არქივი

მოჩვენებები სურათებში და მათი ისტორიები

505f12d27f8f

მოგესალმებით , თქვენ თუ წაიკითხეთ პოსტი ”მოჩვენებები : ვინ არიან ისინი?” მიხვდებით რომ ეს მისი გაგრძელებაა და როგორც მაშინ დაგპირდით ზოგიერთი მოჩვენების ისტორიას შემოგთავაზებთ…

”ყავისფერი ქალბატონი”

8b67de326324

თითქმის ყველა საძიებო სისტემაში თუ ჩაწერთ სიტყვა ”ghosts” აუცილებლად ნახავთ ამ სურათს , მე კი მის ამბავს გიამბობთ.
სურათზე არის ქალბატონი სახელით დოროტი თოვნშენდი ,მისი მეუღლე კი ჩარლზ თოვშენდი იყო.ისინი ცხოვრობდნენ რაინჰემში , სწორედ აქ მოხდა ყველაფერი , სანამ დოროტი დაოჯახდებოდა იგი იქაური მაღალჩინოსანის საყვარელი იყო საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე , ქორწინების შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩარლზმა გაიგო როგორც ჩანს ვერ მოითმინა და მისი მეუღლე სახლსი უკანა ეზოში დაამწვდია, გარეთ არ უშვებდა , მხოლოდ საკვებს აწვდიდა. ეს გრძელდებოდა წლების მანძილზე, სანამ დოროტი 1700 წელს არ გარდაიცვალა.

როგორც ჩანს მისი სული ამ ქალაქიში დარჩა რადგან ზუსტად 100 წლის შემდეგ მეფე ჯორჯ IV-მ , მის საწოლთან სული დაინახა და როგორც მან აღწერა იგი მთლიანად ყავისფერ სამოსში იყო. ჯორჯ IV ერთადერთი არ იყო , ისტორიები სადაც ”ყავისფერი ქალბატონი” მოიხსენიებოდა არ ილეოდა და ბოლოს 1936 წელს , ცნობილიმა ფოტოგრაფებმა კაპტან პროვანდმა და ინდრე შირამ მოახერხეს მისი დაფიქსირება

 

ლორდ კომბერმერი

41f7fb721b62

ეს ფოტო კომბერმერის ბიბლიოთეკაში გადაღებულია 1800 წელს ,სურათზე მოჩვენება იგივე სახელითაა რაც ბიბლოეთაკა , ანუ მოჩვენება თავისავე სახელობის ბიბლიოთეკაში მივიდა , შეიძლება დამთხვევა იყოს , მაგრამ ლორდ კომბერმერი ამ ადგილთან ძალიან ახლოს გარდაიცვალა და ეს ბიბლიოთეკის დაარსებამდე არ იყო ცნობილი, იგი ცხენებმა გაიტანეს , შემდეგ კი ეტლმა გადაურა.

სურათი 1891 წელს არის გადაღებული

 

ფრედი ჯეკსონი

505f12d27f8f

ეს საინტერესო ფოტო გადაღებული იქნა 1919 წელს , მაგრამ მხოლოდ 1975 წელს გამოქყვენდა ვიქტორ გოდარდის მიერ, რომელიც პენსიაზე გასული ოფიცერი იყო. სურათზე არიან გოდარდის ესკადრილიის წევრები , რომლებიც პირველ მსოფლიო ომში იღებდნენ მონაწილეობას.ალბათ დააკვირდით სურათზე გადიდებულ ადგილს სადაც ორი მამაკაცის თავია, წინა პლანზე მყოფი უბრალო ოფიცერია , ხოლო მის უკან ფრედი ჯეკსონია , რომელიც ამ სურათის გადაღებამდე 2 დღით ადრე დაიღუპა , თან სრულიად შემთხვევით , იგი თვითმფრინავის პროპელერში შევარდა.ის რომ ფრედი ამ სურათის გადაღებამდე 2 დღით ადრე მოკვდა დაადასტურა ყველა ოფიცერმა , მაშინ რა უნდა მას ამ სურათზე?

 

უკან მჯდომი მოჩვენება
The Back Seat Ghost

ერთ დღეს მისის მაბელმა იყიდა ფოტოაპარატი , რათა სურათები გადაეღო დედამისის საფლავის ქვისთვის და ის შემდეგ მისი ნათესავებისთვის ეჩვენებინა(მოკლედ გეტყვით რომ დედამისი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო , მაგრამ რატომღაც საფლავის ქვის შეკვეთა გვიან მოხდა) , რამოდენიმე სურათის გადაღების შემდეგ მან გადაწყვიტა ერთი სურათი მისი ქმრისთვისაც გადაეღო , რომელიც მას მანქანაში მარტო ელოდებოდა.

სურათების დაბეჭვდის შემდეგ უცნაური რამ მოხდა, მისის მაბელმა მისი ქმრის ფოტოზე , უკანა სკამზე აღმოაჩინა ადამიანი , რომელიც წესით იქ არ უნდა ყოფილიყო და რაც ყველაზე საინტერესოა ის დედამის გავდა(მართალია სურათში კაცს გავს). მან ეს სურათი მის ქმარს არ აჩვენა , რადგან მას არ შეშინებოდა და სურათი პირდაპირ ფოტოგრაფთან წაიღო , მან ეს ფაქტი იმით ახსნა , რომ კადრში უბრალოდ წინა სურათების დეტალი მოხვდა , როდესაც ის სურათებს დედამისის საფლავის ქვას უღებდა , მაგრამ როგორ ჩაჯდა ეს ფიგურა ამ სურათში ასეთი სიზუსტით?

Back to top button