გართობაუცნაური

რამდენი ვიქნებით 2050 წელს? – გაეროს პროგნოზი

a19039fe848f

გარემოს დამცველი ორგანიზაციები ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო, არსებობს თუ არა ზღვარი რასაც არ უნდა გადააბიჯოს დემოგრაფიამ და როგორია იგი, რა რაოდენობის მოსახლეობის ატანა შეუძლია ჩვენს პლანეტას? სამწუხაროა ის ტენდენცია, რომ მოსახლეობა იზრდება ნაკლებად განვითარებული, ღარიბი ქვეყნების ხარჯზე და შესაბამისად სიღატაკე, შიმშილი მსოფლიოში გაიზრდება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2050 წლისათვის ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ზრდის პროგნოზი, რომლის თანახნმადაც დედამიწის მოსახლეობა გაიზრდება 2,5 მილიარდი ადამიანით და შეადგენს 9,1 მილიარდ ადამიანს.
გაეროს ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ მომავალში მოსახლეობის ზრდა მოხდება ღარიბი ქვეყნების ხარჯზე. ხოლო აშშ-ის, ევროპის ქვეყნების და სხვა განვითარებული რეგიონების მოსახლეობის რაოდენობა თანდათან შემცირდება. პლანეტის 49 ყველაზე ღარიბი ქვეყნის მოსახლეობა გაორმაგდება და შეადგენს 1,7 მილიარდ ადამიანს, რაც გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის, მოსახლეობის განყოფილების დირექტორის მოადგილის ტომას ბიუტნერის თქმით ” არსებითად გაართულებს სირარიბის წინააღმდეგ ბრძოლას”.
მაგალითისათვის, ახლანდელი დემოგრაფიული ტენდენციის გაგრძელებით 2050 წელს გერმანიის მოსახლეობა შემცირდება 82 მილიონი ადამიანიდან 71 მილიონამდე, ხოლო რუსეთის მოსახლეობა 141 მილიონიდან ადამიანიდან შემცირდება 116 მილიონამდე.
ინდოეთი უკან ჩამოიტოვებს ჩინეთს და დაიკავებს პირველ ადგილს, მოსახლეობით – 1,6 მილიონი ადამიანი.
ეთიოპიის მოსახლეობა, რომელიც აღებულ მომენტში შეადგენს 83 მილიონ ადამიანს და უჭირავს მსოფლიოში მე-15 ადგილი, გაიზრდება 174 მილიონ ადამიანამდე და 2050 წელს დაიკავებს მე-9 ადგილს.
გაგრძელებაში იხილეთ, თუ როგორ შეიცვლება 2050 წელს ქვეყნების მოსახლეობა:

14. ეგვიპტე, რომელიც დღესდღეობით თავისი 83 მილიონიანი მოსახლეობით დგას მე-14 ადგილზე, მოსახლეობას გაზრდის 133 მილიონ ადამიანამდე და 2050 წლის რეიტინგში გადაინაცვლებს მე-12 ადგილზე.

db3a67a9cad3

13. 2050 წლისათვის მე-13 ნომერი, ვიეტნამი ჩამოინაცვლებს მე-15 ადგილზე. ამ ქვეყნის მოსახლეობა გაიზრდება 88 მილიონიდან 112 მილიონამდე.

407ca5999efc

12. ფილიპინები აიწევენ მე-11 ადგილიდან მე-12 ადგილზე, რომლის მოსახლეობა გაიზრდება 92 მილიონი ადამიანიდა 140-მდე.

8d3b96ff55d7

11. მექსიკა მე-11 ადგილიდან გადაადგილდება მე-13 ადგილზე. მისი მოსხლეობა გაიზრდება 110 მილიონიდან 129 მილიონამდე.

0c6f61f2fed5

10. რეიტინგში იაპონია 2050 წლისათვის მე-10 ადგილიდან ჩამოინაცვლებს მე-17 ადგილზე. ამ ქვეყნის მოსახლეობა შემცირდება 127 მილიონიდან 102 მილიონამდე.

7f2fb402fff1

9. რუსეთი, რომელსაც ამჟამად უკავია მე-9 ადგილი, 2050 წელს მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში ის უკვე იქნება მე-14 ადგილზე. გაეროს პროგნოზით რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა იქნება 116 მილიონი ადამიანი, ნაცვლად დღევანდელი 141 მილიონისა.

4f012eaace40

8. ნიგერიის მოსახლეობა გაიზრდება 155 მილიონიდან 289 მილიონ ადამიანამდე. ამდაგვარად ნიგერია დაიკავებს მე-5 ადგილს, ნაცვლად ახლანდელი მე-8 ადგილისა.

5c2416f290ed

7. ბანგლადეშის ადგილი 2050 წლისათვის არ შეიცვლება და კვლავინდებურად ის იქნება მე-7 ადგილზე. მისი მოსახლეობა 122 მილიონი ადამიანიდან გაიზრდება 162 მილიონამდე.

dc771f9e792a

6. პაკისტანის მოსახლეობა გაიზრდება 181 მილიონიდან 355 მილიონ ადამიანამდე. ასე, რომ პაკისტანი გაასწრებს ინდონეზიას და გახდება მსოფლიოში ყველაზე უფრო ხალხთმრავალი მუსლიმანური ქვეყანა.

b0942c8baea2

5. ბრაზილიის მოსახლეობა 2050 წლისათვის გაიზრდება 194 მილიონიდან 219 მილიონ ადამიანამდე და დაიკავებს მე-8 ადგილს ნაცვლად მე-5 ადგილისა.

332ab8c8a0e2

4. ინდონეზიის მოსახლეობა 230 მილიონი ადამიანიდან გაიზრდება 288 მილიონამდე. მიუხედავად ამისა ინდონეზია ადგილს დაუთმობს პაკისტანს და დაიკავებს მე-5 ადგილს.

0ec99696b0c9

3. გაეროს პროგნოზით აშშ 2050 წელს დარჩება მე-3 ადგილზე (მადლობა ღმერთს ერთი ქრისტიანული განვითარებული სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა არ შემცირდება) და მისი მოსახლეობა მიაღწევს ამ დროისათვის 404 მილიონ ადამიანს, ნაცვლად დღევანდელი 315 მილიონისა.

ffa53c398ec9

2. როგორც უკვე ავღნიშნეთ 2050 წლისათვის ჩვენს პლანეტის ყველაზე ეფრო ხალხთმრავალი ქვეყანა ინდოეთი იქნება და დედამიწაზე ივლის 1,6 მილიარდი ინდოელი. ამჟამად ის მე-2 ადგილზეა 1,2 მილიარდი მოსახლეობით.

82a928c970b7

1. ჩინეთის მოსახლეობა, რომელსაც დიდი ხანია უკავია “საპატიო” პირველი ადგილი, 2050 წლისათვის მოუწევს დათმოს თავისი პირველობა და გადაინაცვლებს მე-2 ადგილზე, ინდოეთის შემდეგ. მისი მოსახლეობა 1,3 მილიარდიდან გაიზრდება “სულ რაღაც” 1,4 მილიარდ ადამიანამდე.

6ad27de3eac3

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button