ახალი ამბებიგასართობიუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბები,ნაწ 49

უცნაური და საინტერესო ამბები,ნაწ 49
1.შარაპოვამ ჯერ იცეკვა, მერე კი გაიმარჯვა…შარაპოვას ცეკვამ „ააფეთქა“ ინტერნეტი- ნახეთ ვიდეო :


თავის მატჩში მარია შარაპოვამ ჯერ იცეკვა, შემდეგ კი გაიმარჯვა …
შარაპოვა და ვოზნიაცკი (Wozniacki) ცეკვავენ ტურნირის „თილისმებთან“- (ბედნიერების მომტანი ადამიანი ან საგანი)


სან -პაულოში (ბრაზილია) შეიკრიბა მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავები საგამოფენო ტურნირში „ Gillette Tour Federer“ მონაწილეობის მისაღებად;
მარია შარაპოვამ თავის მატჩში ჯერ იცეკვა კაროლინ ვოზნიაცკთან, შემდეგ კი მოუგო მას ანგარიშით 6-2, 7-6 (7:4);


ამ ტურში მარია ფინალისკენ მიისწრაფვის…

მარია შარაპოვას ტრიუმფი ინდიან უელსში… სასტიკად დაამარცხა მოწინააღმდეგე, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ კი მკლავი იტკინა…








2. ბუნებაში არსებული სიმეტრებიები




3. მკვდარი ზღვა ისრაელსა და იორდანიას შორის არის მოქცეული.

იგი ზღვის დონიდან 420 მეტრის ქვემოთ მდებარეობს და მისი ნაპირები დედამიწაზე ყველაზე დაბალ ადგილებად ითვლება… ტბის სიღრმე 350 მეტრს აღწევს, რაც მლაშე ტბებს შორის ყველაზე ღრმაა;
ნახეთ ვიდეო:

გასაკვირია და ის 8.7 ჯერ უფრო მარილიანია ვიდრე ოკეანე. ამ სიმლაშის გამო მასში არანაირი თევზი და ზღვის ცხოველი არ ბინადრობს. ასევე ვერც გემები დაცურავენ. სწორედ ამ ფაქტორების გამო უწოდებენ მას მკვდარ ზღვას.
მკვდარი ზღვა სიგრძეში 67 კილომეტრი, ხოლო სიგანეში 18 კილომეტრია. ბიბლიაში იგი მოხსენიეულია როგორც მეფე დავითის სავანე. სწორედ ამ ტბისგან იღებდნენ ძველი ეგვიპტელები ბალზამს თავიანთი ფარაონების მუმიფიკაციისათვის…
4. ცნობილი ადამიანები, რომელთაც პლასტიკურ ქირურგიაზე უარი თქვეს







5. რეიტინგი ყველაზე უშნო ავტომობილი…
„უშნო ავტომობილების“ სათავეში მოექცა სუპერქარი , რომელიც შეფასებულია $ 4 მილიონ დოლარად;

ამერიკის გამოცემის თქმით, ეს ავტომობილი, გამოშვებული იტალიაში, გახდა „ყველაზე ცუდი მოვლენა“ ფაშიზმის შემდეგ.
ნიუ-იორკი, 18 აპრილი. ამერიკულმა გამოცემამ „Edmunds“ შეადგინა ოდესმე ისტორიაში გამოშვებული ყველაზე უშნო ავტომობილების რეიტინგი
პირველი ადგილი სიაში უკავია იტალიურ სუპერქარს Lamborghini veneno-ს, რომელიც წარმოდგენილი იყო ჟენევის ავტოსალონზე. ამ ეგზოტიკური მანქანის ფასი , გადასახადების გარეშე შეადგენს 3,9 მილიონ დოლარს.

„ეს ყველაზე ცუდი მოვლენაა იტალიაში, ფაშიზმის შემდეგ“, წერს გამომცემლობა „Italy“ – ამ სუპერქარის Lamborghini Veneno შესახებ.

ლიდერების მაკომპლექტებელი სამეული: Lincoln Versailles 1977 წელს; (პირველი ლინკოლნის Mid ზომის მანქანა ) და კროსოვერი Acura ZDX (2010 წელი).

სულ სიაში 100 მოდელია. იქ მოხვდნენ ბევრი ცნობილი ბრენდის წარმომადგენლები – ევროპული, ამერიკული, იაპონური და კორეული.





6. მოსკოვში-გზის საპატრულო სამსახურის მანქანის გამტაცებელი (DPS) – აღმოჩნდა ნარკომანი.
გამტაცებელი იყო ნარკოტიკის დიდი დოზის ქვეშ, მაგრამ მისი დაღუპვის მიზეზი ნარკოტიკები არ იყო, არამედ გატაცებული მანქანით მოახდინა ავარია…

ნახეთ ვიდეო:

7. მაღალი ქუსლი ნამდვილად სექსუალურია? ან კი, ან არა !!!


სპეციალისტები განარჩევენ დაბალ ქუსლს – 6 სანტიმეტრამდე, საშუალოს- 6-დან 8,5-მდე და მაღალს- 8,5-ზე მეტს. ცხადია, რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით მეტ პრობლემას ქმნის. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მისი სიგრძე არ იზომება იატაკის დონიდან. ამ სიმაღლეს უნდა გამოვაკლოთ ფეხსაცმლის ტერფის წინა ნაწილის შემაღლების ზომა.
1) თუ ქუსლი 2-3 სანტიმეტრის დონეზეა შემაღლებული, ეს მაქსიმალურად შეესაბამება ტერფის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ასეთ ფეხსაცმელი ნამდვილად არ შეგაწუხებთ.
2) 3 დან 6 სანტიმეტრამდე სიმაღლის ქუსლს შესაჩვევად მეტი დრო ჭირდება: 2-დან 3 კვირამდე ან ნაკლები.

3) 1 სანტიმეტრამდე შემაღლებული ფეხსაცმლის ტარება რეკომენდირებულია წლამდე ბავშვებისთვისაც კი, რომ ბრტყელტერფიანობა არ განვითარდეს.

გაითვალისწინეთ, რომ ფეხი ვერასოდეს შეეჩვევა 6-15 სანტიმეტრიან ქუსლს…ჯანმრთელობისთვის მავნეა მაღალქუსლიანი და ძალიან ვიწროცხვირიანი ფეხსაცმელი.

ქუსლიანი ფეხსაცმლის მუდმივი ტარება (განსაკუთრებით “შპილკის”) არავისთვისაა სასარგებლო. მაღალი ქუსლი მოქმედებს არამხოლოდ ტერფებზე, ასევე, ხერხემალზე, წვივზე, ირღვევა სისხლის მიმოქცევა. შეიძლება გაჩნდეს ცელულიტიც კი.

უნდა აღინიშნოს თითების დეფორმაციაც. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით მეტია დეფორმაციაც, რაც, საბოლოოდ, ფეხს ფორმას უცვლის. დადგენილია, რომ ყოველ 2 სანტიმეტრზე თითებზე დაწოლა 25 % ით იმატებს. პირველ რიგში დიდი თითი დეფორმირდება, შემდეგ დანარჩენებიც. ხშირად თითები ქვემოთ იხრებიან, სახსარი დეფორმირდება და ისინი პატარა ჩაქუჩებს ემსგავსებიან. ამ პათოლოგიას “ჩაქუჩისმსგავსი თითები” ეწოდება.
მოუფრთხილდი ფეხებს, იქონიე მოთმინება და დამერწმუნე, სილამაზე ნამდვილად არ მოითხოვს იმდენ მსხვერპლს, რამდენსაც ჩვენ ვითხოვთ მისგან…


8. ზიდანის (Zidane ) ძეგლი პარიზში < <<

პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ხელოვნების და კულტურის ეროვნულ ცენტრში , დადგეს ძეგლი, მარკო მატერაზის( Marco Materazzi ) მკერდში Zinedine Zidane- ის მიერ თავით დარტყმის მომენტის უკვდავსაყოფად;
9. გოგონა სახტუნაოთი -საუკეთესო ტრიუკები მსოფლიოში:

ნახეთ ვიდეო

გოგონა აკეთებს წარმოუდგენელ ტრიუკებს, ხტუნაობს სწრაფად და ენერგიულად თოკზე…

10. ავტობუსის გაჩერებაზე ყოველთვის ცეკვავს და 100 % -ით კარგ განწყობაზე მოდის
ნახეთ ვიდეო:

თეგები
Booking.com

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close