკვე ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მძღოლი , რომელიც ამ გზას დაადგება, პირველ რიგში თავისი იღბლიანობის უნდა ჯეროდეს და შემდეგ პროფესიონალიზმის, რადგან გარდა იმისა რომ ეს გზა ძალიან ვიწროა, ის მუდმივად ნისლითაა დაფარული.

რუსეთი, იაკუტსკის გზა ციმბირში

79f8405af6ca
ეს გზა იაკუტსკს და მოსკოვს აკავშირებს. მისი სახიფათოობა იმაში გამოიზატება, რომ დაბალი ტემპერატურის გამო ხშირად ყინულითაა დაფარული, ხოლო წვიმიან ამინდებში კი დიდი ტალახით, რაც ავარიების რისკს ზრდის.

ნორვეგია, ტროლსტიგენი
fa8dc6e73057
ეს გზა სახიფათო გზების ჩამონათვალში, სივიწროვისა და მკვეთრი მოსახვევების გამო მოხვდა. ეს გზა მწოლიარე ანაკონდას მოგვაგონებს. მისი სივიწროვის გამო დიდი ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია.

პაკისტანი ,ყარაყორუმის გზა

30c94efad628
ეს გზა პაკისტანსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების ნიშნად აშენდა ყარაყორუმის მთებში, ის ზღვის დონიდან 4693 მეტრზე მდებარებს. გზაზე მოძრაობა ძალიან სარისკოა, მეწყერის, და ქვათაცვენის გამო.

ჩინეთი, გუოლიანგი
85d6690e1ff8
გუოლიანგის გზა ჰენანის პროვინციაში, ტაიჰანგის მთებში მდებარეობს. მისი მშენებლობის დროს უამრავი ადამიანი დაიღუპა. გზა მხოლოდ 1.3 კილომეტრის სიგრძისაა და პრაქტიკულად კლდეშია გამოჭრილი.

ტაივანი , ტაროკო
817ffbc50197
ტაივანში ამბობენ, რომ ადამიანმა, რომელიც ტაროკოს გზას მშვიდობიანად დაძლევს, ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადოს. ეს გზა გამოირჩევა სივიწროვითა და მკვეთრი მოსახვევებით. თუმცა ექსტრემალებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

პაკისტანი, მედოვსი
b0e302b03662
ეს გზა ზღვის დონიდან 8126 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მსოფლიოს უდიდეს მთებს შორის. ის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო და საშიში გზაა მსოფლიოში. ფოტოგრაფებისთვის, ტურისტებისთვისა და ექსტრემალებისთვის ეს ადგილი ნამდვილად მისწრებაა.

შვეიცარია , წმინდა გოტარდის უღელტეხილი
54a09a36d089
ალპებში მდებარე ეს გზა ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალურია მსოფლიოში. იმის გამო რომ ეს შვეიცარიაა და არა პაკისტანი, გზა მაქსიმალურად დაცულია მძღოლებისთვის. თუმცა ვინც აქ ასვლას გადაწყვეტს ნამდვილად კარგი დაფიქრება მართებს.

სტელვიოს უღელტეხილი
5bbd3c17a3b0
ეს უღელტეხილი სამხრეთ ტიროლში, შვეიცარიის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ეს გზა ავსტრიის იმპერატორმა ააშენა 1920 წელს , ლომბარდიისა და ავსტრიის დასაკავშირებლად. გზა გამოირჩევა ბევრი ზიგზაგით და მკვეთრი მოსახვევებით. ის ერთ ერთი ყველაზე ექსტრემალური გზაა მსოფლიოში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button