TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

საიუველირო მორთულობა შორეული ინდოეთის ქალებში

34622c6b188e
„ინდოეთი – ეს ქვეყანაა ლოტოსის ყვავილების და ყველაზე უჩვეულო და უცნაური არქიტექტურული ორნამენტების, ეს ქვეყანაა ტკბილი სიმღერების საუკუნო სიყვარულზე და თავისუფლებაზე;
და ეს ყველაფერი კი აისახება ინდურ სამკაულებში;
34622c6b188e
ინდოეთში იუვილერილებს მიდრეკილება აქვთ დიდი ძვირფასი ქვებისადმი- დახვეწილი ლითონის მაქმანების გამოყენებით , შეუფერებელი, შეუთავსებადი და შეუსაბამო ჰარმონიითა და შეუფერებელი ფერებით;
„ორიგინალობა და ბრწყინვალება“ – აი, ეს ორი სიტყვა, რომელიც სრულად აღწერს ინდოეთის საიუველირო ხელოვნების სტილს . საიუველირო სამკაულების ისტორია ინდოეთში მჭიდროდ უკავშირდება კულტურის განვითარებას.
bbc53022f16b
ტილაკა ან ტილაკი – ეს არის ინდუისტური ნიშანი, რომელსაც შუბლზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე ატარებენ. ინდოეთში ტილაკას, სხვადასხვა ჩვეულებების მიხედვით, ან ყოველდღიურად ან მხოლოდ რელიგიურ მოვლენებზე იყენებენ.
ტილაკა გამოხატავს მესამე თვალს,- გონების თვალს, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ინდუისტურ ღმერთთან, მედიტაციის იდეასთან და სულიერ გასხივოსნებასთან…
არის კიდევ დეკორატიული ხალი – ბინდი, რომელსაც შუბზე იკეთებენ; სამკაული ტიკა, რომელსაც ინდოელი ქალები ვარცხნილობის განაყოფში იკეთებენ. ტიკა არის იმ ქალის სიმბოლო, რომელმაც ქმრის ოჯახის ტრადიციები უნდა დაიცვას და ბევრი მემკვიდრე გაუჩინოს მას. სილამაზისთვის აუცილებელია თვალზე შავი კონტური, რომელსაც კოლი ჰქვია; ცხვირში საყურე, რაც მხოლოდ გათხოვილ ქალებს უკეთიათ; აუცილებელია, რომ ინდოელ ქალს ბევრი მძივი ეკეთოს. ამას ჰაარა ჰქვია. მათი აზრით ამ სამკაულებს ბოროტი თვალისგან დაცვა, წარმატების მოტანა და სიყვარულის მოტანა შეუძლიათ;

2a59a00ac016
მათი ეროვნული სამოსია- სარი. ხოლო ინდოელი ქალის სრულ მორთულობას კი შრინგარი ჰქვია. ეს სახელი წარმოიშვა ნაყოფიერების ქალღმერთ შრი-ლაკშმის სახელისგან.
ინდოელი ქალი ლამაზად მიიჩნევა თუკი მას 16 რამ ამშვენებს. მე ამ 16-დან რამოდენიმეს ჩამოგითვლით: ერთ ერთი, რა თქმა უნდა, არის სარი, რაც ინდოელ ქალს აუცილებლდ უნდა ეცვას, რაზეც კამარბანდი სარის დასამაგრებელი ქამარი უნდა ეკეთოს. გათხოვილი ქალები მას ძირითადად გასაღებების აცმის დასამაგრებლას იყენებენ. სწორედ ამ აცმას გადასცემს ხოლმე დედამთილი რძალს, რაც ნიშნავს იმას რომ ოჯახის საქმეები რძალს გადააბარა;

4cf678fb65de
ინდოეთში ცხვირის ასეთი საყურე ქალის ერთ-ერთ ულამაზეს სამკაულად ითვლება. ხოლო სამხრეთ ეთიოპიაში, კერძოდ მურსის ტომში პატარაობიდანვე იდგამენ ეგრედ წოდებულ ,,თეფშებს” ტუჩებს შორის, მიიჩნევა როგორც მიმზიდველი სამკაული, შემდეგ თანდათან იზრდება ამ სამკაულის ზომა და აშკარაა, რომ ინდოელ ქალებს ძალიან უჭირთ ასეთი “ულამაზესი” სამკაულის ტარება, მაგრამ …

3410f5d7ba50
ინდოელი ქალები და კაცები ხელ-ფეხს იხატავენ, განსაკუთრებით ქორწინების წინა დღეს. ამ ნახატს მეჰენდი ჰქვია და ინით სრულდება. მხოლოდ რამოდენიმე დღე ძლებს და რაც უფრო დიდი ხანი არ წაიშლება ეს ნახატი, მით უფრო მყარი იქნება ქორწინება
534925b2e093
სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა ძვირფასი თვლებით და უამრავი ორნამენტით დამშვენებული სამაჯური მკლავზე. მას ბააჯიუბანდი ჰქვია. ინდოელ ქალს აუცილებლად უნდა ამშვენებდეს დიდი გრძელი ნაწნავი, კეშაპაშაჩარაჩნა- დამეთანხმებით, რომ სასაცილო სახელი ჰქვია ამ ნაწნავს… :)
8e7076a5566a
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ინდოელი ქალის აღკაზმულობაში. ვინაიდან ცერა თითს ხელის მტევნის მეფეს ეძახიან, ინდოელმა ქალმა ამ თითზე სარკიანი ბეჭედი უნდა ატაროს. დილით გაღვიძებისთანავე ქალმა ამ ცერა თითზე წამოცმულ სარკეში უნდა ჩაიხედოს. სხვა თითებზეც უნდა ეკეთოს უამრავი ოქროს ბეჭედი. მოკლედ ინდოელი ქალი თავის აღკაზმულობას ანდომებს დღის ნახევარს…
061861a17abc
68fa129b7aab
გათხოვილ ქალს აუცილებლად უნდა ეკეთოს უამრავი სამაჯური ორივე ხელზე, მინიმუმ 10-10 მაინც; საყურე კარნ-პხული. საყურეს ქალისთვის ბედნიერება მოაქვს. რაც უფრო ძვირფასია საყურე, მით უფრო ბედნიერია ქალი. ეს ალბად ინდური გაგებით, თორემ სინამდვილეში რა ბედნიერება უნდა მოგიტანოს ძვირფასმა საყურემ, როცა ზოგჯერ ინდოელი ქალის საყურე იმდენად მძიმეა, რომ ქალი იძულებულია იგი სარჭით თმაზე მიიმაგროს.
0893947c79e8
98f1a71aebe8
84fe32acd4ba
459b30036db3
e2b525a09462
cebe25fe0599
55d773e71f8b
4e15e48755ba
4e95c2384539
9b22b483d408

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button