არქივი

ძილი და ფიზიოლოგია

ძილი

გაინტერესებთ თქვენი ფიზიოლოგიური მდგომარეობა? ამის გაგება ადვილია, გვარწმუნებს ფრანგი ფსიქოლოგი პიერდავო. ამისათვის აუცილებელი არაა საექიმო გამოკვლევა. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ დავო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, მისი ხასიათი დამოკიდებულია, მისსივე ჩვეულ პოზაზე ძილის დროს.
ვისაც სძინავს გულდაღმა _ ხასიათით მერყევია.
ვისაც გულაღმა სძინავს _ ამაყი და ძლიერი პიროვნებაა, შეუპოვრად იბრძვის საკუთარი ინტერესების დასაცავად.
ვინც სახეს მალავს საბნის ქვეშ _ უმრავლეს შემთხვევაში პესიმისტები არიან.
თუ კაცს სძინავს მარჯვენა გვერდზე _ იგი კმაყოფილია თავისი სამსახურის და არა აქვს სურვილი უფრო `ზევით” წავიდეს.
ვინც უპირატესობას აძლევს მარცხენა გვერდზე წოლას _ შემოქმედებითი ნატურაა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პიერ დავოს მეუღლის თქმით, თვით ფსიქოლოგი ძილის დროს განუწყვეტლივ იცვლის გვერდს.

მსგავსი ამბები

Back to top button