საკითხავისასარგებლო

კიდევ ერთი პოსტი, რომლითაც დარწმუნდებით რომ 2012 თეთრი სიცრუეა

28fe37ed7ef5

ახლოვდება გამოცხადებული აპოკალიფსის მორიგი თარიღი – 2012 წლის დეკემბერი. ეს თარიღი მთელი მსოფლიოს განსჯის საგნად იქცა. მაინც რა მოელის ამ დღეს კაცობრიობას?

ინტერნეტში მეტად პოპულარულია მსჯელობა სამყაროს აღსასრულსა და ყველაფრის დამღუპველ პლანეტა ნიბირუზე.

პირველი იდეა ნიბირუსთან შეჯახების და სამყაროს აღსასრულის თაობაზე გამოთქვა ვისკონსინელმა ნენსი ლიდერმა. იგი ამტკიცებს, რომ ბავშვობაში კონტაქტი ჰქონდა უცხოპლანეტელებთან, რომელთაც მას ტვინში გადამცემი ჩაუნერგეს. 1995 წელს მან დაიწყო უცხოპლანეტელებთან თავისი ურთიერთობის აღწერა. 2001 წელს მან განაცხადა, რომ მალე დედამიწასთან ძალიან ახლოს ჩაივლის დიდი ციური სხეული. ეს შეხვედრა გაანადგურებს დედამიწის ცივილიზაციას. ლიდერი თვლიდა, რომ “პლანეტა ” ოთხჯერ დიდია დედამიწაზე, ხოლო სამყაროს აღსასრული, დაკავშირებული პოლუსების ცვლილებასა და დედამიწის ქერქის გადაადგილებასთან, 2003 წლის 27 მაისისთვის იყო დაგეგმილი.

მაგრამ 2003 წლის 27 მაისმა მსოფლიოსთვის შეუმჩნევლად ჩაიარა, ამიტომ ქალბატონი იძულებული გახდა სტრატეგია შეეცვალა. მათ თავის ნათქვამს “თეთრი სიცრუე” უწოდა და ნამდვილი აპოკალიფსის ნამდვილი თარიღის მოგვიანებით დასახელებას შეგვპირდა. მომდევნო თარიღი 2010 წლის შუა პერიოდი გახდა.

ტერმინი “ნიბირუ” (თითქოსდა მზის სისტემის უცნობი ციური სხეული, რომელიც მაიას ტომისა და შუმერების ლეგენდებშია ნახსენები, ასოცირდება ღმერთ მარდუკთან, – მეცნიერები თვლიან, რომ ლეგენდებში მოიხსენება იუპიტერი) ფსევდომეცნიერმა ზაქარია სიტჩინმა შემოიღო, რომელმაც ასევე მრავალჯერ შეიცვალა აზრი სამყაროს აღსასრულის თარიღთან დაკავშირებით. ყველაზე პოპულარული რჩება წინასწარმეტყველება 2012 წლის დეკემბერზე. შეჯახების თარიღს უკავშირებენ მაიას კალენდრის გრძელი ციკლის დასასრულს. თუმცა სიტჩინმა აპოკალიფსის ვადა ჯერ 2085 წლისთვის გადადო, შემდეგ კი საერთოდ განაცხადა, რომ ნიბირუ დედამიწას ჩვენს ერამდე 600 წელს მიუახლოვდა, ანუ მსგავსი შეხვედრა კიდევ 1000 წლის მანძილზე ნაკლებად სავარაუდოა. ფიქრობენ, რომ ნიბირუს გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობის ხანგრძლივობა მზის გარშემო 3.600 წელს შეადგენს.

სამყაროს ავტომატური თვალთვალის პროგრამა მზის სისტემის საზღვარზე უცხო ობიექტებს ეძებს. 2007 წელს არც ერთი ობიექტი არ იქნა აღმოჩენილი, რომლის ზომა 500 კილომეტრს აღემატება დიამეტრში. მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ჩატარებული სამუშაოს ბოლო მონაცემები, რომლის თანახმად, 2001–2006 წლებში ცის 50 პროცენტის სკანირება მოხდა, მაგრამ 1.500 კილომეტრზე დიდი დიამეტრის მსხვილი ობიექტი ნეპტუნის ორბიტის მიღმა არ აღმოუჩენიათ.

2003 წლის ბოლოს სედნას აღმოჩენის შემდეგ (დიამეტრი 1.500 კმ, მდებარეობა – პლუტონიდან ორჯერ შორს) გადაწყდა დამატებითი სამძებრო სამუშაოები ჩატარებულიყო ნეპტუნის ორბიტის მიღმა სხეულების აღმოსაჩენად, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

***

დავუბრუნდეთ პლანეტა ნიბირუს აღწერას:

ეს პლანეტა 4–ჯერ დიდია დედამიწაზე. ის გაწელილი ორბიტით მოძრაობს და მარსსა და იუპიტერს შორის 3.600 წელიწადში ერთხელ გამოჩნდება (ზოგიერთ წყაროში მითითებულია, რომ ჩაივლის მზესა და დედამიწას შორის). ის მაღალგანვითარებული ცივილიზაციითაა დასახლებული.

მოცემული ორბიტა კომეტისას ჰგავს და მის ყველაზე ნათელ მაგალითს ჰალეის კომეტა წარმოადგენს (რომლის პერიოდი სწორედ 4.400–დან 2.400 წლამდე იცვლება). კომეტას თავისი ორბიტიდან დედამიწის ორბიტამდე მისაღწევად 13 წელი მაინც დასჭირდება. თუ იმის მტკიცებას დავიწყებთ, რომ ნიბირუ დედამიწას 2012 წლის დეკემბერში მიუახლოვდება, მაშინ იგი მიმდინარე წლის დეკემბერში მზისგან სატურნის ორბიტის რადიუსის მანძილით უნდა იყოს დაშორებული. ასეთ მანძილზე თანამედროვე დაკვირვების საშუალებები თავისუფლად აღმოაჩენენ 50 კმ დიამეტრზე მსხვილ ობიექტს.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ნიბირუს პერიოდულობა 3.600 წელს უდრის, მაშინ ზეციური სფეროს ერთ მეოთხედ ნაწილში, ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, შეგვიძლია თავისუფლად გამოვრიცხოთ მსგავსი ზომის სხეულის ასეთ ორბიტაზე არსებობა.

ამგვარად, თუ ნიბირუ ასეთი სახით არსებობს, როგორითაც იგი წარმოდგენილია წინასწარმეტყველებებში და 2012 წელს საფრთხეს შეუქმნის დედამიწას, მაშინ ამჟამად მისი დანახვა ადვილი შესაძლებელი უნდა იყოს ტელესკოპების დახმარებით.

თუ ნიბურუზე მთხოვთ ინფორმაციას დავდებ მაგრამ როგროც მახსოვს იდო უკვე ;)

თუმცა ცოტა მაინც მეშინია :D ;)

მსგავსი ამბები

Back to top button