არქივი

ტანგო

s

XIX საუკუნეში ბუენოს–აირესში მსოფლიოს ყველა კუთხიდან თავს იყრიდნენ თავგადასავლების მაძიებლები, ავანტიურისტები და უბრალოდ ხალხი ვინც საკუთარი თავის პოვნას ცდილობდა წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში. პორტების სასადილოებიდან ბანდონეონის (აკარდიონი) ხმა გამოდიოდა , კაცები ჩხუბობდნენ ქალები კი უყურებდნენ ხოლმე. და ერთხელაც როდესაც ქუჩაში ასეთი სიტუაცია წარმოიქმნა, პოლიციის ( პატრულის :D ) გამოჩენისას მუსიკოსებმა გადაწყვიტეს არ შეეწყვიტათ დაკვრა, ცდილობნენ რა ეს ჩხუბი უბრალო დადგმათ წარმოეჩინათ. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით სწორედ ასე გაჩნდა ტანგო – „ ორი კაცის ცეკვა “.

s

უკვე მოგვიანებით, როცა ხალხმა ამ უცნაური სინთეზის სილამაზე გაიგო, ტანგომ თანდათან ქუჩიდან ბარებში გადაინაცვლა, ამავდროულად ტანგო მუდმივ ცვალებადობას განიცდიდა, ის ქალებმაც შეისწავლეს და მალევე გახდა დაუოკებელი ლტოლვის სიმბოლო და არგენტინის სავიზიტო ბარათი.

s

ტანგო – ერთ–ერთია იმ ყველაზე მგზნებარე ცეკვებიდან რაც კი დედამიწაზე არსებობს, ის სიწრფეს გასწავლის, კაცს აიძულებს გაიხსენოს გალანტობაზე , ქალს კი სინაზეზე.

s

მე–20 საუკუნის დასაწყისში ბანდერონის უნიკალურ ხმას დაემატა გიტარის, ფლეიტის და ვიოლინოს ჟღერადობაც. გაჩდა ორკესტრები, რომლებიც ტანგოს ასრულებდნენ. ის დიდი სისწრაფით იძენდა პოპულარობას და მხოლოდ მაღალი ფენა არ აღიარებდა ახალ მუსიკას.

s

სწორედ მე–20 საუკუნეში გამოჩნდა ტანგო ევროპაში. მისი დებიუტი პარიზში ნამდვილი სენსაცია აღმოჩნდა. ვიღაც მაშინვე გახდა მისი თაყვანისმცემელი, ვიღაც კი მისი მოწინააღმდეგე. მცდელობები, შეეჩერებინათ მგზნებარე ტანგოს პოპულარობა, თავისი თეძოების შეხებით და ფეხების გადახლართვით, წარუმატებელი გამოდგა. გერმანიის კაიეზერმა ვილჰელმმა საერთოდ აკრძალა ტანგოს ცეკვა თავის სასახლეში, თუმცა დანარჩენი ევროპისთვის ეს ცეკვა ჩამთრევ გატაცებად იქცა. და როდესაც ტანგომ თავისი ადგილი იპოვა ევროპის სალონებში, მას უკვე მთელი გულით იღებდა არგენტინის საზოგადოების მაღალი ფენაც.

s

ხმის ჩამწერის გამოგონებამ ტანგოს საშუალება მისცა უფრო ფართო აუდიტორია მოეხიბლა. 1917 წელს ნაკლებად ცნობილმა მომღერალმა კარლოს გარდელმა საკრავ დაფაზე ჭაწერა ტანგო ” Mi Noche Triste “. შეიძლება ითქვას რომ მეორე დილითვე სიმპატიური ახალგაზრდა ტანგოს პირველი ვარსკვლავი გახდა, ვისი ხმაც არამრტო არგენტინაში გაჟღერდა , არამედ მთელ მსოფლიოში.

s

XX საუკუნის 40–იან წლებში ტანგო უფრო ფართო პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა არგენტინაში სამხედრო დიქტატურის დამყარების შემდეგ ტანგო ყოველმხრივ იზღუდებოდა და რამოდენიმე ათწლეული იკრძალებოდა კიდეც. 60–იან წლებში ტანგო დაუპირისპირდა რა პოპ–მუსიკის ახალ ფორმებს , მან გადაინაცვლა „კლასიკურ“ მუსიკაში, რომელსაც უფრო პატივისცემით ეპყრობოდნენ ვიდრე სიამოვნებით. ახალგაზრდობა ახალმა მუსიკალურმა მიმდევრობებმა გაიტაცა, თუმცა ზოგიერთი სკოლის მოსწავლე ტანგოს ლექსებს მაინც იზეპირებდა. ის მუსიკოსი რომელმაც ტანგო ახლიდან ააღორძინა იყო ასტორ პიაცოლა. ის კლასიკურ ჯაზურ მუსიკაზე იყო აღზრდილი, მან ძველ მელოდიებს ახლებური ენერგიული არანჟირება გაუკეთა, რითაც ტანგოს ახალი სული შთაებერა.

s

s

s

s

s

s

s

s

s

s

s

s

ნახატები ეკუთვნის ინგლისელ მხატვარს Hamish Blakely-ის.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button