არქივი

ვარჯიში ჭარბი წონის დროს

9ce05358b93f

ყველას უყვარს დივანზე წამოწოლა და საინტერესო ფილმით ან წიგნით თავის შექცევა, მაგრამ ბუნებასა და წლებს თავისი მიაქვს, ფიზიკური ინერტულობა და ადინამია სწრაფად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც საკმაო მიზეზია საიმისოდ, რომ ავხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიში. ვარჯიში ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც შეიძლება ვებრძოლოთ ჭარბ წონას. თავდაპირველად ყველა ენთუზიაზმით ეკიდება მას, დიდ იმედს ამყარებს, მაგრამ რაკი სასურველ შედეგს ვერ ხედავენ, ხელს ჩაიქნევენ და თავს ანებებენ. ეს იმიტომ, რომ გასახდომად ვარჯიში საკმარისი არ არის, თანაც ამისთვის ყოველგვარი სავარჯიშო როდი გამოდგება.

ფიზიკური ვარჯიში სხეულის კორექციის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ნაცნობი ხერხია. აერობული დატვირთვის დროს იხარჯება დიდი რაოდენობით ენერგია, აქედან გამომდინარე, ფიზიკური დატვირთვა მაქსიმალურად აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმს. ვარჯიშს ტონუსში მოჰყავს სხეული, ამკვრივებს კანს, აუმჯობესებს აღნაგობას, მატებს ენერგიას.
28b76f825fb9

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სახეობაა სირბილი. ამ დროს მოძრაობაში ჩართულია ყველა კუნთი, რის შედეგადაც ისინი ტონუსში მოდიან. ვიცით, რომ რაც უფრო სწრაფად დარბიხარ, მით მეტ კალორიას ხარჯავ, თუმცა თანაბარი  სიჩქარით დიდხანს სირბილი არარეალურია, ამიტომ მიმართავენ ინტერვალურ ვარჯიშს, რაც გულისხმობს ტემპის აჩქარებას და შენელებას დროის განსაზღვრულ მონაკვეთებში. ეს არის სირბილის დროს მეტი კალორიების დაწვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
7224c962a3ad

გახდომისკენ მიმავალი გზა კალორიების შემცირებაზე დევს. უფრო ადვილია, 500 კალორია მოაკლო დღიურ რაციონს, ვიდრე რამდენიმე საათი ივარჯიშო ფიტნესცენტრში ამ 500 კალორიის დასაწვავად. თუმცა ვარჯიშიც და დიეტაც აუცილებელია არა მხოლოდ წონის დასაკლებად, არამედ შედეგის შესანარჩუნებლადაც. ჯანსაღი კვება და ვარჯიში საუკეთესო კომბინაციაა.
914b4654f008

გახურებისას კუნთებში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც წვის ტოლფასია. როდესაც კუნთებს დატვირთვით ამოძრავებთ, სხეულის ამ კონკრეტული უბნის ტემპერატურა იმატებს და ამ დროს კუნთი საკმაოდ იზრდება. როდესაც ხურდებით, იმატებს სისხლში ჟანგბადის მიწოდება, ხოლო გულის მოქმედება ჩქარდება. ამ დროს ორგანიზმში იქმნება ჟანგბადის მაქსიმალური მარაგი, რაც ხელს უწყობს კუნთების ეფექტურ მუშაობას.
89afde11fce9

კლინიკურად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გამოყოფენ სიმსუქნის 4 ხარისხს, ხოლო მიმდინარეობის თავისებურებათა მიხედვით – ორ სტადიას: პროგრესულსა და სტაბილურს. არსებობს სიმსუქნის ორი ტიპი: პირველადი, ანუ სპონტანური, რომელიც გარკვეული მიზეზის საფუძველზე განვითარებული დაავადებაა, და მეორეული, რომელიც სხვა დაავადების შედეგად ვითარდება ან სხვადასხვა პათოლოგიის თანმხლები სინდრომია. ენერგიის აქტიურ ხარჯვას ხელს უწყობს მზარდი ფიზიკური აქტივობა, რომელიც უმჯობესია ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმში მოექცეს, მაგალითად, პაციენტმა უფრო მეტი იაროს ფეხით. ეს უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე სპორტულ დარბაზებში სიარული.
dcb7a790f09b

ცნობილია, რომ დღეში 7000 ნაბიჯის გადადგმა იცავს ადამიანს გასუქებისგან, ხოლო 10 000-ისა წონის კლებას იწვევს. ოსტეოართროზით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა ცურვა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ წონის შესანარჩუნებლად დიეტაზე გაცილებით ეფექტურია ფიზიკური აქტივობის გაზრდა. გაითვალისწინეთ: წონის დაკლების შემთხვევაში შედეგის შესანარჩუნებლად ძალზე მნიშვნელოვანია მკურნალობაში ქცევითი თერაპიის ჩართვა.
03d1609da3c9

მსგავსი ამბები

Back to top button