ახალი ამბებიგასართობიუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბები ნაწილი 51

უცნაური და საინტერესო ამბები ნაწილი 51

1. რძის ცრემლები

თურქმა ილკერ ილმაზმა სახელი იმით გაითქვა, რომ თვალიდან 279,5 სანტიმეტრი სიგრძის რძის ნაკადი გამოუშვა. ეს უჩვეულო რეკორდი 2005 წლის 1 სექტემბერს სტამბოლში სასტუმრო “არმადა ჰოტელში” დაფიქსირდა.

2. ბრიტანელ გარი ტერნერს შეუძლია მუცელზე კანი 15,8 სანტიმეტრის სიგრძეზე გაიწელოს. ამის მიზეზი იშვიათი დაავადებაა, რომელიც ელერს–დანლოსის სინდრომითაა ცნობილი. საუბარია შემაერთებელი ქსოვილების ფუნქციის მოშლაზე.
3. გრძელი ყურები

ყველაზე გრძელი ძაღლის ყურები 2004 წლის 29 სექტემბერს გაზომეს. მისი მფლობელია მეძებარი, სახელად ტიგერი, რომლის პატრონები, ბრაიან და კრისტინა ფლესნერები, ილინოისის შტატის ქალაქ სენტ–ჯოზეფში ცხოვრობენ. ძაღლის მარჯვენა ყურის სიგრძე 34,9, ხოლო მარცხენის – 34,2 სანტიმეტრს შეადგენს.
4. ნახტომი–ვარდნა

2005 წლის 17 აგვისტოს ახალზელანდიელმა ა.ჯ. ჰაკეტმა საზეიმო ნახტომი განახორციელა ყველაზე მაღალი შენელებული ვარდნის ატრაქციონიდან სახელწოდებით “ნახტომი ზეციდან”. ვარდნა კოშკის 61–ე დონიდან იწყება 233 მეტრის სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან და 17–20 წამი გრძელდება.
5. მობილური ოფისი

მობილური და ყველაზე სწრაფი ოფისი წარმოადგენს მაგიდას, რომელიც გზებზე სასიარულოდაა აღჭურვილი და მისი გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე საათში 140 კილომეტრს შეადგენს. ეს ოფისი დაამზადა ბრიტანელმა ედ ჩაინმა, რომელმაც იგი 2006 წლის 6 ნოემბერს ვესტმინსტერის ხიდზე გადაატარა, გინესის მსოფლიო რეკორდების დღესასწაულის აღნიშვნის დროს.
6.

ჰამბურგერი

2006 წლის 31 ივლისს გრილ–ბარში, რომელიც ტაილანდში მდებარეობს, დაამზადეს ყველაზე დიდი ჰამბურგერი, რომლის წონამ 35,6 კილოგრამი შეადგინა.
7. ლომზე ამხედრებული

2006 წლის 28 ივლისს ქალაქ პერმის ცირკის არენაზე რუსეთის სახელმწიფო ცირკის მსახიობებმა ასკოლდ და ედგარ ზაპაშნებმა ყველაზე გრძელი ნახტომი განახორციელეს ლომზე ამხედრებულებმა. ნახტომის სიგრძე 2,3 მეტრი იყო.

8. 10 გველი პირში

2006 წლის 9 ნოემბერს, ამერიკელმა ჯეკი ბიბიმ, სხვათა დახმარების გარეშე შეძლო 10 წამის განმავლობაში პირით კუდით დაეჭირა 10 ჩხრიალა გველი.

9. ადამიანი–ზღარბი

2004 წლის 24 მარტს ჩინეთის ქალაქ ნანკინში ჩინელ ვეი შენგჩუს თავსა და სახეში 1.790 ნემსი ჩაურჭეს.

10. ძლიერი დარტყმა

ნორვეგიელმა ნარვე ლეარეტმა სახელი იმით გაითქვა, რომ 2006 წლის 9 ნოემბერს ოსლოში სატელევიზიო გადაცემის გადაღების დროს ერთი წუთის განმავლობაში ხელით 90 ბეტონის ბლოკი გატეხა.
11. კრუგერის ოცნება

მიჩიგანის შტატის ქალაქ პონტიაკის მცხოვრები ფეიზელ ბუზი გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გრძელი ფრჩხილების პატრონი მოხვდა. იგი ფრჩხილებს 25 წლის მანძილზე არ იჭრიდა, რის შედეგადაც მისი 10 ფრჩხილის ჯამურმა სიგრძემ 931 სანტიმეტრი შეადგინა.

12. თვალის ამოგდება

ამერიკელ კიმ გუდმენს თვალის ბუდიდან ამოღება 11 მილიმეტრის სიგრძეზე შეუძლია. ეს ფაქტი 1998 წლის 13 ივნისს დაფიქსირდა, სატელევიზიო შოუს დროს.
13. ჯუჯა და ლილიპუტი

2006 წლის 7 ივლისს ფაშატი “ტამბელინი” მსოფლიოში ყველაზე პატარა ცხენად აღიარეს. მისმა სიმაღლემ 44,5 სანტიმეტრი შეადგინა. მისი მფლობელები კეი და პოლ გიოსლინგმები მისურის შტატის ქალაქ სენტ–ლუისის მახლობლად მდებარე ფერმაში ცხოვრობენ. ყველაზე დიდი ცხენი კი აღმოჩნდა ცხენი “რადარი”. მისი სიმაღლე 2004 წლის 27 ივლისს გაზომეს და მან 202 სანტიმეტრი შეადგინა.
14. მონსტრი პიკაპი

მისურის შტატის ქალაქ სენტ–ლუისის მცხოვრებმა ბობ ჩანდლერმა სახელი იმით გაითქვა, რომ 1986 წლის ზაფხულში ყველაზე დიდი პიკაპი ააგო. მისი სიმაღლე 4,7 მეტრს შეადგენს. ბორბლების სიმაღლე 3 მეტრია, წონა 17.236 კილოგრამია. ამჟამად პიკაპი ქალაქ სენტ–ლუისში დგას და იგი დროდადრო გამოჰყავთ ადგილობრივ დღესასწაულებზე.
15. ფეხით ცისკენ

2004 წლის 1 სექტემბერს ბრიტანელმა მაიკ ჰოვარდმა უჩვეულო გასეირნება მოაწყო ჰაერში. იგი სეირნობდა ორ საჰაერო ბუშტს შორის გადებულ ბაგირზე, რომელიც 6.522 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა. ეს ყოველივე კი ქალაქ იოვილის მახლობლად მოხდა. ეს რეკორდი ვიდეოფირზე იქნა გადაღებული სატელევიზიო შოუსთვის
16. ორიგინალური ილეთი ქუჩაში


17.კრეატიული ოთახები ბავშვებისთვის

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close