არქივი

ყველა დროის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი

5 alan rufus1 john d rockefeller

სათაური ძაან დამაინტრიგებლად გამოიყურება? როგორ მოვძებნით ყველაზე მდიდარს სხვადასხვა დროში, თუ სხვადასხვა დროში ფულს ერთნაირი ღირებულება არა აქვს? – საქმე ის არის, რომ ჩამონათვალში სხვადასხვა დროის ქონების ღირებულება ნაანგარიშევია დღევანდელი ამერიკული დოლარის ღირებულებაში, რაც მოხერხდა ამერიკის შეერთებული შტატების შრომითი დეპარტამენტის სტატისტიკაზე დაყრდნობით და სხვასხვა ისტორიკოსებისა თუ ეკონომისტების კველევების საფუძველზე – ყველა დროის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი …

 

10 stephen girard

#10 Stephen Girard (1750 – 1831)

ეროვნება: ამერიკელი
ქონება: $105 მილიარდი
წყარო:
ფრანგული წარმოშობის სტეფენ ჯირარდი თავიდან საზღვაო ვაჭრობას ეწეოდა, რაც შემდეგ საბანკო ბიზნესში გადაზარდა დაარსა რა მისი სახელობის ბანკი – „Girard’s Bank“.

9 richard fitzalan 10th earl of arundel

#9 Richard Fitzalan –“10th Earl of Arundel ” (1306 – 1376)

ქონება: $108 მილიარდი
ეროვნება: ინგლისელი
წყარო:
არუნდელის გრაფი სამხედრო მხედართმთავარი იყო. იგი იბრძოდა შოტლანდიის დამოუკიდებლობისათვის ომში და ასევე ცნობილ ასწლოვან ომში. მისი ქონება წარმატებით შეინარჩუნეს მისმა შვილებმაც, თუმცა ჩვენ ამ გვარს მხოლოდ ერთხელ ვახსენებთ სიაში.

8 john jacob astor

#8 John Jacob Astor (1763 – 1848)

ქონება: $121 მილიარდი
ეროვნება: გერმანელ-ამერიკელი
წყარო:
ჯონ ჯეიკობ ასტორი ბეწვეულობით მოვაჭრე იყო და ბაზარზე ამ მიმართულებით სრულ მონოპოლიას ფლობდა. დროთა განმავლობაში მან ვაჭრობასთან ერთად უძრავ ქონებაში ინვესტირებაც დაიწყო, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა.

7 william de warenne

#7 William de Warenne (… – 1099 )

ქონება: $134 მილიარდი
ეროვნება: ნორმანდიელი
წყარო:
ვილიამ დე ვორენმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰასტინგსის ბრძოლაში, რის შემდეგაც მას სასექსის, ნორსფოლკისა და იორკშაირის მიწები გადაეცა. ის პირველი სარეის გრაფი იყო. დე ვორენი დაიღუპა 1088 წლის ცნობილი აჯანყებისას.

6 bill gates

#6 Bill Gates ( 1955 – )

ქონება: $136 მილიარდი
ეროვნება: ამერიკელი
წყარო:
1975 წელს პოლ ალენთან ერთად დაარსა Microsoft-ი, რისი მეშვეობითაც მსოფლიოს ციფრული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბყრო. დანარჩენი თქვენც კარგად იცით :).

5 alan rufus

#5 Alan Rufus (1040 – 1089)

ქონება: $149 მილიარდი
ეროვნება: ნორმანდიელი
წყარო:
ალან რუფუსი უილიამ დამბყრობელს შეუერთდა ბრიტანეთზე შეტევისას მეთერთმეტე საუკუნეში. მეტსახელად „წითური“ 250, 000 აკრ მიწას ფლობდა იორკშირიდან ლონდონამდე. იგი ასევე ფლობდა რიჩმონდის ციხესიმაგრეს, რომელიც ყველაზე კომფორტული სასახლე იყო იმ ჟამს.

4 cornelius vanderbilt

#4 Cornelius Vanderbilt (1794 – 1877)

ქონება: $185 მილიარდი
ეროვნება: ამერიკელი
წყარო:
1862 წლეს კორნელიუსმა დაიწყო სარკინიგზო ხაზების შეძენა. 70 წელს გადაცილებულს ხელთ ებყრა ამერკის რკინიგზის იმპერია. იგი ცნობილი იყო როგორც ცივსისხლიანი, „ჩუქუ-ჩუქუ“ :mrgreen:  მეწარმე.

3 william the conqueror

#3 William The Conqueror (1028 – 1087)

ქონება: 209 მილიარდი
ეროვნება: ნორმანდიელი
წყარო:
ცნობილი , როგორც უილიამ ნაბიჭვარი, 1066 წელს იგი მეთაურობდა უკანასკნელ წარმატებულ შეტევას ინგლისზე. იგი ასევე მონაქრი გახდა. გვირგვინის მოპოვებასთან ერთად კი დაეუფლა ყველას და ყველაფერს ინგლისში.

2 andrew carnegie

#2 Andrew Carnegie (1835 – 1919)

ქონება: $309 მილიარდი
ეროვნება: შოტლანდიელ-ამერიკელი
წყარო:
ანდრიუ კარნიგმა ქარხნის უბრალო მუშად დაწო მუშაობა. მალე ის ხარჯთაღრიცხვის მწარმოებელი გახდა მისსავე კომპანიაში. ამას მოჰყვა მისი სახელობის ფოლადის მომპოვებელი კომპანიის დაარსება. შემდგომ მისი კომპანია გაერთიანდა ამერიკის სხვადასხვა ფოლადის კომპანიებთან, რათა შეექმნა „U.S. Steel“. სიცოცხლის განმავლობაში მას მისივე სახელობის უნივერსიტეტი, ინსტიტუტი, კორპორაცია, ფონდი და მუზეუმი აქვს დაარსებული.

1 john d rockefeller

#1 John D. Rockefeller (1839 – 1937)

ქონება: $336 მილიარდი
ეროვნება: ამერიკელი
წყარო:
1870 წელს, 31 წლის ასაკში, როკფელერმა დაარსა ნავთობ კომპანია – „Standart Oil“. მან აგრეთვე შეიძინა ამერიკის უმეტესობა ნავთობ-მომპოვებელი საწარმოები. როკფელერი ამერიკის ნავთობის 90%-ს აკონტროლებდა.

 

წყარო : http://www.geobazari.com

ChesteraToka

mxiaruli
Back to top button