საკითხავისასარგებლოუცნაური

მტრედების მხედველობა

მტრედების აღქმაში ობიექტები შედარებით უფრო ნელა მოძრაობენ, ვიდრე ადამიანისთვის.

ალბათ გინახავთ, როდესაც მტრედები მათკენ მიმავალი მანქანის წინ, თითქოსდა სულ ბოლო მომენტში ფრინდებიან? სინამდვილეში მტრედების აღქმაში მანქანა გაცილებით უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე ჩვენი აღქმით. ეს აიხსნება იმით, რომ მტრედს წამში დაახლოებით 75 კადრის დანახვა სჭირდება, რათა მოძრაობის ილუზია შეექმნას. ასე მაგალითად, მტრედი რომ კინოეკრანთან დასვათ ყველა, წამში 24 კადრიანი, ფილმი მას მოეჩვენება, როგორც ერთმანეთის შემცვლელი სლაიდების ერთობა.

ამის გარდა, მტრედებს მხედველობის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ახასიათებთ. მათ ობიექტების გაცილებით დიდ მანძილზე შემჩნევა შეუძლიათ, ვიდრე ადამიანებს. მტრედების ეს თვისება ღირსეულად შეაფასა XX საუკუნის აშშ-ის სანაპირო დაცვამ და დაიწყეს მტრედების გამოყენება სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს. მტრედებს ასწავლიდნენ სამაშველო ნავებისა და ჟილეტების ფერების გარჩევას, შემდეგ მათ ვერტმფრენის ქვედა მხარეს გალიებში სხვამდნენ, რომლიდანაც თითოეული მტრედი სამყაროს ოთხივე მხარეს იყურებოდა.

 

საჭირო ფერის ობიექტის შემჩნევის შემდეგ, მტრედს მხოლოდ მის გვერდით არსებულ პატარა ღილაკზე ჩანისკარტება ევალებოდა, რომელიც პილოტს ამცნობდა თუ რომელ მხარეს იმყოფება საჭირო ობიექტი. სწორედ ასე ეხმარებოდა ამ ფრინველების მახვილი მზერა სხვადასხვა ობიექტების 3 კილომეტრზე შემჩნევას, მაშინ როდესაც ადამიანის თვალი მხოლოდ და მხოლოდ პატარა წერტილს ხედავდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close