გამოგონებასაკითხავისასარგებლო

მოჰამედ ალი-ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე

54e7e1b999f3
მოჰამედ ალის “დიდებულ შეშლილს” ეძახდნენ და როგორც თვითონ ამბობს: “ჩემს ტექნიკას “პეპელას ცეკვას” ვეძახიო და რინგზე მსუბუქად და უჩუმრად ვმოძრაობ, ვიკბინები, როგორც ფუტკარი და ნოკაუტი გარანტირებული მაქვსო” .
მოჰამედ ალი და პატარა მოკრივე:

კასიუს მარსელიუს კლეი, იგივე მუჰამედ ალი – წარსულში ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე იყო, მაგრამ ამჟამად კი იგი მძიმედ ავადმყოფია. პროფესიულ რინგზე ჩაატარა 61 ბრძოლა, რომელთაგან მოიგო 56, აქედან 37 ნოკაუტით…
1964 წელს კლეიმ ისლამი აღიარა და მუჰამედ ალი დაირქვა. რელიგიური შეხედულებების გამო მან უარი თქვა ამერიკის არმიაში სამსახურზე და მონაწილეობა არ მიიღო ვიეტნამის ომში. საკუთარი ქვეყნის სამსახურზე უარის თქმის გამო, ალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და კრივს 1967 წლიდან 1970 წლამდე ჩამოაშორეს. მაგრამ ალი მაინც რინგზე დაბრუნდა და პირველი მძიმეწონოსანი მოკრივე გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა.
ამ ვიდეოში ნახავთ ლეგენდარულ მოკრივეს მუჰამედ ალის, რომელიც ფილადელფიაში თავისუფლების მედლით დააჯილდოვეს.

მედალი მუჰამედ ალის მის მიერ მსოფლიოში ადამიანთა სამოქალაქო და რელიგიური უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
3de9ee7bc880

საზეიმო ცერემონიას იგი ცოლთან და ქალიშვილთან – ასევე მსოფლიო ჩემპიონთან კრივში – ერთად დაესწრო. გასული საუკუნის სამოციან და სამოცდაათიან წლებში მუჰამედ ალი ლეგენდარული მოკრივე იყო. მას “საუკუნის სპორტსმენსაც” უწოდებდნენ. 1981 წელს იგი კრივიდან წავიდა. 70 წლის ალი უკვე 30 წელია, პარკინსონის დაავადებით იტანჯება.
მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ალი ვეღარ სცნობს ნათესავებს და საერთოდ ვერ ლაპარაკობს. მუჰამედის ძმის – რაჰმანის თქმით, ამჟამად კრივის ლეგენდა კრიტიკურ სიტუაციაშია.
ამასთან, მოჰამედ ალის პრესმდივნის, ბობ გარნელის თქმით, ლეგენდა თავს კარგად გრძნობს და ის დაესწრო საღამოს, რომელიც სუპერბოულს მიეძღვნა.
8235e487f4e9
ლეგენდარულ მოკრივეს თავზე გვირგვინი დაადგეს .. მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) 50-ე კონვენციაზე, რომელიც მექსიკის ქალაქ კანკუნში იმართება, ალი “კრივის მეფედ” გამოაცხადეს.
2b40f18cbe02

ჯენიფერ ლოპესი სტუმრად მოჰამედ ალისთან
ყველა დროის ყველაზე ზლიერი მოკრივე…
b239c082560c
მოკრივედ გახდომა ასე დაიწყო: (მოგაწვდით მოკლე ინფორმაციას ამ ლეგენდარულ მოკრივეზე):
კასიუსს ველოსიპედი უყიდეს. ბედნიერი ბიჭუნას მეზობელმა ხულიგანმა ველოსიპედი წაართვა. კასიუსმა დახმარება პოლიციელს სთხოვა, რომელმაც ურჩია, რომ ჩხუბი ესწავლა. ბიჭუნა მთელ თეთრკანიან სამყაროზე გაბოროტებული იყო და კრივის საწვრთნელ დარბაზში გაეშურა.
კასიუსმა გაიგო, რომ ქალაქში მწვრთნელად მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი მასა დანდი მუშაობდა. ბიჭუნამ, რომელმაც მწვრთნელს უთრა, რომ საუკეთესო პროფესიონალი მოკრივე გახდებოდა, მწვრთნელმა თავხედ ბიჭუნას თავისი ადგილი რომ გაეგო, დანდიმ უფროსი მეტოქე შეურჩია, მაგრამ ბრძოლის შემდეგ კმაყოფილმა დანდიმ თქვა: „ ამ ბიჭის ხელიდან გაშვება სიგიჟეა.“
ვარჯიშები, ვარჯიშები და ვარჯიშები. თანდაყოლილმა პლასტიკურმა მოძრაობამ, ინტუიციამ, მოკრივის ურთულესი ილეთების დაუფლებამ, სწრაფმა მოძრაობამ და ფიქრმა, გამიზნულმა ტაქტიკურმა კომბინაციებმა კლეი იქამდე მიიყვანა, რომ 17 წლის ასაკში მოიგო დიდი სამოყვარულო ტურნირი “ოქროს ხელთათმანი”, რის გამოც მალე ამერიკის ნაკრებში შეიყვანეს და 1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებზე ქვემძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
a8b8d47c0e89

blogerlady

age: 14
Back to top button